5 მარტი 2009
სამშაბათს, თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ მისი ქვეყნის მხრიდან რუსეთთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მზადყოფნა გამოთქვა.
”თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან თანამშრომლობას ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენმა ქვეყნებმა ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგეს,” განუცხადა გულიმ ჟურნალ ”როსიისკაია ფედერაცია სეგოდნია”-ს, რუსეთის პარლამენტის გამოცემას.
გიულიმ თქვა, რომ თურქეთს რუსეთთან კოოპერაცია ენერგეტიკის სფეროშიც სურს.
თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი 2008 წელს თურქეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი გახდა, და მხოლოდ შარშან თურქეთს სამი მილიონი რუსი სტუმრობდა.
გიულიმ ასევე თქვა, რომ მშვიდობა და სტაბილურობა კავკასიაში აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ევრაზიაში.
გიულის თქმით თურქეთი, რუსეთი და ყველა სხვა ქვეყანა კავკასიაში თანამშრომლობის მნიშვნელობის გაგებით დაინტერესებული უნდა იყოს, და რეგიონის ქვეყნებმა კონკურენციის ნაცვლად თანამშრომლობა უნდა გააღრმავონ.
იგი პალესტინა-ისრაელის თემასაც შეეხო და ხაზი გაუსვა რეგიონში ხანგრძლივი ზავის მნიშვნელობას, რომ აუცილებელია იქ მცხოვრები ადამიანების პირველადი მოთხოვნების დაკმაყოფილება, საზღვრების გახსნა და შეზღუდვების გაუქმება, ყოველდღიური ცხოვრების ნორმალიზება და სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება.
გიულიმ იმედი გამოთქვა, რომ ის ზომები, რომლებიც პლესტინა-ისრაელის კონფლიქტის ხანგრძლივი დროით მოგვარებას მოლაპარაკებების საშუალებით უზრუნველყოფენ და დაფუძნებული იქნება ორივე მხარის ნებაზე, რაც მათ გვერდი-გვერდ ცხოვრების საშუალებას მისცემს უსაფრთხო და აღიარებული საზღვრების პირობებში, უახლოეს დღეებში კიდევ უფრო დაჩქარდება.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა პროცესის ხელშეწყობისთვის ყველაფერს გააკეთებს.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment