Sunday, May 18, 2008

რუსეთი და საქართველო მოლაპარაკებებზე ერთმანეთს შეხვდნენ, მაგრამ უთანხმოება გრძელდება

Deutsche_Welle_Logo1

18 დეკემბერი 2008

ზაფხულის ხანმოკლე ომის შემდეგ რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები ნორმალიზაციისკენ არ მიდის. შუამავლები, რომლეთა შორის ევროპის კავშირიცაა, იმედოვნებენ, რომ ორი მხარე უსაფრთხოებისა და დევნილებთან დაკავშირებულ საკითხებზე მოლაპარაკებებს წარმართავენ.

რუსები და ქართველები ჟენევაში, გაეროს ოფისში ზაფხულის ომის შემდეგ დაწყებული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ჩასატარებლად ჩამოვიდნენ. ეს რაუნდი, ისევე როგორც წინა რაუნდები, ლტოლვილებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და რეგიონის უსაფრთხოებას უნდა მიეძღვნას და ორ დღეს უნდა გაგრძელდეს.

შეხვედრას, რომელიც ოთხშაბათს, 17 დეკემბერს დაიწყო აგრეთვე ესწრებიან შეერთებული შტატების, ევროპის კავშირის, გაეროსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენლები და ასევე წარმომადგენლები აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან.

გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც ამ თვის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა განაცხდა, რომ მისი ქვეყანა მოლაპარაკებების განმავლობაში ”ყველაფერს გააკეთებს” და არ არის მზად იმისთვის, რომ ეს პროცესი ”განწირულად” მიიჩნიოს.

”უკეთესი იქნება ვილაპარაკოთ, ვიდრე - არა. ჩვენ რუსეთთან დიალოგისთვის მზად ვართ” - უთხრა მინისტრმა სატელეფონო კონფერენციაზე ჟურნალისტებს.

რუსეთს ადამიანის უფლებათა დარღვევაში ადანაშაულებენ

ვაშაძე მოსკოვისგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას მოითხოვს და ამბობს, რომ: ”ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერაა ოკუპირებული” , მათ შორის ის რაიონებიც, რომლებიც სეპარატისტული რეგიონების საზღვრებს მიღმა მდებარეობს.

მინისტრმა რუსეთი ”ადამიანის უფლებათა მასობრივ და სასტიკ დარღვევებში დაადანაშაულა”, მათ შორი იმაშიც, რომ ხელს უშლის იძულებით გადაადგილებული ქართველების შინ დაბრუნებას და არღვევს საფრანგეთის შუამავლობით დადებული სამშვიდობო შეთანხმების პირობებს.

კვირის ბოლოს, განაცხადა თბილისმა, რუსეთის შეაიარაღებულმა ძალებმა ხელახლა აიღეს სამხრეთ ოსეთის საზღვრებს მიღმა მდებარე სოფელი მას შემდეგ, რაც სულ რამდენიმე საათით ადრე თავისი ჯარები ამ სოფლიდან გაიყვანეს. ეს სამხედრო ოპერაცია დაგმო რეგიონში მომუშავე ევროპის კავშირის სადამკვირვებლო მისიამ.

საქართველოს რუსული ჯარის სრული გაყვანა სურს

თუ რუსეთი არ შეცლის პოზიციას, მის მიერ ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ და დატოვებს ჯარებს საქართველოში, თბილისი არ აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობას მოსკოვთან, რომელიც მისი ყველაზე დიდი მეზობელია, მიანიშნა გრიგოლ ვაშაძემ.

საქართველომ მოსკოვთან ურთიერთობა რუსეთის მიერ ომის შემდეგ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების გამო გაწყვიტა.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მონაწილეთა მიერ შეფასდა, როგორც ”კონსტრუქციული”, რადგან პირველი შეხვედრაზე რუსები და ქართველები ერთსა და იმავე ოთახში უბრალოდ არ შევიდნენ.

რუსეთსა და საქართველოს შორის ხუთდღიანი ომი აგვისტოში სამხრეთ ოსეთის გამო დაიწყო.

ორიგინალი

No comments: