2 დეკემბერი 2008
ბრიუსელი – სამშაბათს ევროკავშირმა ოფიციალურად დაიწყო რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მიზეზების გამოძიება. კომისიას შვეიცარიელი ჰეიდი ტალიავინი, საქართველოში გაეროს ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი ხელმძღვანელობს.
ევროპის ფინანსთა მინისტრებმა, რომლებიც ბრიუსელში შეიკრიბნენ, მისიის დაწყების ფაქტი ფორმალურად დაადასტურეს, რაც მანამადე ელჩების დონეზე უკვე მოწონებული იყო, განაცხადა ევროკავშირის სპიკერმა.
ტალიავინი მისი საგამოძიებო გუნდისთვის დაახლოებით 10 "აღიარებულ ექსპერტს" შეარჩევს, ისტორიკოსების, სამხედრო სპეციალისტების, იურისტების და უფლებადამცველთა რიგებიდან, როგორც ეს ევროკავშირის მინისტრების მიერ დადასტურებულ დოკუმენტშია მითითებული.
მისიის ოფიციალური მიზანი იქნება "საქართველოს კონფლიქტის წარმომავლობის და მიმდინარეობის პროცესის შესწავლა".
კომისიისთვის "გეოგრაფიული და დროის საზღვრები საკმარისად ფართოა, იმისთვის, რომ კონფლიქტის შესაძლო გამომწვევი მიზეზები განსაზღვროს", ნათქვამია ექსპერტების ტექსტში.
მინი ომი, რომელიც დაიწყო და დასრულდა აგვისტოში, საქართველოში და მის ირგვლივ სეპარატისტულ რეგიონებში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განვითარდა, რომლებსაც ახლა რუსეთი აკონტროლებს და მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს.
კომისიას მუშაობის დასრულებისთვის 8 თვე ექნება, დასკვნას 2009 წლის 31 ივლისს წარმოადგენს. მისიას რუსეთის მხარდაჭერის და მისი კეთილი ნების იმედი აქვს, რომ ის კომისისას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მუშაობის საშუალებას მისცემს - რეგიონებში, რომლებიც ომის წარმოქმნის მიზეზი გახდა.
ბრძოლებს, რომლებიც 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ შეწყდა, წინ უძღოდა მხარეებს შორის სიტყვიერი ომი და რუსეთის არმიის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლა. ამგვარი დაძაბულობის მიზეზი ნაწილობრივ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის ნატოში გაწერვიანების სურვილიც იყო.
მას შემდეგ ევროკავშირმა საქართველოში 300 დამკვირვებელი გაგზავნა, თუმცა მონიტორებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არ უშვებენ.
"რუსებმა განაცხადეს, რომ ისინი ამგვარი გამოძიების მომხრეები არიან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს კომისიის მუშაობის ეფექტურ მხარდაჭერას გამოიწვევს", განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა. კომისიის მუშაობა 31 ივლისის შემდეგაც გაგრძელდეს, თუკი ეს აუცილებელი გახდება.
მას შემდეგ, რაც საქმის შესწავლა დასრულდება ტალიავინი საქართველო-რუსეთის მისიის დასკვნას ასევე ევროკავშირის სახელმწიფოებს და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასაც (ეუთო) წარუდგენს.
ორიგინალი

No comments:
Post a Comment