Friday, May 2, 2008

უკრაინამ რუსეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ჯგუფი ჩამოაყალიბა

kiiv

2 დეკემბერი 2008

კიევი (Reuters) - პროდასავლელი პოსტსაბჭოთა ლიდერების მმართველობისა და ოთხწლიანი დაძაბულობის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად ”სტრატეგიული ჯგუფი” შექმნა, განაცხადა სამშაბათს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა .

პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო ხელისუფლებაში 2004 წლის ”ნარიჯინსფერი რევოლუციის” შემდეგ მოვიდა. ნატოსადმი მისწრაფებითა და კრემლის კონტრარგუმენტების იგნორირებით, მან მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია.

ჯგუფის შექმნა ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტს დაემთხვა. სამიტზე უკრაინისა და ნატოს ურთიერთობათა გაღრმავება უნდა განიხილონ, მაგრამ თითქმის დანამდვილებითაა ცნობილი, რომ კიევს დაჩქარებული წესით გაწევრიანებას არ შესთავაზებენ.

ეს ჯგუფი საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შეიქმნა. არჩევნებში სავარაუდოდ იუშჩენკო და მისი მეტოქედ ქცეული მოკავშირე, პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო მიიღებენ მონაწილეობას.

”ეს ჯგუფი მუდმივი დიალოგის  მექანიზმების შემუშავებაზე იმუშავებს”, უთხრა ჟურნალისტებს რაისა ბოგატირიოვამ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.

”ჩვენ ბევრი საკამათო პრობლემა გვაქვს, საკითხები, რომლებიც პოლიტიკოსებს პრობლემებს უქმნის”.

ამ პრობლემატურ საკითხთა შორისაა რუსეთთან აგვისტოს ხანმოკლე ომის დროს უკრაინის მხარდაჭერა საქართველოსადმი , უთანხმოებები გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, საბჭოთა ეპოქის ისტორიის განსხვავებული ინტერპრეტაცია, კიევის მოთხოვნა 2017 წლისათვის რუსული შავი ზღვის ფლოტის ყირიმიდან გაყვანაზე.

იუშჩენკომ, მიუხედავად მოსკოვის კატეგორიული წინააღმდეგობისა, ნატოს უკარინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება სთხოვა.

პრეზიდენტმა არაერთხელ დასდო ბრალი ტიმოშენკოს და მის მთავრობას იმაში, რომ რუსეთისადმი პოლიტიკურ კურსს  ძირს უთხრის, მაგალითად ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს.

პრეზიდენტთან დაახლოებული პირები ტიმოშენკოს იმაშიც ადანაშაულებენ, რომ მომავლ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად ის რუსეთის გულის მოგებას ცდილობს.

ორიგინალი

No comments: