Monday, March 10, 2008

ნატოს შემობრუნება რუსეთისაკენ უხერხულად გამოიყურება

liberti

ატო ლობიაკი
10 მარტი 2009

”რუსეთი გლობალური მოთამაშეა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასთან  კონტაქტის შეჩერება სწორი არ იქნებოდა” - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოფ სხეფერმა, ბრიუსელში 5 მარტს.

საერთაშორისო დიპლომატია ზუსტი მეცნიერება არასდროს ყოფილა. მაგრამ ცივი ომის შემდეგ ცოტა ვინმე თუ გამხდარა  ისეთი დაუბალანსებელი განტოლების   მოწმე, რომელიც 5 მარტს ვიხილეთ, მაშინ, როდესაც ნატომ რუსეთთან დიპლომატიური კონტაქტის სრული აღდგენა გადაწყვიტა.

ნატომ რუსეთთან ურთიერთობები 19 აგვისტოს,  რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შემდეგ გაწყვიტა და  ნატო-რუსეთის საბჭოს   (ნრს) ფარგლებში მიმდინარე შეხვედრები გაურკვეველი დროით შეაჩერა.

ალიანსს მაშინ თავისი გადაწყვეტილების ასახსნელად დიდი ძალისხმევა დასჭირდა .

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები დეკლარაციას დაეთანხმნენ და განცხადეს, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებები საქართველოში ”არ შეესაბამება კონფლიქტების გადაწყვეტის მშვიდობიან პრინციპებს, რომლებიც გაცხადებულია ჰელსინკის ფინალურ აქტში, ნატო-რუსეთის დამფუძნებელ აქტში და რომის დეკლარაციაში (ნრს-ის დამფუძნებელი 2002 წლის დეკლარაცია)”.

მინისტრები აცხადებდნენ: ”ჩვენ ვეღარ გავაგრძელებთ ჩვეულ ურთიერთობებს. ჩვენ მოვუწოდებთ მოსკოვს საქმით და არა სიტყვით დაამტკიცოს, რომ ის კვლავინდებურად ერთგულია იმ პრინციპებისა, რომელთაც ჩვენი ურთიერთობები ემყარება”.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ნრს-ის შეხვედრები ”შეჩერდება მანამდე, სანამ რუსეთი არ შეასრულებს საზავო შეთანხმებას, ხოლო ჩვენი შემდგომი ურთიერთობები დამოკიდებული იქნება იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებსაც რუსეთი გადადგამს სამშვიდო გეგმის შესაბამისად”.

სამშვიდობო გეგმა, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის შუამავლობით დაიდო, ორივეს რუსეთსაც და საქართველოსაც ომამდელ პოზიციებზე დაბრუნებაში ავალდებულებდა.

იმ დღეს, როდესაც სარკოზის გეგმა შეთანხმდა, 12 აგვისტოს, იაპ დე ჰოოფ სხეფერმა ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს  ელჩების საგანგებო შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა - ”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე დაუბრუნდეს ე.წ. status quo ante-ს, ანუ status quo-ს, რომელსაც 6 აგვისტოს ჰქონდა ადგილი”.

მაგრამ ეს არ მოხდა.

”კონტაქტის შეწყვეტას… სწორი არჩევანი არ იქნებოდა ”

ათასობით ახლად ჩამოყვანილი რუსი სამხედრო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშია გამაგრებული, ხოლო მოსკოვმა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან მუდივმოქმედი სამხედო ბაზების დაფუძნების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.

ისიც საკამათოა, რამდენად რეალური ნაბიჯები  გადადგა რუსეთმა, იმ პრინციპების შესასრულებლად, რომელთა შესრულების პირობაც მან ნატოს მხარდასაჭერად დადო.

მიუხედავად ამისა, 5 მარტს იაპ დე ჰოო სხეფერმა, აგვისტოში მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა შესძლო. ეს გადაწყვეტილება მან ასე დაასაბუთა - ”რუსეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა და გლობალური მოთამაშეა ეს კი იმას ნიშნავს, რომ მასთან კონტაქტის შეწყვეტა სწორი არჩევანი არ იქნებოდა”.

იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ სიტუაციას საქართველოში ნრს-ის მომავალ შეხვედრაზე განიხილავენ. რუსეთმა მიანიშნა, რომ ის შეხვედრაზე თანახმა იქნება.

შეიძლება იმის მტკიცება, რომ განვითარებულმა მოვლენებმა ნატო აიძულა და დღის წესრიგის სათავეში  სხვა, გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხები დააყენებინა.

აშშ-ს სახემწიფო მდივანმა, ბრიუსელში 5 მარტს სწორედ ამ საკითხებზე ილაპარაკა  და განაცხადა, რომ ალიანსმა ”ახალი, 21-ე საუკუნის საფრთხეებთან” გასამკლავებლად რეორიენტაცია უნდა დაიწყოს. მან ისიც სთქვა, რომ შეერთებული შტატების აზრით, ”ეს საფრთხეები სავარაუდოდ უფრო რეჟიმებისა და ტერორისტების ქსელებისგანაა მოსალოდნელი, ვიდრე უშუალო მეზობლობაში არსებული ეროვნული სახელმწიფოებისგან. სწორედ ამიტომ გვინდა დავეხმაროთ ევროპას”.

მაგრამ 7 თვის შემდეგ, ნატოს რადიკალური შემობრუნება რუსეთისაკენ უხერხულად გამოიყურება.

”სანაგვე ყუთში”

რუსეთი სიტუაციის ექსპლუატირებისთვის მყისიერად მოემზადა. რუსეთის ელჩმა ნატოში დიმიტრი როგოზინმა,  5 მარტს ბრიუსელში  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ალიანსს დიდი დრო დასჭირდა ”სწორი გადაწყვეტილების” მისაღებად და სლოგანის ”საქმე ძველებურად ვერ წავა” ნაგვის ყუთში გადასაგდებად.

ნატოს, რაღა თქმა უნდა, საქართველოს დასაცავად  უფრო მეტის გაკეთება შეეძლო. ის, რომ ნრს-ისა და ნატოს ურთიერთობების განახლება გადაწყდა, საქართველოს სრულიად დაუცველად ტოვებს. თბილისმა ძლივს მოახერხა 5 მარტს ნატო-საქართველოს კომისიის რიგგარეშე შეკრების ორგანიზება იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია განემტკიცებინა.

როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბერნარ კუშნერმა 5 მარტის შეხვედრაზე განაცხადა, მის ლიტველ კოლეგას  დიდი ძალისხმევა დასჭირდა იმისთვის, რომ ნატოს მინისტრების დახმარებით, იაპ დე ჰოოფ სხეფერი დაერწმუნებინა და რუსეთთან ურთიერთობების განახლების შესახებ განცხადების  გაკეთებისას, საქართველოს მხარდასაჭერად მტკიცე სიტყვები წარმოეთქვა.

5 მარტს კლინტონმაც გამოხატა თბილისის მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ნატოს კარი უკრაინისა და საქართველოსთვის კვლავინდებურად ღიაა,  მაგრამ 5 მარტს ამ განცხადებების დამადასტურებული ნიშნები თითქმის არ გამოჩენილა. ნატომ ისიც ვერ გააკეთა, რომ კიდევ ერთხელ განეხილა ის დაპირება, რომელიც აგვისტოში დადო. ამ დაპირების თანახმად მან საქართველოს სამოქალაქო და სავარაუდოდ სამხედრო ინფრასტრუქტურის აღდგენაში დახმარება აღუთქვა.

ორიგინალი

No comments: