Saturday, May 3, 2008

ნატო: რატომ წააგო სააკაშვილმა

observateur
ვინსენტ ჟოვერი
3 დეკემბერი 2008

ეს იყო შეხვედრა.

შეხვედრა, რომლის გამართვაც ნატოს ბუქარესტის სამიტზე შარშან აპრილში გადაწყდა.

გუშინ, ჩრდილო ატლანტიკური კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს უნდა გადაეწყვიტათ, იზეიმებდნენ თუ არა საქართველო და უკრაინა "ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმის" მიღებას (MAP ინგლისური აკრონიმი).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ შეურთდებოდა თუ არა ეს ორი ყოფილი პოსტ-საბჭოთა ქვეყანა საბოლოოდ პრო-ამერიკულ ბანაკს.

დამკვირვებლებს მიაჩნიათ, რომ აგვისტოს კონფლიქტი (ნაწილობრივ) იმითაც აიხსნება, რომ მხარეები გუშინდელ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ (ქართული მხარე გაწევრიანების მიმართულებით, რუსული - საწინააღმდეგოდ).

მოსკოვმა მოიგო.

თითქმის ყველა ფრონტზე.

გუშინ გადაწყდა არა მხოლოდ ის, რომ კიევი და თბილისი ნანატრ მაპ-ს ვერ მიიღებენ (ყოველ შემთხვევაში საქართველო), არამედ ისიც, რომ ნატოს და რუსეთს შორის აგვისტოს კრიზისის შემდეგ გაყინული ურთიერთოებები განახლდება (დასაწყისისთვის `არფორმალურ” დონეზე).

მაგრამ ეს კიდევ ყველაფერი არ არის.

გიშინ, საქართველოსთვის სამწუხაროდ, ევროკავშირმა და რუსეთმა სტრატეგიულ პარტნიორობაზე მოლაპარაკებები დაიწყეს, მოლაპარაკებები, რომლებიც ასევე ომის გამო "გადავადდა".

რატომ ზეიმობენ მოსკოვში სააკაშვილის მარცხს.

მე ყოველშემთხვევაში სამ მიზეზს ვხედავ:

- ევროპას და აშშ-ს რუსეთი ფინანსური კრიზისის მოგვარების საქმეში სჭირდებათ.

- დიდი ევროპული ქვეყნების უმრავლესობა (გერმანია, იტალია, საფრანგეთის თაოსნობით) ჩქარობს მოსკოვთან "ძველებური" ურთიერთოებების აღდგენას რუსეთზე მათი ენერგეტიკული დამოკიდებულების გამო (ზამთარი ახლოვდება) და ასევე იმის გამოც, რომ კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად, რუსეთი პოტენციურად უზარმაზარ ბაზრად რჩება.

- დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა ვერ დაარწმუნა გერმანია, საფრანგეთი და სხვა ქვეყნები, რომ ომზე პასუხისმგებელი პირი ის არ იყო. მან ამაოდ მოიარა დედაქალაქები, წიგნიც გამოსცა, სადაც რუსეთს იმაში ადანაშაულებს, რომ ის ანტი-ქართულ პროპაგანდაში მილიარდებს ხარჯავდა, რაც მან ქართულ არხზე გამოსვლისას განაცხადა (რეგიონის პირველ არხზე). მისმა `მოძრაობამ” არ გაჭრა.

პირიქით.

რაც უფრო დიდი დრო გადის, მისი პოლიტიკური და მედია მხარდაჭერა უცხოეთში შაგრენის ტყავივით მცირდება.

თითქოს ამ დიდი ქება-დიდების შემდეგ, ყველამ ამოისუნთქა, რომ ახლა მისი ჯვარზე გაკვრის შესაძლებლობა მიეცათ.

თუმცა, ის ამ გაუთავებელ კრიტიკას ისევე არ იმსახურებს, როგორც არ იმსახურებდა იმ ქება-დიდებას, რომელიც რამდენიმე თვის წინ ისმოდა თეთრი სახლიდან, "დაუნინგ სტრიტდან" და ელისეის სასახლიდან.

ორიგინალი

No comments: