ჯასთინ გარდნერი
27 ნოემბერი 2008
გაითვალისწინეთ, რომ ამას საქართველოს მთავრობის ოპონენტი ამბობს, მაგრამ იგი საქმეში ჩახედული პირია, მან საკუთარ მთავრობას, სიტუაციის შეფასებაშიც გაუსწრო.
BBC:
ეროსი კიწმარიშვილი, ყოფილი ელჩი რუსეთში, მოწმის სახით საპარლამენტო კომისიის მოსმენაზე დაიკითხა. ეს კომისია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში ომის მიზეზებს სწავლობს.
ერთმა კანონმდებელმა ბატონ კიწმარიშვილს თავისი კალამი ესროლა. ის გააკავეს, რადგან კიწმარიშვილისკენ გაიწია.
"რუსეთი ამ ომისთვის მზად იყო, მაგრამ სამხედრო მოქმედებები პირველმა საქართველოს ხელმძღვანელობამ დაიწყო", უთხრა ბატონმა კიწმარიშვილმა სამშაბთს კომისიას.
მან თქვა, რომ ეს ინფორმაცია მას "მაღალი რანგის ქართველი ჩინოივნიკებისგან აქვს". თუმცა მან ისიც განაცხადა, რომ სჯერა – საქართველო ამ ომში რუსეთის პროვოკაციის მსხვერპლი იყო.
ანუ არის ადამიანი ვინც ფიქრობს, რომ საქართველო კონფლიქტში ჩაითრიეს, მაგრამ პირველმა სამხედრო მოქმედებები სწორედ მან დაიწყო. ეს არის ის, რასაც ბევრი ჩვენგანი საპრეზიდენტო კამპანიის მსვლელობისას ამბობდა, მათ შორის ობამაც, მაგრამ მაშინ ჩვენ "ქორებმა" რუსული აგრესიის მიმართ ლოიალურობაში დაგვადანაშაულეს.
რა შეიცვალა ამ რამდენიმე თვის განმავლობაში...
რა თქმა უნდა, ერთი ადამიანის მოსაზრება სიმართლის საზომი ვერ გახდება, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს მასშტაბური მოვლენა დაიწყო, რეგიონის ირგვლივ სრული სიჩუმეა, ამდენად არ შეიძლება არ იფიქრო, რომ კიწმარიშვილის სიტყვებში გარკვეული სიმართლეა. ბოლოს და ბოლოს, მტერი რომ საქართველოს გულწრფელად პროვოკაციის გარეშე თავს დასხმოდა, მთელი მსოფლიო მის გარშემო გაერთიანდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? რატომ არის რომ ამაზე მეც კი ვლაპარაკობ?
იმიტომ რომ აშშ ცდილობს საქართველოს და უკრაინის ნატოში შეყვანას მანამ, ვიდრე შემდეგი ადმინისტრაცია თეთრ სახლში შევა...
აშშ-მ მოულოდნელად ევროპაში დიპლომატიური ინიციტივა წამოიწყო და ნატოს მოკავშირეებს არწმუნებს - საქართველოს და უკრაინას ალიანსის წევრობა გრძელი პროცედურის გვერდის ავლით და მოთხოვნების შეუსრულებლად შესთავაზონ, განაცხადეს ნატოს დიპლომატებმა.
სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს ვრცელი სატელეფონო საუბრები ჰქონდა ფრანგ, გერმანელ და სხვა მაღალჩინოსან წარმომადგენლებთან, რომლებსაც თხოვნით მიმართა, დათანხმდნენ, რომ საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით ნატოს წევრებმა ფორმალური პროცესის შეუსრულებლობაზე თანხმობა განაცხადონ.
წინადადებას წინ სერიოზული დაბრკოლებები ეღობება. ნატოს ბუქარესტის სამიტზე აპრილში, აშშ-მ ვერ დაარწმუნა ალიანსი საქართველოსთვის და უკრაინისთვის ჩვეულებრივი პროცესის გავლით წევრობის სამოქმედო გეგმა შეეთავაზებინა. მაშინ, ნატოს წევრები, სამოქმედო გეგმის შეთავაზების გარეშე, დათანხმდნენ, რომ ერთ დღეს ეს ქვეყნები ალიანსის წევრები გახდებიან.
მთავარი კითხვა: რატომ აკეთებს ამას დღევანდელი ადმინისტრაცია? ასეთი დაგვიანებული ქმედებები მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მომავალი ადმინისტრაციისთვის დიპლომატიური პრობლემების შექმნას ცდილობენ.
და უფრო მეტის გაკეთებასაც აპირებენ...
No comments:
Post a Comment