ელენ ბარი
14 მარტი 2009
ხუთშაბათს, საქართველოს წამყვანი ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ 9 აპრილის საპროტესტო აქციისთვის, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით იმართება, ისინი ერთობლივად იმოქმედებენ.
აქტივისტებმა განაცხადეს, რომ მათ უკვე 50 000 მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვეს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ საპროტესტო აქციებში მონაწილეობა. ლევან გაჩეჩილაძემ, რომელიც დამარცხდა მიხეილ სააკაშვილთან 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, განაცხადა, რომ აპრილის აქციები საპროტესტო სეზონს გახსნის. ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, სააკაშვილის ყოფილმა მოკავშირემ, ნინო ბურჯანაძემ უარყო ბრალდებები, რომ მის კამპანიას რუსეთის მთავრობა აფინანსებს და მას ”აფსურდული პროპაგანდა” უწოდა.

No comments:
Post a Comment