26 ნოემბერი 2008
ყოფილმა ელჩის განცხადებებმა იმის თაობაზე, რომ ომი მისმა ქვეყანამ და არა რუსეთმა დაიწყო, საქართველოში მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
ეროსი კიწმარიშვილმა, ყოფილმა ელჩმა რუსეთში საპარლამენტო კომისიას სეპარატისტული რეგიონში ომთან დაკავშირებით ჩვენება მისცა.
ერთ-ერთმა პარლამენტარმა მას კალმისტარი ესროლა, შემდეგ კი, როდესაც კიწმარიშვილისკენ გაიწია, ის გააკავეს.
საქართველო განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ მისი თავდასხმა რუსეთის აგრესიის საპასუხო იყო.
”რუსეთი მზად იყო ამ ომისთვის, მაგრამ სამხედრო ოპერაცია საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო”, უთხრა კომისიას სამშაბათს კიწმარიშვილმა.
მან განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ”მაღალი რანგის თანამდებობის პირებისგან” შეიტყო. მან ისიც თქვა, რომ მისი რწმენით, რუსეთმა საქართველოს პროვოცირება მოახერხა.
ეროსი კიწმარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის ოპონენტი მას შემდეგ გახდა, რაც მოსკოვში ელჩის თანამდებობიდან გამოიწვიეს, ამბობს ტომ ესელმონტი, BBC-ის კორესპონდენტი.
სამშაბათს, ყოფილმა ელჩმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილი ჯერ კიდევ მარტში ლაპარაკობდა მეორე მეამბოხე რეგიონზე, აფხაზეთზე კონტროლის აღდგენის მიზნით ძალის გამოყენებაზე.
კიწმარიშვილის თქმით, სააკაშვილი საქართველოს დედაქალაქის გადატანას აგვისტოში, სოხუმში, აფხაზეთის დედაქალაქში გეგმავდა.
მრავალპარტიული კომისიის და მთავრობის რამდენიმე წევრმა კიწმარიშვილის განცხადებებს ”სამარცხვინო” და ”უპასუხისმგებლო” უწოდა.
საქართველო რუსეთს იმაში სდებს ბრალს, რომ რეგიონის დედაქალაზე, ცხინვალზე ქართველთა შეტევამდე რამდენიმე საათით ადრე, სამხრეთ ოსეთში ტანკები და ჯარი შემოიყვანა.
მოსკოვი აცხადებს, რომ ის მხოლოდ მას შემდეგ ჩაერია პროცესში, რაც მეამბოხე რეგიონის დაბომბვა დაიწყო.
რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ქართული ჯარი ხუთდღიან ომის მსვლელობისას სამხრეთ ოსეთიდან გამოაძევეს.
მოსკოვი დღემდე ინარჩუნებს ათასობით ჯარისკაცს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
No comments:
Post a Comment