16 დეკემბერი 2008
შედარებით მშვიდობიანი 2007 წლის შემდეგ 2008-ში მსოფლიო კვლავ ნაკლებად უსაფრთხო გახდა. ჰეიდელბერგის კონფლიქტების გამოძიების საერთაშორისო ინსტიტუტმა ორშაბათს კონფლიქტების ბარომეტრი გამოაქვეყნა.
გაიზარდა არამხოლოდ ომების რაოდენობა, არამედ ბომბეის დაბომბვამ ომის საფრთხე ორ ბირთვულ სახელმწიფოს პაკისტანსა და ინდოეთს შორის გაზარდა, რაც ამ წლის ყველაზე ”აქტუალური და სახიფათო კონფლიქტი” გახდებოდა.
ნეგატივი თავს იჩენს ევროპაშიც: ომი რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის ყველაზე ნახტომისებრ ცვლილებაზე მიუთითებს - არაძალადობრივი კონფლიქტიდან - ომამდე. 2008 წელს გაჩაღებული ომი ჩადში, ერაყის, პაკისტანის, თურქეთის და მის ქურთულ დასახლებებს შორის დაპირისპირება, გაცილებით მაღალი აგრესიის ფონზე მიმდინარეობდა. იმავე ხარისხით ვითარდება ომები ავღანეთში, შრი-ლანკაში, სომალსა და სუდანში. ეს უკანასკნელი განსაკუთრებული სისასტიკით მიმდინარეობს და უკვე მეხუთე წელია რაც გრძელდება.
საერთო ჯამში მშვიდობიანი და ძალადობრივი კონფლიქტების რიცხვი 345-მდე გაიზარდა - 1945 წლის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც ნაწილობრივ დღევანდელმა საინფორმაციო შესაძლებლობებმაც განსაზღვრა. მათ შორის კონფლიქტების ორი მესამედი შიდა კონფლიქტებზე მოდის. გაიზარდა ასევე ”მაღალი ძალადობის კონფლიქტები” 7 დან 39-ის ფარგლებში. ეს ბოლო ათი წლის განმავლობაში უმაღლესი მაჩვენებელია. იმავდროულად, კონფლიქტები კონცენტრირებულია კრიზისულ სარტყელზე, რომელიც იწყება თურქეთში და სრულდება ინდოეთში.
თუმცა არსებობს კარგი ცნობებიც: ანგოლაში ათობით წლის განმავლობაში მიმდინარე სისხლიანი კონფლიქტი დასრულდა. 16 წლის შემდეგ პირველად იქ უკვე არჩევნებიც ჩატარდა, რომლის შედეგებიც დამარცხებულმა ოპოზიციამ აღიარა. კონფლიქტები დასრულდა ასევე მაკედონიასა და კოსოვოში.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment