Saturday, May 17, 2008

აშშ-მ შეცვალა გადაწყვეტილება სუკთან დაკავშირებულ აქტივისტთან შეხვედრის თაობაზე

ap_logo

მეტ სიგელი, დესმონდ ბატლერი
17 დეკემბერი 2008

ვაშინგტონი (AP) - მიუხედავად იმისა, რომ, როგორც გაირკვა,საქართველოს პრორუსული სეპარატისტული რეგიონის აქტივისტი რეგულარულად ესაუბრებოდა სუკის აგენტს, სახელმწიფო დეპარტამენტი მასთან შეხვედრას მაინც გეგმავს.

განცხადება, რომელიც სამშაბათს გაკეთდა, შეცვლილია. მანამდე დეპარტამენტმა გააუქმა გასულ კვირას დაგეგმილი შეხვერდა აქტივისთან სამხრეთ ოსეთიდან, ლირა ცხოვრებოვასთან, რომელიც შეერთებულ შტატებში იმისთვის ჩამოვიდა, რომ   გასულ აგვისტოს, სეპარატისრულ რეგიონში მიმდინარე ომზე ამერიკის ყურადღება მიიქციოს. ის აშშ-ს მოუწოდებს დააწესოს პირობები უცხოურ დახმარებებზე საქართველოსთვის, რომელიც აშშ-ს მოკავშირე ქვეყანაა.

მის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა  იმიტომაც მიეცა, რომ საქართველო და რუსეთი ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ საერთაშორისო საზოგადოებრიობაზე იმასთან დაკავშირებით, თუ ვის უნდა დაედოს ბრალი ომზე, რომლის დროსაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

სახელწმიფო დეპარტამენტის სპიკერმა დაადასტურა, რომ შეხვედრა ცხოვრებოვასთან და მის ჯგუფთან შედგება. მაგრამ მას არ დაუზუსტებია, როდის შედგება ეს შეხვედრა და ოფიციალურ პირთაგან ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას . გასულ კვირას სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ ცხოვრებოვასა და მის სამსახურს შორის დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა, რადგან ეჭვი შეიტანა ცხოვრებოვას დამოუკიდებლობაში.

ცხოვრებოვამ აღიარა ასოშეითედ პრესთან, რომ ხშირად ელაპარაკებოდა ვასილი გულიევს, რომელსაც ქართველები სამხრეთ ოსეთის კონტდაზვერვის სააგენტოს დირექტორის მოადგილედ ასახელებენ. ეს სააგენტო დღემდე საბჭოთა დროის აკრონიმით - ”კაგებეთია” ცნობილი. საქართველოს დაზვერვამ AP-ს ფარულად ჩაწერილი სატელეფონო საუბრები გადასცა, სადაც ცხოვრებოვა, როგორც ჩანს, გულიევთან მივლინებებზე, ფინანსებზე მსჯელობს და აწვდის მას ინფორმაციას.

ცხოვრებოვა უარყოფს სუკთან თანამშრომლობის ფაქტს. ის ამტკიცებს, რომ გულიევთან, ოჯახის მეგობართან სრულიად უდანაშაულო კონტაქტები ჰქონდა და რომ ჩანაწერებში სწორედ ესაა ასახული.ლირა ცხოვრებოვა, რომლის ორგანიზაციას ”სამხრეთ ოსეთის ქალები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” ეწოდება, ამტკიცებს, რომ ის ნებისმიერი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მოქმედებდა.

საქართველოს ხელისუფლება ცხოვრებოვას ჯაშუშს უწოდებს, და ადანაშაულებს იმაში, რომ სუკს, საბოლოოდ კი, რუსულ სადაზავერვო სამსახურს, FSB-ს აწვდიდა ინფორმაციას დასავლურ ორგანიზაციებთან, მათ შორის ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან შეხვედრების შესახებ.

სატელეფონო საუბრისას თბილისიდან, მეთიუ ბრიაზამ სამშაბათს განაცხადა, რომ თავდაპირველად ის წინააღმდეგი იყო ცხოვრებოვასთან შეხვედრისა, მაგრამ აქვე დამატებით აღნიშნა: ”ჩვენ არავის მოკვეთას არ ვაპირებთ”.

”მე ექსკლუზიურ კონტაქტებს ვგულისხმობდი, რაც რამდენადმე განსაკუთრებულ სტატუსს მოითხოვს” - განაცხადა ბრაიზამ, საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ საკაშვილთან შეხვედრის შემდეგ. ”ჩემი შეშფოთება იმასთან იყო დაკავშირებული, რომ ჩვენ არ გვინდა ექსკლუზიური ხასიათი მიეცეს კონტაქტებს იმათთან, ვინც არ მოქმედებს, როგორც არასამთავრობო სექტორის ტიპური წარმომადგენელი”.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, შოთა უტიაშვილმა კი სამშაბთს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ”თუ სახელწმიფო დეპარტამენტს სურს შეხვედრა FSB ჯაშუშებთან, ეს მისი უფლებაა”.

მარკ სეილორმა, ცხოვრებოვას საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა სამშაბათს განაცხადა, რომ თავდაპირველად შეხვედრა მთელს დელეგაციასთან დაიგეგმა”.

”მე უბრალოდ მაინტერესებს, რა შეიცვალა” - ამბობს ცხოვრებოვა.

ცხოვრებოვა და მისი დელეგაცია ცდილობენ ვაშინგტონის ყურადღება მიიქციონ,  იმაზე, თუ რა სასტიკად მოქმედებდა ქართული ჯარი მშვიდობიან მოსახლეობასთან მიმართებაში, სეპარატისტული რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთთან ომის დროს. ცხოვრებოვა შეხვდა კონგრესის საერთაშორისო დახმარებათა სამსახურს, მათ შორის სენატორ პატრიკ ლეის, სამსახურის თავმჯდომარეს. აშშ-ს მთავრობამ, თავის მხრივ საკუთარ თავზე აიღო სამეცნიორო ღონისძიების ხარჯები, რომლის მიზანია კონფლიქტის გადაწყვეტის ხელშეწყობა და რომელზეც დასწრებას ცხოვრებოვა თავისი დელეგაციის წევრებთან  და საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად გეგმავს.

ის ამბობს, რომ მისი მოგზაურობა ვაშინგტონში წარმატებული იყო და მას ამერიკაზე საბჭოთა სტერეოტიპის დაძლევაში დაეხმარა.

”ახლა მე შინ გულით ახალი ამერიკა მიმაქვს” - ამბობს ცხოვრებოვა.

ორიგინალი

No comments: