3 დეკემბერი 2008
რვა თვის უკან ბუქარესტის სამიტზე, ნატოს წევრებმა, აზრთა სხვადასხვაობის გამო, საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების საკითხი გადადეს. დღესაც დასავლური ალიანსის წევრებს ამ პრობლემასთან დაკავშირებით კონსესუსისთვის ვერ მიუღწევიათ და, როგორც ჩანს, გადაწყვეტილებას არც ახლა მიიღებენ.
ბრიუსელში, ნატოს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრები ფორმალურად იმიტომ შეიკრიბნენ, რომ კიევისა და საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მნიჭების საკითხი უნდა განეხილათ.
მაგრამ, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ ტრანს-ატლანტიკურ ალიანსს საკითხთა ბევრად უფრო ფართო წრის განხილვა მოუწევთ: როგორ გადაწყვიტონ რუსეთის პრობლემა საქართველოსთან ზაფხულის ომის შემდეგ და როგორ უნდა განსაზღვროს ალიანსმა საკუთარი ფუნქცია ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიერ ოფისის დატოვების მერე.
”საუბარია რუსეთზე, საუბარია ატლანტიკური ალიანსის მომავალზე, საჭიროა პოსტბუშის ეპოქისათვის მომზადება, რაღაც დასკვნებამდე მისვლა” -ამბობს ეუგენიუს სმოლიარი, ვარშავის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრის დირექტორი - ”ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობენ, მაგრამ ყველა ელოდება მომავალი წლის აპრილის სამიტს, რომელიც ნატოს დაფუძნების 60 წლისთავს ემთხვევა”.
შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და ისეთი ახალი წევრები, როგორებიც არიან პოლონეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა და ბალტიის ქვეყნები, საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებას ნატოში მხურვალედ უჭერენ მხარს. გერმანია და საფრანგეთი ამ ნაბიჯს არ ეთანხმებიან და ამტკიცებენ, რომ ეს მოსკოვთან კონფრონტაციის მიზეზი გახდება, რადგან ის ამ ორ ქვეყნას თავისი გავლენის სფეროში განიხილავს.
სეპარატისტული რეგიონის, ოსეთის გამო რუსეთისა და საქართველოს ხუთდღიანი აგვისტოს ომის შემდეგ, განსხვავებული პოზიციები კიდევ უფრო დაშორდა ერთმანეთს, ხოლო თბილისს ამ კვირაში MAP-ის მიღების შანსი კიდევ უფრო შეუმცირდა.
”საქართველოს ომი, ნატოს წევრების უმეტესობის აზრით, არა მხოლოდ რუსეთის აგრესიის ნიმუშია. ის ასევე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების უპასუხისმგებლობის მაგალითიცაა”-ამბობს სმოლიარი -”ამ კონტექსტში ნატოს ბევრი წვერი ქვეყანა, არა მხოლოდ გერმანია და საფრანგეთი - აცხადებს, რომ არ არიან მზად დაიცვან ქვეყანა, რომელიც ასე იქცევა”.
პოლიტიკურ კრიზისში ჩათრეული უკრაინა, სადაც პრეზიდენტ იუშჩენკო და პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკოს მუდმივად კინკლაობენ, ხოლო მოსახლეობის უმეტესობა ნატოში ინტეგრაციას არ ეთანხმება, ასევე არ ელოდება MAP-ის მიღებას.
რადიო ”თავისუფლების” უკრაინული ბიუროსათვის მიცემულ ამას წინანდელ ინტერვიუში უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ტარას ჩორნოვილმა განაცხადა, რომ მოსკოვის ზეწოლამ და პოლიტიკურმა არეულობამ კიევში, ნატოსთან დაკავშირებული იმედები ეფექტურად ჩაახშო.
”გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება და ნატოში შესვლა უკრაინისთვის განუსაზღვრელი დროით გადაიდო” - ამბობს ჩორნოვილი.
იცოდა რა, რომ დღევანდელ ვითარებაში ის ვერ მოახერხებს უკრინისა და საქართველოსთვის MAP-ის მიღებაზე თანხმობის მოპოვებას, შეერთებულმა შტატებმა ახალი წინადადება წამოაყენა - ორივე ქვეყნის ნატოსთან დაახლოების პროცესი MAP-ის ეტაპის გვერდზე ავლით განხორციელებულიყო, ეს ეტაპი კი ნატოში გაწევრიანებამდე აუცილებელი პოლიტიკური და სამხედრო რეფორმების დასრულებას მოითხოვს.
გეგმას ბრიტანეთის მთავრობამაც დაუჭირა მხარი. მისი წარდგენა საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის 2 დეკემბერს იყო დაგემილი. გეგმის მიხედვით, ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოსა და უკრაინისთვის კონკრეტული ვადებისა და განრიგის დათქმის გარეშე სპეციალური რეფორმების ჩატარება უნდა შეეთავაზებინათ.
”დებატები ნატოს სხვადასხვა სახელმწიფოს დედაქალაქებში მიმდინარეობს. მათ MAP-ის ეტაპის გარეშე საქართველოსთვის ნატოსთან დაახლოების პრატქიკული გზების მოძიება უნდათ”-ამბობს სმოლიარი.
ამ დროს კი რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სიხარულს ვერ მალავს, რადგან მოსკოვი მიმდინარე პროცესს შეერთებულ შტატებზე დიპლომატიურ გამარჯვებად განიხილავს.
”მე მოხარული ვარ, რომ საღმა აზრმა გაიმარჯვა, სამწუხაროდ, მხოლოდ ამ ადმინისტრაციის მმართველობის ვადის დასასრულს. ”-განაცხადა მედვედევმა თავისი ვიზიტის დროს კუბაში 28 ნოემბერს - ”გაითვალისწინეს ამერიკელებმა ევროპელების, თუ კიდევ სხვათა აზრი და ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, მნიშვნელობა არა აქვს, მთავარი ისაა, რომ ისინი აღარ იცავენ ამ იდეას გააფთრებით და აუზრო დაჟინებით”.
მიუხედავად ამისა, აშშ-ს ხელისუფლება აცხადებს, რომ ვაშინგტონის პოლიტიკა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების თაობაზე არ შეცლილა.
No comments:
Post a Comment