16 დეკემბერი 2008
ვაშინგტონი (AFP) - სახელმწიფო დეპარტამენტმა სამშაბათს განაცხადა, რომ მას უნდა შეხვედრა აქტივისტთან საქართველოს სეპარატისტული რეგიონიდან, სამხრეთ ოსეთიდან, რომელიც ვაშინგტონს იმისთვის, ეწვია, რომ აშშ-ს საქართველოსადმი დახმარების პოლიტიკაზე კითხვები დაუსვას.
დეპარტამენტის წარმომადგენლები ისურვებდნენ შეხვედრას ასოციაციასთან ”სამხრეთ ოსეთის ქალები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის” მათი ხელმძღვანელის ლირა ცხოვრებოვას ჩათვლით, განაცხადა დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ რობერ ვუდმა.
”ჩვენ გვინდა შევხდეთ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ფართო სპექტრს იმისთვის, რომ შევიქმნათ ზუსტი შთაბეჭდილება იმის თაობაზე, თუ როგორია ადამიანის უფლებათა დაცვისა და ზოგადად მდგომარეობა ადგილზე”.
მას შეხვედრის თარიღი არ დაუსახელებია.
სახელმწიფო დეპარტამენის წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით, ადრე განაცხდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ კვირას ლირა ცხოვრებოვას ინიციატივით შეხვედრა გააუქმა. მათ მიაჩნიათ, რომ შეხვედრები კარგი შედეგის მომტანი იქნებოდა.
უფლებადაცვითმა ჯგუფმა განაცხადა, რომ ჰქონდა შეხვედრები კონგრესში და აშშ-ს სხვა პოლიტიკოსებთან გასულ კვირას. სენატორ პატრიკ ლეის თანამშრომლები შეხვდნენ ჯგუფის წევრებს, უთხრა AFP-ს სპიკერმა, დევიდ კარლმა ისე, რომ დეტალები არ დაუზუსტებია.
ცხოვრებოვამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ის და მისი კოლეგები წარმოადგენენ მტკიცებულებებს, რომელთა მეშვეობითაც გამოჩნდება - სწორედ ქართუმა შეიარღებულმა ძალებმა მიიტანეს შეტევა 7 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დედაქალაქზე, ცხინვალზე, დაჭრეს და მოკლეს უდანაშაულო ადამიანები.
გასულ თვეში ნიუ-იორკ თაიმსში დამოუკიდებელმა მეთვალყურეებმა განაცხადეს- ქართველთა განცხადებები იმის თაობაზე, რომ აგვისტოს ომი რუსეთთან რუსებისა და სეპარატისტების შეტევისგან თავდაცვას ისახავდა მიზნად, ეჭვს იწვევს.
ნიუ-იორკ თაიმსმა განაცხადა, რომ გამოუცდელმა ქართულმა ჯარმა 7 აგვისტოს განურჩევლად გაუხსნა ცეცხლი ცხინვალს .
ცხოვრებოვა მიესალმა მონაცემებს, რომლებმაც ეჭვი შეიტანა საქართველოს ოფიციალურ პირთა ვერსიაში, მაგრამ წუხდა იმის თაობაზე, რომ ეს მონაცემები არ გამოჩნდა მანამდე, სანამ შეერთებული შტატები და სხვა დონორები საქართველოს დახმარების სახით 4.5 მილიარდს არ გამოუყოფდა.
აქტივისტა AFP-ს გასულ კვირას განუცხადა, რომ საქართველომ მიიღო უზარმაზარი დახმარება იმ დროს, როდესაც ომით დაზარალებულმა სამხრეთ ოსეთმა საერთაშორისო დახმარების სახით მხოლოდ ”ერთი პეშვი ლობიო და რამდენიმე შეკვრა შაქარი მიიღო”.
”ამ ფულს საჭიროებათა შეფასების გარეშე უგზავნიან” - ამბობს ცხოვრებოვა
”არავის დაუთქვამს იმის პირობა, რომ ფული არ მოხმარდება მილიტარიზაციას”.
მან მოუწოდა აშშ-ს კანონმდებლებს დააწესონ პირობები იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დახმარება კონფლიქტის ”რემილიტარიზაციისათვი” არ გამოიყენოს.
მისი შეხვედრები ორაგანიზებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის ლოს-ანჟელესური კომპანიის, სეილორის მიერ.
No comments:
Post a Comment