დევიდ ბრუნსტრომი
2 დეკემბერი 2008
ბრიუსელი (Reuters) - გერმანიამ სამშაბთს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატომ არ უნდა გააღრმავოს თავისი კავშირები უკრაინასა და საქართველოსთან და უარყო აშშ-ს წინადადება, რომელიც მიზნად ისახავდა ამ მიმრათულებით ორი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის პერსპექტივების განმტკიცებას.
ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრზე, ევროპულმა სახელმწიფოებმა ნატოს რუსეთთან სრულფასოვანი კონტაქტების აღდგენის განხილვისკენ მოუწოდეს. ეს კავშირები აგვისტოს ომის დროს, მოსკოვის საქართველოში შეჭრის შემდეგ შეწყდა. ვაშინგტონი მსგავსს ნაბიჯებს ნაადრევად მიიჩნევს.
პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელიც იანვარში ხელისუფლებას არჩეულ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას გადასცემს, დაინტერესებულია, რომ მისი პრეზიდენტობის ვადაში ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ე.წ. მაპი მიიღონ.
მაგრამ მსგავსი პოლიტიკა აღაშფოთებს რუსეთს, ხოლო საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც შეშფოთებულნი არიან თავისი მთავარი ენერგომომწოდებლის რეაქციის გამო, ამტკიცებენ, რომ არც კიევი და არც თბილისი მზად არ არიან ამ ნაბიჯითვის. მათ ეს საკითხი გასულ აპრილს, ბუქარესტში ნატოს სამიტზე დაბლოკეს.
ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ბუნდოვანი დაპირებები მისცეს - ისინი საბოლოოდ აუცილებლად მიუერთდებიან ნატოს, ხოლო საკითხს ხელახლა წლის ბოლოს განიხილავენ. მაგრამ საქართველოს აგვისტოს კონფლიქტმა და პოლიტიკურმა ქაოსმა უკრაინაში მათი ეჭვები კიდევ უფრო განამტკიცა.
” მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ბუქარესტის შეთანხმების ერთგულნი დავრჩებით. მე ვერ ვხედავ უფრო შორს წასვლის მიზეზებს”- უთხრა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტეინმეიერმა ჟურნალისტებს.
აშშ-ს სახელწმიფო მდივანი კონდოლიზა რაისი მხარს უჭერს შესაძლო კომპრომისს, რომელიც უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების იმედებს ორმხრივი ფურუმების მეშვეობით განამტკიცებდა. ასეთი ფორუმები ორივე ქვეყანასთან უკვე დაფუძნებულია.
ბერლინმა შეერთებული შტატები იმაში დაადანაშაულა, რომ ის ცდილობს გაწევრიანების პროცესი შეამციროს, რასაც ვაშინგტონი უარყოფს. გერმანიის აზრით, ამ ფორუმების მეშვეობით რეფორმების მსვლელობა უნდა გაკონტროლდეს, მაგრამ ამტკიცებს, რომ მაპის ეტაპი გაწევრიანებისთვის აუცილებელია.
ევროპა მიესალმა რაისის განცხადებას, რომ ის პრინციპულად არ ეწინააღმდეგება რუსეთთან ურთიერთობის განახლებას ნატო-რუსეთის საბჭოს მეშვეობით. ეს კონტაქტები შეჩერდა რუსეთის საქართველოში შეჭრის შემდეგ. ერთობლივი კომისიის მუშაობის განახლებას გერმანია და ნატოს სხვა წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ.
მაგრამ იმის გამო, რომ რუსული ჯარი ისევ დგას სეპარატისტულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რაისმა განაცხადა:
”მე ვფიქრობ, თქვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოეკიდოთ, მაგალითად, სამხედრო თანამშრომლობას, რადგან რუსული ჯარი ჯერ კიდევ დგას სეპარატისტულ რეგიონებში”.
ევროპის კავშირი სამშაბათს ოფიციალურად განაახლებს რუსეთთან თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე მოლაპრაკებებს, რომელიც აგვისტოს ომის კონფლიქტის შემდეგ შეჩერდა. ბევრი ევროპული ქვეყანა ცდილობს ნატომაც გააფართოვოს კავშირები მოსკოვთან.
”მე ვფიქრობ, მოლაპარაკებების განახლების დრო დადგა (რუსეთთან თანამსრომლობაზე)”- თქვა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ. მისი აზრით, მომავალ სამიტზე აპრილში უკვე უნდა დაიწყოს კონტაქტები ელჩებისა და ლიდერების დონეზე.
დიპლომატმა ნატოდან განაცხადა, რომ ალიანსის მიმდინარე შეხვედრაზე მომავალ სამიტზე, აპრილში რუსეთთან ურთიერთობების გადახედვას მოითხოვენ.
No comments:
Post a Comment