Friday, May 16, 2008

წამყვანი რუსი გენერალი ამბობს, რომ ბრძოლისუნარიანი არმიის მხოლოდ 17%-ია

national_post
დიმიტრი სოლოვიოვი
16 დეკემბერი 2008

მოსკოვი (როიტერი) - რუსეთის ომმა საქართველოსთან გამოავლინა, რომ მისი წამყვანი სამხედროების უმრავლესობა არც ეკიპირებული და არც გაწვრთნილია იმისთვის, რომ თანამედროვე ომი აწარმოოს, განაცხადა სამშაბათს წამყვანმა რუსმა სამხედრომ.

რუსეთმა მარტივად დაამარცხა მისი ”დასავლეთისკენ გადახრილი” მეზობელი და აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ ერთი ამოსუნთქვით დაიკავა მოწინააღმდეგის ტერიტორიის დიდი ნაწილი, მას შემდეგ რაც თბილისი მისი აჯანყებული, პრომოსკოვური რეგიონის სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას ძალით შეეცადა.

მაგრამ კონფლიქტმა ნათლად აჩვენა, რომ მოსკოვის საბჭოთა ეპოქის სამხედრო მანქანას ბევრი ნაკლი აქვს: ძველი აღჭურვილობა, უვარგისი საკომუნიკაციო სისტემა და ასე შემდეგ, განაცხადა ნიკოლაი მაკაროვმა, გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა.

”პოლკოვნიკი, ვიცეპოლკოვნიკი ან ადამიანი, რომელიც შეძლებდა არმიის სწორად მართვას მთელ არმიის მასშტაბით უნდა გეძებნათ, რადგან ის ხელმძღვანელები, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ ”პოლკებსა და ქვედანაყოფებზე” მთელ რიგ ამოცანებს მარტო ვერ უმკლავდებოდნენ”, განაცხადა მაკაროვმა, როგორც ამას რუსული სააგენტოები იუწყებიან.

”როდესაც მათ პერსონალი და აღჭურვილობა გადასცეს, ისე დაიბნენ, რომ ზოგიერთმა ამოცანების შესრულებაზე უარიც კი განაცხადა”, თქვა მაკაროვმა რუსეთის სამხედრო მეცნიერებათა აკადემიაში.

”შესაბამისად, მიჩნდება კითხვა: გვჭირდება კი საერთოდ ასეთი ოფიცრები?”

უცხოელ ანალიტიკოსებს და ოპონენტებს ქვეყნის შიგნით ეჭვი ეპარებათ, რომ რუსეთი საქართველოზე ძლიერ არმიას მოერევა, იმ დროს როდესაც თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო რეფორმის გეგმა წარადგინა, რომლის მიზანია უფრო მცირე, მაგრამ უკეთ ეკიპირებული და მობილური არმიის შექმნა.

რუსეთის არმიამ დიდ წილად მემკვიდრეობით საბჭოთა ეპოქის შეიარაღებული ძალების სტრუქტურა მიიღო, რომელშიც ბევრ დანაყოფს ძირითადად ან გამორჩეულად ოფიცრები ხელმძღვანელობენ, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში ქაღალდებთან, ანუ დოკუმენტებთან დაკავშირებულ საქმეებზე მუშაობენ. ისინი მობილიზებისთვის მზად მხოლოდ რეზერვისტებთან ერთად არიან, ისიც, თუკი ფართომასშტაბიანი ომი დაიწყება.

”ქაღალდის დანაყოფები”, ამბიციური მიზნები


მაკაროვმა თქვა, რომ დღვანდელი რუსული არმია ნუმერაციის მიხედვით წარმოდგენილი არ ყოფილა, მხოლოდ 17 პროცენტია საბრძოლო მზადყოფნაში”.

”ჩვენს საჰაერო ძლებში 150 პოლკიდან მუდმივად ბრძოლისუნარიანი და საკუთარი მიზნების ადექვატური მხოლოდ ხუთია, ისიც შეზღუდული შესაძლებლობებით - 36 თვითმფრინავიდან შესაძლებელი მხოლოდ 24-ის მართვაა”, თქვა მან.

ასეთივე მძიმე სურათია ფლოტშიც, სადაც ”გემების ერთი ნაწილი უბრალოდ გაჩერებულია”.

თავდაცვის სამინისტროს მიზანია რუსული არმიის შემადგენლობის შემცირება დღევანდელი 1.3 მილიონიდან, 2012 წლისთვის - ერთ მილიონამდე. მაკაროვმა განაცხადა, რომ დაახლოებით 100 000 ოფიცრამდე ”უახლოეს ხანში” დემობილიზებული იქნება.

მან თქვა, რომ რუსეთი ყველანაირად შეეცდება მისი შეაირაღების 30%-ი 2012 წლისთვის, ხოლო 70% - 2020 წლისთვის განაახლოს.
მაგრამ ვიდრე რუსეთის არმია ცუდ მდგომარეობაშია, მოსკოვი დიდ წილად მისი სტრატეგიული ბირთვული შესაძლებლობების უზარმაზარ არსენალს დაეყრდნობა.

”ჩვენ დღესაც და მომავალშიც ჩვენს ბირთვულ შესაძლებლობებს პრიორიტეტად მივიჩნევთ”, თქვა მაკაროვმა. ”ამ ფარის ქვეშ, ჩვენ გარანტია გვაქვს, რომ შევძლებთ ჩვენი შიარაღებული ძალების რეფორმირებას”.

ორიგინალი

No comments: