Saturday, April 26, 2008

ყოფილი ელჩი საქართველოს რუსეთთან ომში ადანაშაულებს

  images
მეთ სიგელი
26 ნოემბერი 2008

თბილისი, საქართველო – საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც აშშ-ს ადმინისტრაციის გზავნილები საქართველოს სეპარატისტული პროვინციის მიმართ სამხედრო ძალის გამოყენებაზე მხარდაჭერად მიიჩნია. ამ ქმედებამ, რუსეთთან ომის ინიცირება გამოიწვია, განაცხადა ხუთშაბათს ყოფილმა ქართველმა დიპლომატმა. 

ეროსი კიწმარიშვილი, აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვის განმავლობაში  მოსკოვში საქართველოს ელჩი იყო. მან კონფლიქტში საქართველოს ხელისუფლების ქმედებები დაგმო.

კიწმარიშვილის ჩვენებებმა დისკუსია გამოიწვია თემაზე რამ და ვინ დაიწყო ხუთდღიანი ომი – დისკუსია, რომელიც საქართველოს თქმით საერთაშორისო გამოძიებამ უნდა დაასრულოს.

ომმა ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები დაძაბა. აშშ-ს ჩინოვნიკები უარყოფდენ რუსეთის ბრალდებებს, რომ თითქოს ვაშინგტონი მხარს უჭერდა სამხრეთ ოსეთში საქართველოს სამხედრო ოპერაციის წარმოებას.

საქართველოს ლიდერები აცხადებდენ, რომ 7 აგვისტოს მათ რეგიონზე შეტევა მას შემდეგ მიიტანეს, რაც სეპარატისტებმა ქართული სოფლები დაბომბეს და რუსეთის არმია ქვეყნაში ჩრდილოეთიდან შემოიჭრა. რუსეთმა ეს ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ჯარი სამხრეთ ოსეთში ქართული თავდასხმისგან მშვიდობიანი მოქალაქეების და მშვიდობისმყოფელთა დასაცავად გაგზავნა.

კიწმარიშვილის ხუთშაბათის კომენტარები, თითოქოს რუსული მხარის ვერსიის სასარგებლოდ ჟღერდა.

მან თქვა, რომ საქართველოს ოფიციალურ პირებს სჯეროდათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერდა საქართველოს არმიის სამხედრო მოქმედებებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პროვინციების დაბრუნებისთვის, რომლებსაც დე-ფაქტო დამოუკიდებლობა ჰქონდათ და სადაც 1990-ანი წლების დასაწყისიდან რუსეთის არმია პატრულირებდა.

კიწმარიშვილის თქმით, ქართველმა ჩინოვნიკებმა მას უთხრეს, რომ პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პრეზიდენტ სააკაშვილს ძალის ამგვარ გამოყენებაზე მარტში ვაშინგტონში შეხვედრისას მწვანე შუქი მისცა.

"სააკაშვილის გარემოცვა ისეთი აზრის ფორმირებას შეეცადა, რომ ამერიკის მთავრობა თითქოს ძალის გამოყენებას მხარს დაუჭერდა," განაცხადა კიწმარიშვილმა პრესკონფერენციაზე. "სინამდვილეში ეს ასე არ იყო".

ქართველმა ჩინოვნიკებმა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის 9-10 ივლისის საქართველოში ვიზიტიც ისე აღიქვეს, თითქოს ეს მათი გეგმის – ძალით დაებრუნებინათ აფხაზეთი – მხარდაჭერა იყო, განაცხდა ყოფილმა დიპლომატმა უკვე სხვაგან, "ეხო მოსკვის" რადიოს ეთერში.

რაისმა უარყო, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერდა საქართველოს მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჯარების გამოყენებას. კიწმარიშვილმა აღნიშნა, რომ იგი თავადაც უკავშირდებოდა ამერიკელ ჩინოვნიკებს, რომლებიც ასევე უარყოფდნენ საქართველოს სამხედრო მოქმედებებზე ვაშინგტონის მხარდაჭერას.

კიწმარიშვილმა მსგავსი განცხადებები გააკეთა ორშაბათს, საქართველოს საპარლამენტო კომისიის სხდომაზეც, რითაც პრო-სამთავრობო კანონმდებლები აღაშფოთა. მათ კიწმარიშვილი რუსეთში მისაბრუნებელი გზების ძიებაში დაადანაშაულეს.

საქართველომ კიწმარიშვილი კონსულტაციებისთვის მოსკოვიდან ომის დაწყების წინ გამოითხოვა და ქვეყნებს დღემდე გაწყვეტილი აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები.

ორიგინალი

No comments: