როჯერ ადიკარი
17 დეკემბერი 2008
დღევანდელ ეკონომიკურ ქაოსს 1930-იანი წლების დიდ დეპრესიას და პრეზიდენტ ჰერბერტ ჰუვერის მარცხიან პრეზიდენტობას ხშირად ადარებენ.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ჰუვერი კატასტროფული პრეზიდენტი იყო, მას თავისი მემკვიდრისთვის, ფრანკლინ რუზველტისთვის ისეთი არეულობა არ დაუტოვებია, როგორც პრეზიდენტმა ბუშმა დაუტოვა შეერთებული შტატების შემდეგ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას.
ჰუვერის შემდეგ რუზველტს განადგურებული საბანკო სისტემა და დეპრესია დარჩა, ბუში კი ეკონომიკურ კრახთან ერთად თავის მემკვიდრეს ყველა ფრონტზე პრობლემებს დაახვედრებს: საგარეო პოლიტიკაში, განათლების სისტემაში, გარემოს დაცვასა და ჯანდაცვის სისტემაში.
რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, გარდა ორი ომისა, ერაყთან და ავღანეთთან, ბუშმა ცივი ომის შემდეგ პირველად რუსეთთან ურთიერთობა უკიდურესად გაამწვავა. ეს გართულებები ორი ძირითადი მიზეზითაა გამოწვეული: უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერითა და პოლონეთში ანტიბალისტიკური სარაკეტო სისტემების განთავსების სურვილით.
შემდეგ პრეზიდენტს ხისტი გადაწყვეტილებების პირისპირ ტოვებენ - შეცვალოს ბუშის პოლიტიკა ნატოსთან მიმართებაში და ამით, რუსებისადმი რბილი დამოკიდებულების გამო, ქორების კრიტიკა გამოიწვიოს, თუ გააგრძელოს აღებული კურსი და ამერიკულ-რუსული ურთიერთობები კიდევ უფრო დაძაბოს. მეორე გზა აშშ-სთვის სასარგებლო ვერ იქნება, რადგან რუსეთის დახმარება ისეთ საკითხების გადაწყვეტაში, როგორიცაა გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლა და ბირთვული იარაღის აკრძალვა უკონტროლო რეჟიმებისათვის, ამერიკისთვის ჯერ კიდევ სასიცოცხლოდ აუცილებელია.
რუსეთის ფაქტორის გათვალისწინების გარეშეც, ნატო სამომავლოდ ახალ ხედვას მოითხოვს. ნატო ვარშავის პაქტის გასანეიტრალებლად შეიქმნა, რომელიც უკვე აღარ არსებობს, რადგან საბჭოთა კავშირი დაიშალა. როდესაც ნატოს როლი იმაში მდგომარეობდა, რომ საბჭოთა კავშირი ეკონტროლებინა, საკამათო არაფერი იყო, მგრმ ახლა, როდესაც უსახური მტერი მთელს მსოფლიოშია განბნეული ალიანსის მიმართებაში კითხვების დასმა, სავსებით რელევენტურია.
ახლო აღმოსავლეთში, ერაყთან ერთად ომაბა მემკვიდრეობით უფრო ძლიერ ირანსაც მიიღებს, რომელსაც ბირთვული იარაღისა და რეგიონში, მათ შორის ერაყშიც უფრო მეტი გავლენის მოპოვება უნდა. ბუშის ადმინისტრაციამ ვადა ისე დაასრულა, რომ ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტში მშვიდობის დამყარების პერსპექტივაც კი არ დატოვა, ხოლო ლიბანში სირიელებისა და ჰეზბოლას გავლენა გაძლიერდა. მიუხედავად იმისა, რომ ბუშის თქმით, მან ამერიკის გავლენის სფერო ახლო აღმოსავლეთში გაზარდა, რეალურად ობამას რეგიონში ამერიკის გავლენა შესუსტებული დახვდება.
მომავალ პრეზიდენტს სამხრეთ ამერიკაში მემარცხენეობისკენ მიდრეკილი მთავრობები ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ ობამას შეეძლება ზოგიერთ ამ ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება, ვენესუელასა და ბოლივიასთან ვითარების გამოსწორება, გაჭირდება.
ქვეყნის შიგნით, მიუხედავად განათლების სისტემის ნაქები რეფორმებისა და თვალში საცემი ლოზუნგებით ოპერირებისა: ”არ დავტოვოთ არც ერთი ბავშვი უყურადღებოდ” , ბუშმა საგანმანათლებლო სტანდარტები თავისი პრეზიდენტობის ვადაში დაბლა დასწია. სლოგანებმა რესურსების გარეშე და სერიზული ვალდებულებების დეფიციტმა გამოიწვია ის, რომ ამერიკის საგანმანათლებლო სისტემაზე კეთილმყოფელი გავლენა ვერ განხორციელდა. თუ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ ისურვებენ გლობალურ ძალაუფლებას, ობამამ უნდა შეძლოს უმაღლესი სკოლების განთესვის 30%-იანი მაჩვენებლის დაბლა დაწევა და მომავალი თაობა უკეთესი საგანმანათლებლო სისტემით უნდა უზრუნვლეყოს, რათა მათ შეძლონ გლობალურ ბაზარზე კონკურირება.
გარემოს დაცვის საკითხებს ბუშის ადმინისტრაცია ისე ეკიდებოდა, როგორც შემაწუხებელ რელობას. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კლინტონის ადმინისტრაციის გარემოსდაცვითი აქტივობები უკუსვლით წაეყვნათ, მაგალითად არაფერი გაკეთდა კიოტოს პროტოკოლის მხარდასაჭერად. დამატებით, ბუშის ადმინისტრაციამ ხელი შეუშალა სხვა სახელმწიფოებს ნახშირბადის ემისიის ზღვრის დაწესებაში და ათასობით აკრი ხელუხლებელი მიწის გამდიდრებისა და შესწავლის პროცესი შეაფერხა.
ბუშის პრეზიდენტობისას 2 მილიონ ამერიკელზე მეტი დაზღვევის გარეშე მყოფთა რიგებს მიუერთდა, ასეთების რაოდენობამ 49 მილიონს მიაღწია. ჯანდაცვის ხარჯები ბუშის დროს წელიწადში 9 პროცენტით იზრდებოდა, რამაც კერძო პირებსა და საწარმოებს დაზღვევის თანხის გადახდა გაურთულა.
და ბოლოს, ბუშმა ობამას 1 ტრილიონი დოლარი საბიუჯეტო დეფიციტი, (რაც მის წინამორბედებთან შედარებით ორჯერ მეტია), შემცირებული შემოსავალი და დანგრეული ბიზნესები დაუტოვა. მისი მემკვიდრეობაა უნუშევრობის უზარმაზარი მაჩვენებელიც, უფულო სახელმწიფო და ლოკალური მთავრობები.
20 იანვარს ბუში ობამას ხელიდან ხელში გადაულოცავს ქვეყანაში ოდესმე არსებულ არეულობათაგან უდიდესს, ისე, რომ გამოსავლის მოძიების ინსტრუმენტებსაც თითქმის არ შესთავაზებს.
No comments:
Post a Comment