საქართველოს ომის შემდეგ ნატოს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება სურს. ამისთვის არაფორმალური შეხვედრები ჯერ კიდევ ამ წლის ბოლომდე გაიმართება, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ბრუსელში ნატოს მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ. ნატო-რუსეთის საბჭოს რეგულარული შეხვედრების დაწყების შესაძლო თარიღად მან 2009 წლის გაზაფხული დაასახელა. "ეს ხვალვე არ მოხდება".
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბჭო საჭიროა არამხოლოდ მაშინ, როდესაც ყველაფერი კარგადაა, არამედ სწორედ იმ დროს, როდესაც აზრთა სხვადასხვაობაა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოპ სხეფერმა განაცხადა, რომ ალიანსი რუსეთთან შეთანხმებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ ურთიერთობებს ისურვებდა. გასარკვევია, რა პოლიტიკური კავშირების აღდგენა შეიძლება ნატოს და რუსეთს შორის.
დიდი კამათის შემდეგ, იმავდროულად ნატო ზოგადად საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღების პროცესსაც განიხილავდა. მოილაპარაკეს, რომ ორივე ქვეყანამ უნდა განაგრძოს ალიანსში გაწევრიანების ფორმალური პროცესისკენ (წევრობის სამოქმედო გეგმა, მაპ-ი) სვლა, ვიდრე მათ ორგანიზაციაში მიიღებენ.
ბუქარესტის სამიტზე, აპრილში ალიანსი შეთანხმდა, რომ როდესღაც ამ ქვეყნებს ნატოში მიიღებენ, თუმცა მაპ-ი, რომელიც ფაქტობრივად მოამზადებდა მათ ალიანსში გაწევრიანებას, არ მიანიჭეს. ახლა ამერიკელები მაპ-ის გადადების ინიციატივით გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ სამოქმედო გეგმის ნაცვლად ქვეყნებმა ალიანსთან თანამშრომლობა ნატო-საქართველოს და ნატო-უკრაინის კომისიების ფარგლებში უნდა გააღრმავონ. ამას, ბრიტანეთმაც და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმაც მხარი დაუჭირეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის თავხედური მოთხოვნა მაპ-ის გვერდის ავლად არ აღიქმებოდა, რაც ბერლინს ნატოსთან ქვეყნების დაახლოების დამატებით მუხრუჭად მიაჩნდა. ფედერალურ მთავრობა დღესაც თვლის, რომ უკრაინა და საქართველო უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანებისთვის მზად არ არიან. უკრაინა ნატოს წევრობის საკითხზე ორად გაიხლიჩა, საქართველოში კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული ტერიტორიული პრობლემები დიდხანს არ მოგვარდება; გარდა ამისა, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ბერლინში კიდევ უფრო გამძაფრდა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს მთავრობა არასანდოა.
კომპრომისი შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც ოთხი დიდი წევრი ქვეყანა, ამერიკა, გერმანია, ბრიტანეთი და საფრანგეთი შეთანხმდნენ, რომ მაპ-ის პროცესის შენარჩუნებასთან ერთად, ისინი იმავდროულად კომისიებისთვის `წლიურ პროგრამებს” შემოიღებენ, რომლებშიც წევრობასთან დასაახლოვებლად პრიორიტეტების სახით ცალკეული რეფორმები განისაზღვრება. საგარეო საქმეთა მინისტრი შტაინმაიერი კმაყოფილი ჩანდა: `არ იარსებებს დაჩქარებული გზა წევრობისკენ”.
დიპლომატები ვარაუდობდნენ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს რაისს, რომელიც რამდენიმე დღით ადრე მკაცრ განცხადებებს აკეთებდა, იანავარში პოსტიდან წასვლამდე, კვლავ ამ ქვეყნების ალიანსში ლობირების მცდელობა ჰქონდა. ბუშის მთავრობას "ახალგაზრდა დემოკრატიების” ნატოში სწრაფად გაწევრიანება სურდა. ამ ჯერზე საფრანგეთის პოზიცია უფრო თავშეკავებული ჩანდა, რასაც გერმანელები ამ ქვეყნის დღევანდელი სტატუსით, ევროკავშირის თავმჯდომარეობით ხსნიდნენ.
დავის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა საკითხი – თუ როგორი ურთიერთობა უნდა განვითარდეს ნატოს და რუსეთს შორის, ვაშინგტონი ამ საკითხში ფრთხილი პოზიციის მომხრე გახლდათ, თუმცა ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრების უმრავლესობა მხარს უჭერდა მოსკოვთან ჯერ ისევ არაფორმალური მოლაპარაკებების განახლებას. შტაინმაიერი, რომელიც დიდი ხანია მოსკოვთან დიალოგის აღდგენის მომხრეა, იმედოვნებს, რომ არაფორმალური კონტაქტები უკვე ამ წლის ბოლომდე აღდგება, გაზაფხულისთვის კი საქმე ფორმალურ შეხვედრებამდეც მივა.
No comments:
Post a Comment