Thursday, March 6, 2008

აშშ-სა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები პირველ შეხვედრას მართავენ

afp_logo

6 მარტი 2009

ჟენევა - აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, პარასკევს ჟენევაში ხვდება და  აცხადებს, რომ დარწმუნებულია,  ყველა წინააღმდეგობის გადალახვა ვერ მოხერხდება.

საქმიან სადილზე განხილული იქნება მსოფლიოში დაძაბულობის გამომწვევი ეპიზოდები, დაწყებული ავღანეთიდან, ევროპაში აშშ-ს სარაკეტო ფარის განთავსების გეგმითა და ირანის ბირთვული პროგრამით დამთავრებული. აქვე მოამზადებენ  აშშ-ს პრეზიდენტ, ბარაკ ობამასა და მისი რუსი კოლეგის, დიმიტრი მედვედევის პირველ  შეხვედრას, რომელიც  მომავალ თვეს ლონდონის სამიტზე შედგება.

”მე უნდა შევხვდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს იმისთვის, რომ განვიხილოთ ის მნიშვნელოვანი საკითხები,  რომლებშიც  თანამშრომლობას შევძლებთ და ისინიც, რომელთა მიმართ განსხვავებული პოზიციები გვაქვს”  - კლინტონმა განაცხდა  ხუთშაბათს, ბრიუსელში.

”მე ვფიქრობ, რომ ზოგიერთ საკითხებში ჩვენ თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გვაქვს და  ვცდილობთ ამ საკითხებს მივაგნოთ. სხვა საკითხებში კი განსხვავებული მიდგომები გვაქვს და ჩვენ ჩვენს პოზიციას შევინარჩუნებთ, ისინი - თავისას. მე ვიმედოვნებ, რომ გარკვეული კომპრომისები შესაძლებელია”.

კლინტონმა განაცხადა, რომ ჟენევის შეხვედრაზე ის შეეცდება დაარწმუნოს რუსეთი ირანისთვის სარაკეტო სისტემების მიყიდვის გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების შეჩერებაზე.
მან სთქვა, რომ - ”დააყენებს რუსეთსა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების  საკითხს, სადაც ირანისთვის შორი დამიზნების რაკეტების მიყიდვას განიხილავენ, რაც რუსეთისთვის ისეთივე სახიფათოა, როგორც ევროპისთვის და სხვა მეზობლებისთვის რეგიონში”.

ობამამ განკარგულება გასცა გადაიხედოს აშშ-ს ანტისარაკეტო ფარის ევროპაში განთავსების გეგმა. ეს პროექტი რუსეთის აღშფოთების მიზეზი გახდა, მაგრამ ობამას სურს, რომ მოსკოვი აშშ-ს  ირანის სარაკეტო საფრთხის გადაწყვეტაში დაეხმაროს.

ობამამ მედვედევს კონფიდენციალური წერილი გაუგზავნა და ისინი ერთმანეთთან პირველად შეხვედრას  2 აპრილს, 20 სახელმწიფოს სამიტზე,  ლონდონში გეგმავენ. ”ნიუ-იორკ თაიმსი” იტყობინებოდა, რომ ობამამ რუსეთს გარიგება შესთავაზა - ამერიკა უარს იტყვის სარაკეტო ფარის განთავსებაზე, ხოლო რუსეთი მას ირანთან დაკავშირებით დაეხმარება.

ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ თუ რუსეთი მას ირანის საკითხის გადაწყვეტაში დაეხმარება, ეს შეამცირებს სარაკეტო ფარის არსებობის აუცილებლობას. სარაკეტო სისტემები პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში უნდა განთავსებულიყო.

ობამას ოფისში მოსვლის შემდეგ აშშ-რუსეთის ურთიერთობები უკვე  გაუმჯობესდა.

ფიოდორ ლუკიანოვი, ჟურნალ  ”რუსეთისა და გლობალური საკითხების” რედაქტორი ამბობს, რომ - ”ორივე მხარე პოზიტიურ სიგნალებს ცვლიან”.

დაძაბულობის მთავარი მიზეზები ჯერ კიდევ რჩება, ისეთები, როგორიცაა სარაკეტო ფარი. შეერთებულმა შტატებმა უკვე უარყო აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთის გავლენის სფეროების არსებობის აღიარების შესაძლებლობა და საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას ლობირებს.

მაგრამ ობამას ადმინისტრაციას ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ირანისა და ჩრდილო კორეის ბირთვული დოსიეები,  რუსეთის დახმარება სჭირდება. მას ასევე უნდა, რომ ავღანეთში ამერიკული მისიისთვის, რომლის რაოდენობაც გაიზრდება, რუსეთის ტერიტორიაზე, მატარებლის მეშვეობით სამხედრო მასალის მიწოდების შესაძლებლობა მიეცეს.

შეერთებული შტატები ასევე ისწრაფვის განაახლოს მოლაპარაკებები სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაზე, რომელსაც ვადა 2009 წლის ბოლოს გასდის, რითაც რუსეთთან ნდობის აღდგენის მიღწევა უნდა.

მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი, რომელიც კლინტონმა გამოხატა,  აისახა ნატოს გადაწყვეტილებაშიც - ნატომ რუსეთთან ოფიციალური კონტაქტების აღდგენა გადაწყვიტა. ეს კონტაქტები  რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ შეჩერდა.

კლინტონი იმედიანადაა განწყობილი სარაკეტო ფართან დაკავშირებითაც. სწორედ ამ ფარის გამო, რუსეთი ევროპას საპასუხო სარაკეტო სისტემის ინსტალაციით დაემუქრა. ”მე მგონია, რომ ისინი მართლაც იჯერებენ - ეს ყველაფერი რუსეთს არ უკავშირდება” - განაცხადა მან გასულ კვირას.

ორიგინალი

No comments: