27 ნოემბერი 2008
ახალი კომპიუტერული თამაში, რომელიც მომავალში საქართველო-რუსეთის ომის შესაძლო განვითარების იმიტაციას ახდენს, მოსკოვში უკვე გამოცადეს.
კონფრონტაცია: ძალით მშვიდობის დამყარება თბილისის სცენარს ეფუძნება, რომელმაც ნატოს მხარდაჭერით აჯანყებული რეგიონების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაპყრობა გადაწყვიტა.
ეს არის იმ ფანტაზიის გაგრძელება, რომლის მიხედვითაც რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო იძაბება.
მოსკოვი და თბილისი სისხლიან ბრძოლებს მართავენ მას შემდეგ, რაც 8 აგვისტოს საქართველოს მცდელობას ხელახლა დაებრუნებინა სამხრეთ ოსეთი, რუსეთის მხრიდან რეგიონში ჯარების გაგზავნა მოჰყვა.
საქართველო-რუსეთის საზღვარზე არსებულ პატარა მთიან პროვინციაში, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ბატონობენ.
რუსმა ჯარისკაცებმა საქართველოს არმია გამოდევნეს და ქვეყნის დიდი ტერიტორიის ოკუპირება მოახდინეს, ვიდრე ფრანგული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი არ მოეწერა.
ფირმა GFI თამაშის შეფუთვაში მონაწილეობდა. GFI-ის წარმომადგენელი ალექსანდრე დმიტრევსკი უარყოფს შესაძლებლობას, რომ თამაში რეგიონში სიტუაციის დაძაბვას გამოიწვევს.
ბატონმა დმიტრევსკიმ განაცხადა: :"ფიქრობ, ეს სისულელეა" (ის, რომ თამაშს კონფლიქტის ესკალაცია მოყვება).
"ასეთ რაღაცეებს არა თამაშები, არამედ ადამიანები იწვევენ. ვგულისხმობ, რომ კომპიუტერის ეკრანზე ომები, საუკეთესო ომებია, ეს მხოლოდ კომპუტერის ეკრანია”.
თამაშში, რომელიც 2009 წელს დაიწყება მოთამაშეებს თავად შეუძლიათ აირჩიონ ვის მხარეს სურთ ბრძოლა – რუსეთის, საქართველოს თუ ნატოსი.
კონფრონტაცია: ძალით მშვიდობის დამყარება მომავალი თვიდან გაიყიდება.
თამაში იმ კომპიუტერულ თამაშებს გავს, როგორებიცაა World of Warcraft და Civilisation.
ორიგინალი

No comments:
Post a Comment