Sunday, May 18, 2008

გეოეკონომიკა და ამერიკის დიპლომატიური მარცხი

globalia_add

დევიდ სტიუარტ ჰარელი

ნატოში აშშ-ს უპირატესობა რუსეთისა და ევროპის სტრატეგიული სიმეტრიის გამო იკლებს.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი, აშშ-ს ”შეკავების” სტრატეგიის ავტორები, ჯორჯ კენანი და პოლ ნიტცე საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ1 ნატოს გაფართოებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ეწინააღმდეგებოდნენ. 1997 წელს ჯორ კენანი წერდა, რომ ნატოს გაფართოება ”ცივი ომის შემდგომ ეპოქაში აშშ-ს პოლიტიკის ყველაზე ფატალური შეცდომა იქნებოდა”2. ორი წლით ადრე 1995 წელს, პოლ ნიტზე წერდა - ნატოს ექსპანსიის გამო მოსკოვთან კონფრონტაციის პირობებში ”გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მთავარი მიზანი ევროპასთან რუსეთის დაკავშირება და არა მისი იზოლაცია უნდა გახდეს3. ყოფილი ვარშავის პაქტის ტერიტორიებზე ბალისტიკური სარაკეტო სისტემის განთავსება საფრთხეს უქმნის ”რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას”, რადგან მის საზღვრებთან ”ამერიკული ინფრასტრუქტურა” განლაგდება. ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებამ პუტინს ასეთი კითხვა გაუჩინა: ”ვის წინააღმდეგაა მიმართული ეს ექსპანსია?”4.

”ნავთობსადენს ჩვენ განვიხილავთ, როგორც ”მშვიდობის ნავთობსადენს”, რადგან მისი მეშვეობით ინდოეთსა და პაკისტანს შორის ეკონომიკური კავშირები გაიბმება და ხელს შეუწყობს უფრო სტაბილურ ურთიერთობებს ორ ისტორიულ მტერს შორის, რომლებსაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1947 წლიდან სამი ომი ჰქონდათ, ხოლო ბოლო 9 წლის განმავლობაში ორი სამხედრო კრიზისი გადაიტანეს. როდესაც თეირანში 1990-იანების დასაწყისში, ხელისუფლებას ”ზომიერები” ფლობდნენ, კლინტონი ასე თუ ისე მხარს უჭერდა ნავთობსადენის იდეას, როგორც ინდოეთ-პაკისტანის დაძაბულობის განმუხტვის შესაძლებლობას” (არიელ კოენი).

ზემოთ მოყვანილ ციტატაში, რომელიც ”მემკვიდრეობის” ფონდის წევრს, არიელ კოენს ეკუთვნის და რომელიც ირანიდან ინდოეთისკენ, პაკისტანზე გამავალ ნავთობსადენს ეხება, ზუსტადაა გადმოცემული იმ გართულებების არსი, რომელსაც შეერთებული შტატები ევროპაში აწყდება. რუსეთისა და ევროპის კავშირის ეკონომიკურ ურთირთდამოკიდებულებამ, შესაძლოა მათ შორის, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ურთიერთობათა ხარჯზე, უფრო სტაბილური, გრძელვადიანი და ურთიერთსასარგებლო პილიტიკური ურთიერთობები განავითაროს.5

უკვე ოთხი ათწლეულია ევროპა აშშ-ს მიერ ინიცირებული ”უსაფრთხოების ქოლგის” (ნატოს) ქვეშ იმყოფება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატოს არსებობის გონივრული საფუძველი, raison d’être გაქრა, ასევე გაქრა ”დასავლეთში ამერიკის ლიდერობის” საბაბიც. წელს, ნატოს სამიტზე ბუქარესტში პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა: ”ნატო აღარ არის სტატიკური ალიანსი, რომლის მიზანია საბჭოთა კავშირის ტანკებისგან ევროპის დაცვა. ის ახლა საექსპედიციოა ალიანსია, რომელიც თავის ჯარს მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის მშვიდობისა და თავისუფლების დასაცავად აგზავნის”.

მაშ ასე, რა არის ნატო? საბჭოთა საფრთხის გაქრობის შემდეგ ნატო შემდეგი არჩევანის პირისპი აღმოჩნდა - ის ან უნდა დაშლილიყო, ან თავისი არსებობის ახალი მიზეზი გამოეძებნა6. ეს საკითხი 1999 წელს ”ალიანისის ახალი სტრატეგიული კონცეპტის” მეშვეობით გადაწყდა, რომელმაც ორგანიზაცია შეინარჩუნა, აქცენტი გლობალური უსაფრთხოების დაცვის გარანტიებზე და ჰუმანიტარულ ინტერვენციაზე გადაიტანა, თუმცა უცველელი დატოვა ორგანიზაციის დამფუძნებელი დოკუმენტების ფილოსოფიური ბაზისი, რაც მე-5 მუხლის თანხმად, კავშირის ერთ წვერზე თავდასხმის შემთხვევაში ალიანსის ყველა წევრისგან საპასუხო ქმედებას მოითხოვს და ამით თავდაცვითი ”პოზა” შეინარჩუნა.

ნატომ იუგოსლავია ”ჰუმანტირული ინტერვენციის” საბაბით დაბომბა, მუიხედავად იმისა, რომ იუგოსლავია ნატოს არც ერთი წევრისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეპტის თანახმად, წევრები მზად უნდა იყვნენ კონფლიქტების პრევენციაში მონაწილეობისთვის და მე-5 მუხლით გაუთვალისწინებელი საპასახუ ოპერაციებისთვის. ეს ოპერაციები პოსტ ”ცივი ომის” ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების მთავრი მომენტი გახდა. სექტემბრის შემდეგ, იმ დროს ნატოს 19-დან 15-მა სახელმწიფომ ავღანეთში აშშ-ს კამპანიის მხარდასაჭერად თავისი შეიარაღებული ძალების მონაწილეობა უზრუნველყო. სიტუაცია ერაყთან მიმართებაში აღარ განმეორდა - მაშინ ნატოს წევრებმა გერმანიამ და საფრანგეთმა ერაყში შეჭრის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს, ხოლო საფრანგეთმა აშშ წინასწარ გააფრთხილა, რომ ვეტოს დაადებს გაეროს მხარდაჭერის ნებისმიერ მცდელობას. ერაყის კამპანიამ ჰუმანიტარული ან სხვა მიზეზით წამოწყებულ ომებში ნატოს, როგორც ერთიანი ”საექსპედიციო ძალის” შეზღუდული შესაძლებლობები გამოამჟღავნა. ერაყში ნატო ბრძოლაში არ ჩართულა, მისი მონაწილეობა წვრთნით, აღჭურვით და ტექნიკური დახმარებით შემოიფარგლა (9)

ნატოს წევრ ქვეყნებს შორის უთანხმოებაა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ჯარები ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ჯარების სტატუსით მონაწილეობენ, ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რუსეთის, როგორც საფრთხის განხილვას, ნატოს ექსპანსიას, ABM-ის რაკეტების რუსეთის საზღვრებთან განთავსების აუცილებლობას. აპრილში, ნატოს ბუქარესტის სამიტზე ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გემანიამ საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას ვეტო დაადეს.

”მე ვფიქრობ, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების დრო არ დამდგარა”-განაცხადა ჟან-პიერ ჟუიემ, ევროპის პარლამენტის სესიის თანმდევ შეხვედრაზე-”ეს არ შედის ევროპის ინტერესებში, რუსეთთან ურთიერთობების გათვალისწინებით

ოქტომბერში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ფრანსუა ფილონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ამ ქვეყნების გაწევრიანების მოწინააღმდეგეა. მან საფრანგეთის რადიოს უთხრა: ”ჩვენ წინააღმდეგი ვართ საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების, რადგან მიგვაჩნია, რომ ევროპაში ძალთა ბალანსისთვის ეს სასარგებლო ვერ იქნება”.

ბუქარესტის სამიტზე, ნატომ მიანიშნა, რომ საქართველო და უკრაინა საბოლოოდ ნატოში უნდა გაწევრიანდნენ და MAP-ის საკითხს დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ. მიუხედავად ამისა, 3 დეკემბერს ეს არ მოხდა. ნატოს წევრებმა შეაჩერეს საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების საკითხის განხილვა. პოლტიკურმა ანალიტიკოსმა, ვილიამ ენგდალმა შენიშნა: ”ბრიუსელის გადაწყვეტილება განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან ნატოს ევროპელი წევრების სასარგებლოდ ვაშინგტონის ძლაუფლების შესუსტებაზე მიგვანიშნებს” . ენგდალი შეერთებული შტატების უმთავრეს მიზანს ასე აღწერს: ” ვაშინგტონს უნდა, რომ საბოლოოდ რუსეთი ალყაში მოაქციოს და დაშალოს”, რადგან ” ვაშინგტონ-ცენტრული, სამყაროს შემნის გზაზე, სადაც ერთადერთი სუპერსახელმწიფო, Pax Americana იარსებებს, რუსეთი ჩინეთზე უფრო მეტ წინააღმდეგობებს უქმნის”.

ნატოს ექსპანსია ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე, ახალი ცივი ომი, რომლის წინა ხაზიც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიებზე გადის, რუსეთს უშუალოდ უქმნის საფრთხეს. ეს არ შედის ევროპის კავშირის ინტერსებში და უკან 1999 წელს, ”ალიანსის ახალ სტრატეგიულ კოცეპთან” გვაბრუნებს: ”მტკიცე, სტაბილური და გამძლე პარტნიორობა რუსეთსა და ნატოს შორის უმნიშვნელოვანესია ევროატლანტიკური სივრცის გრძელვადიანი სტაბილურობისთვის”. საფრანგეთი და გერმანია, ორი სახელმწიფო საგარეო ურთიერთობების ევროპის საბჭოს ოთხი ქვეყნიდან, რომლებმაც რუსეთი თავის ”სტრატეგიულ პარტნიორად” დაასახელეს, რუსეთთან მიმართებაში დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებენ, რაც მათ აშშ-ს სტრატეგიულ ხედვას აშორებს. ნატოს ექსპანსია ვარშავის პაქტის ყოფილი ქვეყნებში, ევროპის საფრთხეებს, რუსეთის მხრიდან რეაქციის ინტენსიფიკაციასაც უმატებს. ახალი წევრების რუსეთისგან დაცვა დამატებით რესურსებს მოითხოვს, რაც მათ უსაფრთხოების მომხმარებლებად აქცევს და არა მწარმოებლებად7. რუსეთთან ურთიერთობების ინტენსიფიკაცია ევროპის ინტერსებში იმიტომაც არ შედის, რომ ის რუსეთის ენერგეტიკულ რესურსებზეა დამოკიდებული. სარვარ კაშმერი წერდა: ”ნატო ევრო-ამერიკული ურთიერთობების გართულების წყაროდ იქცა, რადგან მათ აღარ აქვთ შეთანხმებული მისია და იძულებულნი არიან ახალი მიზნები მოირგონ და ამ მიზნების განსახორციელებლად მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში იმოქმედონ, რისთვისაც უბრალოდ მზად არ არიან8.

ეგონ ბარი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ყოფილი მინისტრი, და ვილი ბრანდტთან ერთად, 1960 -იანებში განმუხტვის პოლიტიკის ერთ-ერთი ავტორი, აცხადებს, რომ ნატოს ექსპანსიონიტური ფილოსოფია, რომელსაც ”ნატოს გლობალიზაციას” უწოდებს, ევროპის უსაფრთხოების ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის. ის ამბობს, რომ: ”არსებულ სიტუაციაში, ევროპა ამერიკას ეროვნული სახელმწიფოების ალიანსის გამოყენებას აშშ-ს ნაციონალური ”დიდი სტრატეგიის” ნაწილის აღსრულებისთვის სთავაზობს”. ძნელა თუ დასდებთ ბრალს ამაში. დასახელება ”ნატოს გლობალიზაცია” ამგავრი აზრების ჯამურ შედეგეს წარმოადგენს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ რეგიონალური თავდაცვითი ალიანსი გარდაიქმნას გლობალურ ორგანიზაციად, რომელიც ყოველგავრი გეოგრაფიული შეზღუდვების გარეშე, კრიზისის ან პოტენციური საფრთხის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერ პარტნიორთან ითანამშრომლებს. ეს კი ნიშნავს, რომ ძველი ნატო, სადაც ამერიკა აღმოსავლეთიდან მომავალი პოტენციური საფრთხისგან თავისი პარტნიორების დაცვას უზრუნველყოფდა, შესაძლოა ახალ ნატოდ გადაიქცეს, სადაც პარტნიორები ვალდებულები იქნებიან ამერიკას თავისი გლობალური მიზნების მიღწევაში შეუწყონ ხელი.

სარაკეტო ფარის საკითხი რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას ბადებს; ვის ხელში იქნება ამ ინსტრუმენტის კონტროლი, ნატოსი, თუ აშშ-სი? ჰოლ გარდნერი წერს: ” თუ ევროპა აღმოაჩენს, რომ ნატოს ნაცვლად აშშ-ს სარაკეტო ფარის დაქვემდებარებაში იმყოფება, მაშინ გაჩნდება კითხვები ამერიკის მცდელობებთან დაკავშირებით: ხომ არ უნდა მას იმპერიალისტური უპირატესობის მოპოვება ევროპაში, რომელსაც შედარებითი თავდაცვითი დამოუკიდებლობის მიღწევა უნდა და მერე ის ”ძველ” და ”ახალ” ევროპად გაყოს9

ამერიკის ცალმხრივი პოლიტიკა ნატოში და თვითონ ევროპაშიც განხეთქილების მიზეზი გახდა. ამის ნათელი დადასტურებაა ერაყთან დაკავშირებული მოვლენები, ნაწილი ევროპული ქვეყნებისა მიემხრო ერაყში შეჭრას, ნაწილი, კი - არა. კონტინენტი ორ ჯგუფად დაიყო, ”ძველ” და ”ახალ” ევროპად, რაც დონალდ რამსფელდის კლასიფიკაციაშიც აისახა. ნატოს ექსპანსიის პოლიტიკას ყველა წევრი არ ემხრობა. როგორც ბარი აღნიშნავს: ”ევროპა პასუხისმგებელია იმაზე, რომ სიტყვა ”კო-ოპერაცია” მოდურ გამოთქმად აქციოს”. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვათა სტრატეგიულ და კომერციულ ინტერესებს ანგარიში უნდა გაუწიო, მომენტი, რომლის ხაზგასმასაც რუსეთი ცდილობს.

რუსეთი ურთიერთსასარგებლო ეკონომიკურ და თავდაცვით თანამშრომლობაშია დაინტერესებული. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი საგარეო ურთიერთობათა ევროპის საბჭოს მიერ ინიცირებულ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთს თავისი ეკონომიკის დივერსიფიცირება სჭირდება, ის ვერ იქნება დამოკიდებული მხოლოდ ნატურალურ რესურსებზე. ევროპის კავშირი რუსეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია, 2007 წელს სავაჭრო ბრუნვის 51.5%-ს რუსეთზე მოდიოდა, ხოლო პირდაპირი ინვესტიციები რუსეთში (FDI) 17 მილიარდ ევროს გაუტოლდა. რუსეთი ევროკავშირითვის აშშ-სა და ჩინეთის მერე, რიგით მესამე ყველზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. ევროპის კავშირის დამოკიდებულება რუსულ გაზზე 25-40% შეადგენს10, ხოლო ნავთობზე, დაახლოებით - 30%-ს. ევროპის ზონის ყველაზე დიდი ეკონომიკა, გერმანია 2020 წლისთვის რუსულ გაზზე 60%-ით იქნება დამოკიდებული, ხოლო 2025 წლისთვის ჩრდილო მილსადენის მეშვეობით, რომელიც ბალტიისპირეთზე გაივლის, მოხმარებული რუსული გაზის რაოდენობის გაზრდას წელიწადში 105 მილიარდ კუბომეტრამდე გეგმავს. როლანდ გოტცი ამგავრი ურთიერთობების უსაფრთხოების ხარსიხზე კითხვებს სვამს და ასკვნის, რომ ის იმაზეა დამოკიდებული, იქნება, თუ არა რუსეთი პოლიტიკურად სანდო პარტნიორი. მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსული გაზის ექსპორტმა გერმანიაში ევროპაში ექსპორტირებული გაზის მეოთხედს მიაღწია, ცხადია, რომ ორივე ქვეყანა ერთმანეთზეა დამოკიდებული, ეს არ არის ცალმხრივი დამოკიდებულება და შესაბამისად არ არსებობს პოტენციური საფრთხე გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის.

ევროპის კომისიის 2007 წლის ანგარიშში მითითებულია - რუსეთს ძლიერი ეკონომიკური ზრდა სჭირდება იმისთვის, რომ 2003 წელს პრეზიდენტ პუტინის მიერ დასახელებულ მიზანს მიაღწიოს - გააორმაგოს მშპ ათ წელიწადში, მოიზიდოს ახალი ტექნოლოგიები, განახორციელოს ეკონომიკის საფუძვლების დივერსიფიკაცია და განავითაროს მაღალი რანგის პროდუქციის, საქონლისა და მომსახურების წარმოების პროცესი. ”ევროკავშირი სასიცოცხლოდაა დაინტერესებული თავისი უდიდესი მეზობლის კეთილდღეობაში. რუსული და ევროპული ბაზრები ფუნდამენტურად არიან დაკავშირებული ერთმანეთთან”.

მართლაც ეკონომიკურ სტრატეგიას დადებითი შედეგები მოაქვს. პირდაპირი საგარეო ინვესტიცია 2005 წლიდან 2006 წლამდე, ორჯერ 14.6 მილიარდი დოლარიდან 30 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ამ ინვესტიციის დიდი ნაწილი წარმოებასა და მომსახურებაში მიდის , რაც ეკონომიკის დივერსიფიკაციის წარმატებულ პროცესზე მიუთითებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამას წინათ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ევროპასა და ამერიკასთან ერთობლივი ეკონომიკური სივრცის შექმნისთვის, თუ ყველა მონაწილე მხარეს თანაბარი უფლებები ექნება. ”ერთიანი ეკონომიკური სივრცე, რომელიც ევროპის კავშირის, რუსეთსა და აშშ-ს მონაწილეობით უნდა ჩამოყალიბდეს, სულაც არ არის ვირტუალური პროექტი, მასზე მუშაობა შესაძლებელია” - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე ევროპის ბიზნესის ასოციაციაში11. ის აგრეთვე ევროკავშირთან რუსეთის თანამშრომლობის ხარიხსაც შეეხო და თქვა: ”მათ სტრატეგიული შეიძლება ვუწოდოთ... ჩვენ პროცესების განვითარებით კმაყოფილნი ვართ” .

მედვედევის ხუთპუნქტიანი დოქტრინის მეორე საკვანძო ფაქტორი, ერთობლივი უსაფრთხოება და ისტორიის ”პატივისცემა”, ხაზს უსვამს რუსეთის სტრატეგიულ ხედვას, რაც პრივილიგირებული გავლენის სფეროებსაც გულისხმობს. ლაპარაკია დსთ-ს ქვეყნებზე, განსაკუთრებით კი უკრაინაზე, თავისი დიდი რუსული პოპულაციითა და საპორტო ქალაქში, სევასტოპოლში ბაზირებული რუსული საზღვაო ფლოტით. იდეა, რომ შავი ზღვა ნატოს ტბად იქცეს, რუსეთს განსაკუთრებულად აშფოთებს, რუსეთი ძალიანაა დამოკიდებული შავ და ბოსფორის ზღვებში თავისუფალი ნავიგაციით, რომლებსაც თურქეთი, ნატოს წევრი ქვეყანა აკონტროლებს.

რეალურად რუსეთის მიერ ვენესუელასთან ჩატარებული სამხედრო მანევრები ზუსტად იმავე ბუნებისაა, რაც ნატოს ექსპანსია რუსეთის ”ახლო საზღვარგარეთში”.

მედვედევის დოქტრინის ხუთ პუნქტს ევროპის კავშირის სტრატეგიულ ხედვასთან სიმეტრიული მიმართება აქვს. პირველი პუნქტი ხაზს უსვამს ”საერთაშორისო სამართლის საბაზისო პრინციპებს”, რაც იმას გულისხმობს, რომ გლობალური პრობლემების გადასაჭრელად მუშაობა გაეროს მეშვეობით უნდა წარიმართოს. ერაყში შეჭრის ცალმხრივ და უკანონო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ფრანკო-გერმანულ რეზისტენეტობას სარვარ კაშმერი ასე ხსნის: ”ევროპელებმა კიდევ ერთხელ შენიშნეს - იმისთვის, რომ ნატო ურთიერთსასარგებლო ალიანსი იყოს, შეერთებულმა შტატებმა დადგენილი წესების მიხედვით უნდა ითამაშოს. ამ წესების თანახმად კი უსაფრთხოების საბჭო მსოფლიო წესრიგის ცენტრია და სუვერენულ ქვეყნის წინააღმდეგ ძალის გამოყენება მის თანხმობას ითხოვს.”12 ასეთი მიდგომა მინიშნებაა იმ კვლევითი ცენტრებისა და სამხედრო პირებისთვის, რომლებიც ”ერთპოლარული მსოფლიოს” პრომოუტირებას ცდილობენ. ევროპის კავშირი და რუსეთი გეოგრაფიული ზონების შიგნით და მათ მიღმა აყალიბებენ ზუსტად იმ კონკრეტულ ერთეულებს, რომლებიც ”დიდ საჭადრაკო დაფაზე” დამოუკიდებელ მოთამაშეებად გვევლინებიან.

ეგონ ბარი აბობს: ”კავშირი, რომელიც არსებობდა ევროპასა და ამერიკას შორის ”ცივი ომის” დროს ვეღარ აღსდგება; ხოლო ევროპის თვითგამორკვევა მხოლოდ ამერიკისგან ემანსიპაციის პროცესის მეშვეობით მიიღწევა” და ”გერმანიამ მთელი თავისი ძალისხმევა იქითკენ უნდა მიმართოს, რომ ევროპა მრავალპოლარულ მსოფლიოში მეხუთე პოლუსად აქციოს”.

როგორც ჩანს, 21-ე საუკუნის ახალი სტრატეგიული რელობის პირობებში კავშირი ამერიკასა და ევროპას შორის სუსტდება. გასაგებია, რომ ამერიკელები ”ევრაზიის სიმაღლეებზე” ლიდერობის დაკარგვით ფრუსტრირებულნი არიან, და ორჯერ უფრო მეტად ფრუსტრირებულნი არიან იმით, რომ ევროპა თავის სტრატეგიული პრიორიტეტების ხელახალი დეფინიციისას, რუსეთის ინტერესებს კი არა გამორიცხვას, პირიქით, ითვალსიწნებს. რუსეთთან სულ უფრო მზარდი სავაჭრო და პოლიტიკური ინტეგრაციის ფონზე, რაც სულაც არ შედის ”ამერიკის ინტერსებში” , შეერთებული შტატები მოწადინებული იქნება ბარაკ ობამას მეშვეობით ევროპელ მოკავშირეებთან ურთიერთობები მოაწესრიგოს. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ვნახოთ, მოხდება, თუ არა ეს.


[1] Hall Gardner, Averting Global War, paragraph from pg 37, 2007
[2] George F. Kennan. “A Fateful Error.” The New York Times, February 5, 1997
[3] Unpublished, quoted in Gardner, pg 37
[4] Vladmir Putin, 43rd Munich Security Conference, 2007
[5] Referring to Europe, quoted in, Brzezinksi, The Grand Chessboard, page 35, Basic Books, 1997
[6] NATO, Kosovo, Afghanistan and Pakistan: What is NATO Doing in Afghanistan? Faheem Hussain, globalresearch
[7] Gardner, pg 38
[8] Sarwar A. Kashmiri, page 44
[9] Hall Gardner, Averting Global War, Palgrave-Macmillan,2007, page 40
[10] მონაცემები დიდადაა დამოკიდებული კალკულაციის მეთოდზე
[11] ლავროვი ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობებს მხარს უჭერს.U.S., Moscow Times, 11 December 2008
[12]სარვარ კაშმირი, ”ამერიკა და ევროპა ერაყისა და 9 სექტემბრის შემდეგ”, 2007, გვ.47

ორიგინალი

No comments: