Friday, April 25, 2008

პუტინი ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის საზღვრების გაუმჯობესების პირობას დებს

guardian 
25 ნოემბერი 2008 

სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი (როიტერი) – რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ორშაბათს განაცხადა, რომ იმ სასაზღვრო პუნქტების მოდერნიზება მოხდება, რომლებსაც 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოიყენებენ.

რუსეთი, რომელიც აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ ომს აწარმოებდა, თამაშებისთვის შავი ზღვის კურორტს, სოჭს ამზადებს, რომელიც საქართველოს საზღვართან რამდენიმე კილომეტრშია.

ოლიმპიური ინფრასტრუქტურის გარკვეული ნაწილის ასაშენებლად რუსეთი საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის მასალებს გამოიყენებს, რომელსაც ის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს.

"პრიორიტეტებს შორის შესასვლელი პუნქტების აღჭურვა და მოდერნიზაციაა, რომლებიც სოჭის ოლიმპიური თამაშების მომზადებისა და ჰოლდინგისთვის იქნება გამოყენებული", განაცხადა პუტინმა ჩინოვნიკებთან შეხვედრისას სანკტ-პეტერბურგში.

"ამ მიზნებისთვის ბიუჯეტიდან დამატებითი თანხების ასიგნება მოხდება", თქვა პუტინმა. "ძალისხმევის კონცენტრირება უნდა მოხდეს ადამიანების, ტვირთის და სატრანსპორტო დინებების კონტროლის პროცედურათა ეფექტურობის გაზრდაზე."

რუსეთმა ამერიკის მოკავშირე საქართველოსთან ომი აგვისტოში დაიწყო, მას შემდეგ რაც თბილისმა ჯარები  რუსების მიერ მხარდაჭერილი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის დასაბრუნებლად გაგზავნა. ამას დასავლეთის პროტესტი მოჰყვა.

მოგვიანებით რუსეთმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ეს უკანასკნელი სოჭიდან დაახლოებით 25 კილომეტრშია. ეს რესპუბლიკები დიდწილად რუსული დახმარებისა და ინვესტიციების იმედზე არიან. საქართველომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს უსაფრთხოების მიზნით თამაშების სოჭიდან გადატანა სთხოვა.

ობიექტების უმრავლესობა ცარიელ ადგილებზე უნდა აშენდეს, არსებობდა ასევე მოსამზადებელ სამუშაოებზე გლობალური ფინანსური კრიზისის გავლენის პრობლემაც. რუსეთმა სოჭში თამაშებისთვის უფრო ფართო არეალის განვითარებაზე 12 მილიარდი დოლარის დახარჯვის ვალდებულება აიღო.

პუტინმა ასევე რუსეთ-ყაზახეთის საზღვრის უკეთესი კონტროლისკენ მოუწოდა.

ორიგინალი

No comments: