12 მარტი 2009
უკვე ათი დღეა, რაც პრეზიდენტ სააკაშვილისთვის მოძრაობა ”ალიანსი საქართველოსთვის” მიერ წარდგენილი ულტიმატუმი, უპასუხოდ რჩება. მოძრაობას საქართველოს ყოფილი ელჩი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ირაკლი ალასანია ხელმძღვანლობს. ის სახელმწიფოს მეთაურისგან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ორგანიზებას ითხოვდა. ულტიმატუმის შესაბამისად, მოძრაობა - ”პრეზიდენტის ნებაყოფლობით (მშვიდობიანი) გადადგომის და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, მასობრივი საზოგადოებრივი აქციების გამართვას აპირებს” - წერს თბილისური გაზეთი ”ჯორჯიან თაიმსი”
ალიანსის მიერ მოთხოვნილი ”სახალხო პლებისციტი” ხელისუფლების ”მორალური იძულების” საშუალება გახდებოდა. ”სააკაშვილმა, რომელმაც საკუთარი ინტერესები ნაციონალურ ინტერესებზე მაღლა დააყენა, გვიჩვენა, რომ იგი კარგად ვერ აღიქვამს რეალობას და არ იღებს საკუთარ თავზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას” - ასკვნის ირაკლი ალასანია. მოძრაობის საორგანიზაციო ჯგუფები თბილისში (დედაქალაქში) და პროვინციებშიც იქმნება. მათ ყველა ოპოზიციურ პარტიებთან კოორდინაციაში, 9 აპრილისთვის დაგეგმილი ანტისამთავრობო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები უნდა მოამზადონ.
დეპუტატი გიორგი თარგამაძე, გაზეთ ”ვერსიის” ფურცლებზე აცხადებს, რომ მთავარია მორიგი რევოლუციის თავიდან აცილება, რომლის მიმართაც ქართულ პოლიტიკურ ელიტას, ”ყველაზე ირაციონალურს პოსტ-საბჭოთა სივრცეში,” მიდრეკილება გაუჩნდა. ”ამ უკანასკნელი ოცი წლის ისტორია (სავსე ძალისმიერი სახალხო მოძრაობებით) ამის პირდაპირი დასტურია. როდემდე შეიძლება ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს რადიკალიზმში ეჯიბრებოდნენ? საქართველოს საზოგადოება გაცილებით უკეთ ერკვევა შექმნილ სიტუაციაში, ვიდრე პოლიტიკოსები. ამ კრიზისის დროს ჭკვიან ადამიანებს ესმით, რომ პრობლემების გადაჭრა დესტაბილიზაციით ვერ მოხდება.”
თუმცა ოპოზიციის ერთი ნაწილი სხვა აზრისაა. მოსკოვურ გაზეთში ”ვზგლიადი,” ოპოზიციონერი გიორგი ხაინდრავა აცხადებს, რომ -”პრეზიდენტი ვერც კი აცნობიერებს რა დარტყმა შეიძლება მიიღოს. მით უფრო, რომ თეთრ სახლში ბარაკ ობამას მოსვლით, სააკაშვილს აღარ შეუძლია ვაშინგტონიდან უპირობო მხარდაჭერის მიღება, ამიტომ ბრძოლა უფრო მწვავე იქნება.”
No comments:
Post a Comment