Saturday, July 26, 2008

საქართველო ანტი-პუტინური სიმღერით ნერვების შლას განაგრძობს

die_welt 
მანფრედ ქვირინგი
26 თებერვალი 2009

ადრე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე ევროპის ქვეყნები ერთმანეთს მშვიდობიანად ეჯიბრებოდნენ, მაგრამ რუსეთ- საქართველოს ომის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა: ევროვიზიის კონკურსი შესაძლოა საომარი მოქმედებების თეატრად გადაიქცეს, მას შემდეგ რაც ქართულმა პოპ-ჯგუფმა Stefane & 3G მისი ფეთქებადსაშიში კომპოზიციით მოსკოვში გამგზავრების უფლება მოიპოვა.

სიტყვა ”ლილიპუტინმა”, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა კრემლის ყოფილ ხელმძღვანელს უწოდა, ქართულ-რუსულ დავას პირადული ხასიათი შესძინა, მიუხედაvად იმისა, რომ სააკაშვილი ამას უარყოფს.

დღეს ქართული პოპ-ჯგუფი შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ დარჩენილ ცეცხლზე ნავთს ასხავს. Stefane & 3G ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილობის მისაღებად საქართველოს წარმომადგენლებად შეარჩიეს. ეს კარგი ამბავია. თავდაპირველად ეს სამხრეთ კავკასიური ქვეყანა ღონისძიების ბოიკოტს გეგემავდა, რომელიც 12 დან 16 მაისამდე მოსკოვში გაიმართება, მას შემდეგ, რაც რუსმა მომღერალმა ერთი წლის წინ ამ კონკურსზე სიმღერით ”გჯეროდეს” გაიმარჯვა.

თუმცა Stefane & 3G დაძაბული ურთიერთობების და შესაძლო სკანდალის მიუხედავად მოსკოვში მიემგზავრებიან. სიმღერის ინგლისური ტექსტი აღქმულია, როგორც ანტი-პუტინური. სათაური ”We Don´t Wanna Put In” საკმაოდ უვნებელია და სიტყვა-სიტყვით ნიშნავს ”ჩვენ არ გვინდა ჩადება”. მაგრამ სცენაზე ერთმნიშვნელოვნად ჟღერს ”ჩვენ არ გვინდა პუტინი” და გამიზნულ ტექსტს გავს.

ეს ქართველების სტილშია, რომლებიც რუსეთთან ომში დამარცხების შემდეგ, რაშიც ისინი საკუთარ პრეზიდენტსაც ადანაშაულებენ, მოსკოვის მიმართ საკმაოდ ნეგატიური განწყობა აქვთ. შემსრულებელი სტეფანე არ უარყოფს სიმღერაში იმ ადამიანის კომპონენტის არსებობას, რომელსაც ქართველების უმრავლესობა ამ ომში პასუხისმგებლობას აკისრებს.

რუსეთში ამ ფაქტს კარგად სულაც არ აღიქვავენ. იანა რუდკოვსკაია, ევროვიზიის შარსანდელი გამარჯვებულის დიმა ბილანის პროდუსერმა ამ ჩანაფიქრს ”ამორალური” უწოდა. მან თქვა, რომ იგი შესაბამის ინსტანციებს მიმართავს მოთხოვნით ქართული კოლექტივი ამოაგდონ მონწილეთა სიიდან. და მას ეს შეიძლება გამოუვიდეს, კონკურსის წესების მიხედვით, სიმღერები რომლებსაც პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს, კონკურსზე არ დაიშვებიან.

ეს სკანდალია, ამბობენ მოსკოვში. სამწუხაროა, რომ ქართული მხარე დაკავებულია არა ხელოვნებით, არამედ ”ფსევდო-პოლიტიკური ამბიციებით” განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა.

ორიგინალი

No comments: