ულფ მაიდერი, DPA
26 ნოემბერი 2008
ნინო ბურჯანაძე ორჯერ მართავდა საქართველოს. იგი ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი გახლდათ. ახლა მას პრეზიდენტ სააკაშვილის ამ პოსტიდან საბოლოოდ ჩამოშორება უნდა.
ვარდების რევოლუციიდან 5 წლის შემდეგ პროდასავლელი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჩრდილიდან საბოლოოდ გამოვიდა. 44 წლის ბურჯნაძემ ოპოზიციური პარტია - დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო უკვე დააფუძნა. ახლა ამ ქალბატონს ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მიზნით სააკაშვილის პრეზიდენტის პოსტიდან ჩამოშორება სურს. ექსპერტები მას კარგ შანსებს უწინასწარმეტყველებენ.
იურისტი ბურჯანაძე – რევოლუციის ერთ-ერთი საკვანძო ფუგურა გახლდათ. 2003 წლის ამ მოვლენებს საქართველოში დემოკრატიული ცვლილებები უნდა მოყოლოდა. ახლა "რკინის ლედი", რომლისთვისაც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი იდეალია, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა სურს: "ახლა ჩვენ ავტორიტარული რეჟიმი გვაქვს". ბურჯანაძე უკვე ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი - 2003 წელს და ბოლოს შარშანდელი წლის მიწურულს. 2008 წლის საპარალამენტო არჩევნების წინ მან სპიკერის პოსტი დატოვა, რადგან ვეღარ ხედავდა გზას საკუთარი მიზნების განხორციელებისთვის.
რუსეთისთვის ბურჯანაძე მისაღები ფუგურაა, პირველ რიგში მისი კეთილგონივრული იერის გამო, იგი კრიტიკისადმი ლოიალურია და ყველაზე შეაფერისი კანდიდატურაა მათგან, ვინც მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთოებების შესაძლო განახლების შემთხვევაში პოზიტიურ როლს შეასრულებს. მოსკოვში განსაკუთრებით აფასებენ ბურჯანაძის რუსულ კულტურასთან სიახლოვეს, განსხვავებით აშშ-ში განათლებამიღებული სააკაშვილისგან.
მამამისი, გამოცდილი მეწარმე, საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის ახლო მეგობარი იყო. ბურჯანაძის მამის საქმიანობა საქართველოში დღემდე კორუფციასთანაა გაიგივებული, რაც მისი ქალიშვილის მიმართ თანამემამულეების კრიტიკულ დამოკიდებულებას და უნდობლობას იწვევს.
No comments:
Post a Comment