Saturday, May 3, 2008

სააკაშვილი კამათობს



ლუკ ალნუტი
2 დეკემებრი 2008

ნარატივების ბრძოლა გრძელდება. სააკაშვილი აგვისტოს ომის საკუთარ ვერსიას "The Wall Street Journal" -ში ყვება.

"თავდაპირველად რუსეთმა ასობით ტანკს და ათასობით ჯარისკაცს მოუყარა თავი რუსეთ-საქართველოს საზღვართან, სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ დაზვერვის მყარი მონაცემები გვქონდა, რომ ისინი საქართველოს საზღვარზე გადმოდიოდნენ, რაც მოგვიანებით სატელეფონო საუბრებითაც დადასტურდა, რომელიც New York Times-მა და სხვებმაც გადაამოწმეს. ამ ფაქტს რუსეთიც არსებითად არასდროს უარყოფდა. (სამხედრო ძალების გადაადგილებასა და დაქირავებული მებრძოლების გამოჩენაზე 7 აგვისტოს დილით საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენეთ).

მას შემდეგ რაც The New York Times-მა გამოაქვეყნა ცნობა, რომ საქართველომ ძალა განურჩევლად გამოიყენა და ცხინვალს თავს დაესხა, კითხვა, თუ ვინ დაიწყო ომი – მიმდინარე კვირეების განმავლობაში სარედაქციო წერილებსა და ბლოგებზე აქტიურად განიხილება.

ისტორია, რომელიც ჩვენ 14 ნოემბრამდე ვიცოდით, ასე გამოიყურებოდა: სამხრეთ ოსეთის ეთნიკურ ქართველები ამბობდნენ, რომ პრომოსკოვური სეპარატისტული ძალები მათ სოფლებს აგვისტოს დასაწყისიდან გაუჩერებლად ესროდნენ.

ენ აპელბაუმმა საკუთარ სვეტში ყველაფერი ეს მშვენივრად ჩამოაყალიბა:

"სამწუხაროდ, ამ ორი ვერსიიდან არც ერთი არ არის ბოლომდე ზუსტი. და ვერც ახალი ”გამოძიება”, ვერც ახალი ”ფატქები” მათ ბევრს ვერაფერს შესძენს. სააკაშვილის შეტევა სამხრეთ ოსეთზე უბედურება იყო. ხმაურიანმა, ექსცენტრულმა ზეიმმა, რომელიც მოგვიანებით გაიმართა, კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია. რუსეთის პასუხიც ასეთივე საზარელი იყო, ქართველებისთვისაც და რუსებისთვისაც, რომელთა მეზობლებმა (და ინვესტორებმა) უკვე იციან, რას უნდა ელოდონ მედვედევ-პუტინის რეჟიმისგან”.

ორიგინალი


No comments: