ბერლინი – ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა (ქრისტიან დემოკრატიული კავშირი) მკაფიო უარით უპასუხა ამერიკულ გეგმებს ნატოს სწრაფ გაფართოვებასა და მასში საქართველოსა და უკრაინის შეყვანაზე. კანცლერის პოზიცია ამ საკითხში საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის (გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია) პოზიციას მთლიანად ემთხვევა, განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა თომას შტეგმა. მერკელის აზრით ახლო მომავალში ორივე ქვეყანამ აუცილებელი პირობები უნდა შეასრულოს. ამ საკითხებზე საუბარს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები სამშაბათს და ოთხშაბათს, ბრიუსელში აპირებენ. აშშ-ს წარმავალი ადმინისტრაციის აზრით, საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები მაპ-ის (წევრობის სამოქმედო გეგმა) გავლის გარეშე უნდა გახდნენ.
იმავდროულად თდპ-მ (თავისუფალი დემოკრატიული პარტია) საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან რუსეთისადმი გერმანიის პოლიტიკის კრიტიკა გააპროტესტა. "გერმანიამ და ევროკავშირმა არ უნდა დაუშვან ინსტრუქციების მიღება პარტნიორული შეთანხმების მოლაპარაკებებზე", განუცხადა Tagesspiegel-ს ბუნდესტაგის თდპ-ს ფრაქციის საგარეოპოლიტიკურმა წარმომადგენელმა ვერნერ ჰოიერმა. ორშაბათს ევროკავშირი და რუსეთი პარტნიორობის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ. სააკაშვილმა შეთანხმებაში რუსეთისთვის პირობის წაყენება მოითხოვა, რომ ეს უკანასკნელი საერთაშორისო სამართლის წესებს არ დაარღვევს. "რუსეთი ხელშეკრულების პირობებს ყოველთვის ასრულებდა”, თქვა ჰოიერმა და პირიქით, ნატოში გაწევრიანებისთვის საქართველოში საკმარისი სამართლებრივი გარემოს არსებობაზე ეჭვი გამოთქვა. "ნატო თამაშების ადგილი არ არის – ჩვენ აქ მე-5 მუხლსაც ვგულისხმობთ, რომელიც ომის შემთხვევაში წევრებს დახმარების ვალდებულებას აკისრებს", განაცხადა ჰოიერმა.
კითხვაზე, სავარაუდოდ როდის დასრულდება პარტნიორობის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები, ევროკავშირში რუსეთის ელჩი ვლადიმერ ჩიჟოვი ზუსტ ვადას არ აფიქსირებს. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პროცესი ორ წელიწადს და შესაძლოა უფრო მეტ ხანსაც გაგრძელდეს. მთავარი დაბრკოლება – პრიორიტეტებია, რომლებსაც ორივე მხარე აყენებს: ევროკაშირის შემთხვევაში ესენია სტაბილური ენერგომომარაგება და ევროპელებისთვის რუსული ბაზრების მეტი ხელმისაწვდომობა, რუსეთისთვის კი ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა. ეს ყველაფერი ჩადებული უნდა იყოს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტში, რომლის აგიტაციასაც დიმიტრი მედვედევი გერმანიაში, ჯერ კიდევ ივნისის ვიზიტის დროს ეწეოდა. მოსკოვის სურვილია ეუთოს შეხვედრაზე ვენაში ამ საკითხების არსსზე შეთანხმება უკვე მიღწეული იყოს.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment