მიხეილ სააკაშვილი
16 დეკემბერი 2008
ყველა ეჭვი იმის თაობაზე, თუ რატომ შემოიჭრა რუსეთი საქართველოში, გაქარწყლდა. საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაკანონიერი აღიარებით, დიმიტრი მედვედევმა ნათლად განაცხადა, რომ მოსკოვის მიზანია ევროპის რუქა შეცვალოს, წერს მიხეილ სააკაშვილი.
მოსკოვი საკუთარ ინტერვენციას იმპერიის აღდგენისთვის, ევროპის ენერგო რესურსებზე მნიშვნელოვანი კონტროლის მოპოვებისთვის და მათ დასასჯელად იყენებს, ვინც თვლიდა, რომ მის საზღვრებთან დემოკრატიის აყვავება შესაძლებელი იყო.
მოსკოვი ამბობს, რომ საქართველოში ის სამხრეთ ოსეთში საკუთარი მოქალაქეების დასაცავად შევიდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ის ცინიკურად ამზადებდა ნიადაგს ამ პრეტენზიისთვის, უკანონოდ ავრცელებდა რა საკუთარ პასპორტებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, და ფიქტიურად "ქმნიდა" მის მიერ დასაცავ რუსეთის მოქალაქეებს. ცინიზმი, რომელიც რუსეთის კავშირს ახსნიდა ეთნიკური უმცირესობების დაცვის საქმესთან, შეიძლება ერთი სიტყვით გამოიხატოს: ჩეჩნეთი.
ეს ცინიზმი სიყალბესა და კრიმინალში გადაიზარდა. რუსეთის საქართველოში ინტერვენციის დღიდან, მისი არმია ქართული სოფლებში "ეთნიკურ წმენდებს" ატარებს – მათ შორის კონფლიქტური ზონების გარეთ – წვავს სახლებს, მიმართავს მოსახლეობის გაუპატიურებებსა და ეგზეკუციას.
რუსეთის კამპანია, შეცვალოს ევროპის რუქა, დეზინფორმაციის გავრცელებას ეფუძნება. ბატონი მედვედევი ამტკიცებს, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა. მართლაც, ჩვენი ჯარები კონფლიქტის ზონაში შევიდნენ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთის ტანკებმა ჩვენი ქვეყნის საზღვარი გადმოლახეს და როკის გვირაბის გავლით სამხრეთ ოსეთში, საქართველოში შემოიჭრნენ. ბატონი მედვედევი ასევე ამტკიცებს, რომ რუსეთს ჩვენს ტერიტორიასთან დაკავშირებით არანაირი გეგმები არ გააჩნდა. მაშინ, რატომ ბომბავდა და იპყრობდა ის ჩვენს ქალაქებს, როგორიცაა გორი?
რუსეთის ინტერვენციის სცენარში შემდეგი ნაბიჯი რეჟიმის შეცვლაა. თუკი რუსეთი საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის განდევნას შეძლებს, ის შეაშინებს სხვა ევროპულ მთავრობებს.
ბატონი მედვედევი ახლა მუქარანარევ განცხადებებს უკრაინისა და მოლდოვას მისამართით აკეთებს და რუსული პასპორტების დარიგებით საქართველოში გამოყენებულ სტრატეგიას ყირიმში ანხორციელებს. გზავნილი მკაფიოა. რუსეთი გააკეთებს იმას, რაც მოესურვება.
მე მჯერა, რომ ყველაზე ძლიერი პასუხი რუსეთისთვის დასავლეთის მხრიდან ამ უკანასკნელის ერთიანობა და მყარი, სწრაფი მატერიალური და პოლიტიკური მხარდაჭერის გაღებაა. თუკი მოსკოვი ჩვენი მთავრობის დამხობას ცდილობს, იყენებს რა მომაკვდინებელ ინსტრუმენტებს, მოდით დემოკრატიული ინსტრუმენტებით დავუპირისპირდეთ, რომლებმაც ევროატლანტიკური მშვიდობის 60 წელი უზრუნველყო. საქართველოს მხარდაჭერა ევროპის პოლიტიკური და ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან ყველაზე ძლევამოსილი პასუხი იქნება.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment