სტეფან ნებეი
18 დეკემბერი 2008
ჟენევა (როიტერი) - რუსეთი და საქართველო შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ ოსეთის რეგიონში, ან მის გარშემო უსაფრთხოების საკითხების გადასაწყვეტად, ინციდენტების აღმოსაფხვრელად და მათი პრევენციისთვის ერთად იმუშავებენ, მაგრამ ზოგიერთი საკითხი გადაუწყვეტელი რჩება, განაცხადეს ოთხშაბათს საერთაშორისო მედიატორებმა.
ორდღიანი მოლაპარაკებების განმავლობაში მხარეებმა ვერ შეძლეს ერთობლივი ტექსტის შემუშავება უსაფრთხოების და დევნილების პრობლემების მოგვარების მექანიზმებზე არასტაბილურ რეგიონში, რომლის გამოც ამ ორ ქვეყანას შორის აგვისტოში ხუთდღიანი ომი მიმდინარეობდა.
მაგრამ ათიდან რვა საკითხზე, რომლებიც უსაფრთხოების ინციდენტების პრევენციისა და გამოძიებისთვის მექანიზმების შემუშავების წინადადებებს ეხებოდა, პოზიტიურად გადაწყდა. ასეთი ინციდენტები რეგიონში თითქმის ყოველდღიურად ხდება, განაცხადეს შუამავლებმა.
”მონაწილეები პრინციპებზე და ხანგრძლივ ვადებზე შეთანხმდნენ: მექანიზმების შემუშავებასა და მათ აღსრულებაზე... ასევე საკითხებზე რომლებიც აუცილებლად უნდა გადაწყდეს”, განაცხადა პრესკონფერენციაზე პიერ მორელმა, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
ძალისხმევა იმ მიმართულებით გაგრძელდება, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის 17-18 თებერვლისთვის განსხვავებათა სპექტრი შეძლებისდაგვარად შემცირდეს, თქვა მან.
ეს იყო მაღალი დონის მოლაპარაკებათა მესამე რაუნდი, რომელიც შვეიცარულ ქალაქში ევროკავშირის, გაეროს და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მიერ ოქტომბრის შემდეგ იმართება.
რუსეთმა საკუთარი არმია მისი პატარა, ყოფილი-საბჭოთა მეზობლის ტერიტორიაზე გაგზავნა, მას შემდეგ რაც საქართველოს ჯარებმა სამხრეთ ოსეთის დაბრუნება სცადეს. ეს რეგიონი საქართველოს 1991-92 წლებში ჩამოშორდა.
აშშ-მაც, რომელიც საქართველოს კავკასიაში მის მოკავშირედ მიიჩნევს, მოლაპარაკებებზე საკუთარი წარმომადგენელი გაგზავნა.
”ჩვენ ახლოს ვიყავით მნიშვნელოვან შეთანხმებასთან დავის დარეგულირებისა და გამოძიების მექანიზმზე. ვწუხვარ, რომ საბოლოოდ ამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ”, განაცხადა დენიელ ფრიდმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში.
ფრიდმა თქვა, რომ საქართველოს ტექსტზე შეთანმხება სურდა, და რომ მას ჰქონდა ”ძლიერი განცდა, რომ რუსებს ასევე სურდათ შეთანხმება და ტექსტის მისაღებად მომზადება სჭიდებოდათ”.
”სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლებს თავის მხრივ არ შეეძლოთ მისი მიღება, რადგან ტექსტი, ორი განსხვავებული საკითხით, რომელიც ათამდე ქვე-საკითხს შეიცავდა... გაიყინა, როგორც დაუსრულებელი და შესაბამისად შეუთანხმებელი დოკუმენტი,” უთხრა აშშ-ს წარმომადგენელმა რეპორტიორებს.
რეგიონი არ არის სტაბილური, ევროკავშირის მონიტორებს კი იქ რეგულარულად შესვლის და მუშაობის საშუალება არ მიეცათ, განაცხადა ფრიდმა, რომელმაც სამხრეთ ოსეთში ბაზირებული სამხედრო ფორმირებები ბევრ დაფიქსირებულ რეიდსა და ინცდიენტების პროვოცირებაში დაადანაშაულა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დისკუსიები ზოგჯერ ”ცხარე კამათში” გადადიოდა, რადგან ”მხარეთა პოლიტიკური პოზიციები ძალიან განსხვავებულია”.
”მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ უსაფრთხოების განმტკიცებისა და უაზრო და სერიოზული ინციდენტების თავიდან ასაცილებლად, რეალური ზომების მიღების აუცილებლობა ყველა მხარეს ესმის”.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ, ცალკე განაცხადა: ” შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციამ და მის მიერ მხარდაჭერილმა ფაქტობრივმა წარმომადგენლებმა ის დაბლოკეს. ეს სამწუხაროა.”
ის სამხრეთ ოსეთელებს და აფხაზებს გულისხმობდა, რომელთა წარმომადგენლები ასევე მონაწილეობენ მოლაპარაკებებში. რუსეთმა ორივე რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment