Sunday, May 18, 2008

ამერიკა-საქართველოს უსაფრთხოების პაქტი იქმნება

radio liberty 
ბრაიან უითმორი
18 დეკემბერი 2008

საქართველოს მოლოდინი ნატოში სწრაფად გაწევრიანებულიყო ამ ეტაპზე გადაიდო, თბილისი ახლა იმედებს სხვა, უკეთეს დოკუმენტზე ამყარებს - უსაფრთხოების ორმხრივი ხელშეკრულება აშშ-სთან.

მომავალი ხელშეკრულების დეტალები ჯერ კიდევ უცნობია, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ მხარეები აშშ-ს ოფიციალური პირების მიერ შემოთავაზებული ”ხელშეკრულების სტრუქტურას” უკვე განიხილავენ.

”მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს,” უთხრა კალანდაძემ რეპორტიორებს თბილისში, 17 დეკემბერს. ”ეს შეთანხმება პირველ რიგში თავდაცვის სამინისტროში იხილება, მაგრამ ასევე საგარეო საქმეთა სამნისტროშიც... ჩვენ ერთად დეტალურად ვაანალიზებთ ამ დოკუმენტის პირობებს და საბოლოოდ შევთანხმდებით”.

ქართველ ჩინოვნიკებს იმედი აქვთ, რომ ორმხრივი ხელშეკრულება არამხოლოდ გაზრდის მათ უსაფრთხოებას, არამედ დასაწყისისთვის ის ნატოსკენ მიმავალ გზაზე ნახტომის ფუნქციას შეასრულებს. მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში აშშ-სა და რუსეთს შორის კონფრონტაციას მნიშვნელოვნად გაზრდის, რადგან ამერიკა პრომოსკოვურ რეგიონებს, სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს კიდევ უფრო მიუახლოვდება, რუსეთი კი აქ საკუთარ სამხედრო და პოლიტიკურ გავლენას საგრძნობლად აძლიერებს.

”პოტენციურად ეს ძალიან მასშტაბური შეთანხმებაა”, ამბობს ლინკოლნ მიტჩელი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და წიგნის ”მერყევი დემოკრატია: აშშ-ს საგარეო პოლიტიკა და საქართველოს ვარდების რევოლუცია” ავტორი, ”მაგრამ კითხვა შემდეგში მდგომარეობს, ამით უბრალოდ ხომ არ ფორმდება ის, რაც დე ფაქტო ისედაც არსებობს? რა ხარისხის პასუხისმგებლობა შეიძლება ამ დოკუმენტს მოყვეს?”

ინფორმაცია მომავალი შეთანხმების შესახებ ამ კვირის დასაწყისში გავრცელდა - თბილისში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის, მეთიუ ბრაიზას ვიზიტის დროს. 16 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ბრაიზამ განაცხადა, რომ ”არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს”, მაგრამ მოგვიანებით მყარად განაგრძობდა იმის მტკიცებას, რომ რაღაც თითქოს მართლაც დამუშავების პროცესში იყო.

”ის რასაც დეტალურად ვიხილავდით, იყო აშშ- საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებით,” თქვა ბრაიზამ. ”თუმცა ჩვენ დღემდე ვმუშაობთ, როგორ ავსახოთ მშვენიერი სიტყვები ”სტრატეგიული პარტნიორობა” ჩვენს რეალურ ქმედებებსა და რეალურ ყოფაში.”

მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებული ჩინოვნიკები აცხადებენ, რომ პაქტი იმ მოდელის მსგავსი იქნება, რომელიც ბალტიის სახელმწიფოებმა 1990- იანების დასაწყისში შეიმუშავეს.

ბალტიის მოდელი


1991 წელს, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა მოსკოვის გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად ნატოს წევრობისკენ მიისწრფვოდნენ. 1998 წლის იანვარში, სამმა რესპუბლიკამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს - ბალტიის ქარტიას.

დოკუმენტი არ შეიცავდა უსაფრთხოების მყარ გარანტიებს, მაგრამ მასში ნათქვამი იყო, რომ აშშ-ს ჰქონდა ”რეალური, ღრმა და მყარი ინტერესი” ბალტიისპირული სახელმწიფოების უსაფრთხოების მიმართ. ვაშინგტონი იღებდა ვალდებულებას ამ სამ ქვეყნას დასავლურ ინსტიტუტებში გაწევრიანებისთვის სამხედრო და სხვა რეფორმების გატარებაში დახმარებოდა.
შეთანხმება ”ბალტიის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის ხელმოწერილი ქარტიის ანალოგიური იქნება,” განაცხადა თემურ იაკობაშვილმა, საქარველოს რეინტეგრაციის მინისტრმა, რადიო თავისუფლების თბილისის ოფისთან ინტერვიუში.

”ეს მხოლოდ უსაფრთხოებას არ შეეხება, ის თავის თავში ორმხრივი ურთიერთობების მთელს სპექტრს გააერთიანებს, - ეკონომიკას, კულტურას, სამოქალაქო საზოგადოებას, დემოკრატიის განვითარებას და ა.შ, და ა.შ. ეს რა თქმა უნდა, ძალიან ფართო დოკუმენტია.”

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარის რექსტინსი აშშ-ბალტიის ქარტიას უწოდებს ”პირველ ყველაზე სერიოზულ და წინ გადადგმულ ნაბიჯს წევრობის გზაზე” ნატოში. ბალტიის ქვეყნები ალიანსს 2004 წელს შეურთდნენ.

”მიუხედავად იმისა, რომ ქარტიაში არაფერი წერია ნატოს წევრობაზე, ან რაიმე ტიპის გარანტიაზე, რომელიც ალიანსში ჩვენს გაწევრიანებას უზრუნველყოფდა, ვფიქრობ ეს იყო პოლიტიკური სიგნალი, რომ ამერიკელები ძალიან სერიოზულად ეკიდებოდნენ ჩვენს უსაფრთხოებას,” ამბობს რექსტინსი.
აპრილში, ალიანსის ბუქარესტის სამიტზე, რუსეთის სასტიკი წინააღმდეგობის გამო, ნატომ საქართველოსთვის და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი - საკვანძო ეტაპი გაწევრიანების გზაზე - მომავლისთვის გადადო. თუმცა ალიანსის წევრებმა, მართლაც დადეს პირობა, რომ ამ ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ორგანიზაციაში აუცილებლად მიღებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, 2-3 დეკემბერს, სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ, რაც რუსეთი და საქართველო სამხრეთ ოსეთის გამო აგვისტოში ერთმანეთს ეომებოდა, დასავლურმა ალიანსმა უკრაინისა და საქართველოსთვის მაპის მინჭებაზე კვლავ უარი განაცხადა. თუმცა მათ ხელახლა გაიმეორეს, რომ ამ ქვეყნებს ალიანსში გაწერვანების მიღწევაში აუცილებლად დაეხმარებიან კომისიების ნატო-უკრაინა და ნატო-საქართველოს საშუალებით.

არანაირი დაჩქარებული ვადები


რექსტინსი ამბობს, რომ მანამდე, ვიდრე ორმხრივი ხელშეკრულება აშშ-სთან საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზას გაუიოლებს, თბილისს ურჩევენ წევრობისკენ მიმავალ გზაზე კავშირის მიერ დამკვიდრებული წესებით იაროს.
”ვფიქრობ, ეს გარკვეულ როლს ითამაშებს,” ამბობს რექსტინსი პოტენციურ ამერიკულ-ქართულ დოკუმენტზე. ”მაგრამ იმავდროულად იმასაც ვფიქრობ, რომ ჩვენ იგნორირება არ უნდა გავუკეთოთ იმ მექანიზმს, რომელიც ნატომ საქართველოსა და უკრაინისთვის შეიმუშავა. კერძოდ კი ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც ალიანსის მინისტრების ბოლო შეხვედრაზე მიიღეს, როგორც ინსტრუმენტი სამხედრო რეფორმებთან და ასევე წევრობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემის მოსაგვარებლად.”

ამერიკის შეერთებული შტატები და ახალი წევრი სახელმწიფოები, როგორებიც არიან პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, და ბალტიის სახელმწიფოები პრინციპულად უჭერდნენ მხარს საქართველოს და უკრაინის წრაფვას ნატოში. გერმანია და საფრანგეთი სერიოზულად შეეწინააღმდეგენ მათ ინიციატივას, იმ მოტივით რომ ეს მოსკოვზე ძალიან უარყოფითად იმოქმედებდა, რადგან ის ამ ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას კვლავ საკუთარი გავლენის სფეროდ აღიქვავს.

თუკი შეთანხმება ოფიციალურია, მაშინ მისი რატიფიცირება აშშ-ს სენატმა უნდა მოახდინოს, რაც საეჭვოა 20 იანვარამდე მოხდეს, ვიდრე არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა უფლებმოსილების განხორციელებას შეუდგება. გარდა ამისა, ისიც გაურკვეველია აქვს თუ ამ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები პრეზიდენტ ბუშის მთავრობას ობამას მომავალ მთვრობასთან და რამდენად მისაღებია ის ამ უკანასკნელისთვის, თუმცა ბუშის თავდაცვის მინისტრს რობერტ გეითს ობამამ თანამდებობაზე დარჩენა შესთავაზა.

თბილისში ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ვიდრე ამ ორმხრივ შეთანხმებას აშშ-სთან სიმბოლური პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება და დაეხმარება საქართველოს ყველაზე აუცილებელი რეფორმების განხორციელებაში, ის ცოტას თუ შეცვლის ქვეყნისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების შექმნის თვალსაზრისით.

”ჩვენ შესაძლოა გავაფართოვოთ სამხედრო თანამშრომლობა, მაგრამ ვფიქრობ ძალიან ადრეა იმის მოლოდინი გაგვიჩნდეს, რომ ამ ფორმით ამერიკა საქართველოს დაცვას დათანხმდება,” ამბობს თორნიკე შარაშენიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საგარეო ურთიერთობათა პროგრამის ხელმძღვანელი.

ორიგინალი

No comments: