Friday, March 6, 2009

ბუშის დიდი ტყუილი

losanjlestimes

როზა ბრუქსი
6 მარტი 2009

ბინძური დოკუმენტები ტერორთან ომის ლეგიტიმაციას ისახავს მიზნად.

განა ეს  უნდა ეპატიოთ?

სამშაბათს, იუსტიციის დეპარტამენტმა ბუშის ადმინისტრაციის იურიდიული საბჭოს იურისტების მიერ 2001- 2002 წ.წ. გაკეთებული ჩანაწერების მთელი დასტა გამოაქვეყნა. მათი ავტორი ძირითადად ჯონ იოოა, რომელსაც იმ დროს ოფისის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ეს დოკუმენტები პრეზიდენტის ძალაუფლების გაფართოვების თეორიის გამართლებას ისახავს მიზნად. ამ თეორიას კი   ფაქტობრივად  დიქტატურამდე მივყავართ

ყველა ამ დოკუმენტის ერთობლიობაში ნათქვამია, რომ თუ აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის შიგნით ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების წინააღმდეგ გამოიყენებენ, მე-4 შესწორება აშშ-ს მოქალაქეებსაც კი ვერ დაიცავს, რომელიც  გაუმართლებელ ჩხრეკასა და დაპატიმრებას კრძალავს. დოკუმენტებში ასევე ნათქვამია, რომ მოქალაქეებს და არამოქალაქეებს  პრეზიდენტმა მხოლოდ საიდუმლო სამხილების საფუძველზე ”მტრის უკანონო მებრძოლის” სტატუსი შეუძლია მიანიჭოს, ხოლო თუ ასე მოხდა,  ეჭვმიტანილებს ბრალდების წარდგენის გარეშე განუსაზღვრელი ვადით დააპატიმრებენ და აწამებენ, ისე რომ შეუძლებელი გახდება ადვოკატის ჩარევა ან ნებისმიერი იმ პროცედურის გამოყენება, რომელიც გააპროტესდებდა დაპატიმრების ფაქტს ან პატიმრობის პირობებს.

სამშაბათს, იუსტიციის დეპარტამენტმა ბუშის ადმინისტრაციის იურიდიული საბჭოს იურისტების მიერ 2001- 2002 წ.წ. გაკეთებული ჩანაწერების მთელი დასტა გამოაქვეყნა. მათი ავტორი ძირითადად ჯონ იოოა, რომელსაც იმ დროს ოფისის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ეს დოკუმენტები პრეზიდენტის ძალაუფლების გაფართოვების თეორიის გამართლებას ისახავს მიზნად. ამ თეორიას კი   ფაქტობრივად  დიქტატურამდე მივყავართ.

მე ვიცი, ეს ყველაფერი ჩვენთვის უკვე კარგადაა ცნობილი. წლების მანძილზე გამოჟონილი ინფორმაციის მეშვეობით აღარავინ დარჩა ისეთი, რომ არ იცოდეს - ბუშის ადმინისტრაცია ”ტერორის წინააღმდეგ” ომის სახელით განუსაზღვრელი ძალაუფლებისკენ ისწრაფვოდა, მას მსოფლიოში ნებისმიერი ინდივიდუმის გაკონტროლება, დატუსაღება  და ამ ინდივიდუმზე ძალადობა უნდოდა.

მაგრამ დღესაც კი, როდესაც ყველაფერს ამას თეთრზე შავით თეთრზე დაწერილს ნახულობ, შოკში ვარდები.

ყველაზე შოკისმომგვრელი კი ისაა, თუ როგორ აღმაშფოთებლად ცუდადაა ფორმულირებული ოფისის მიერ გამოყენებული არგუმენტები. 2001 -2002 წლის დოკუმენტები  უგულვებელყოფს უმნიშვნელოვანეს ლეგალურ პრეცედენტებს და შეიცავს საოცარ ლოგიკურ შეცდომებს, თუ იურისტთა საბჭოს მიერ წამოყენებულ თეორიას დავეთანხმებით, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ თომას ჯეფერსონი და ჯორჯ ვაშინგტონი საშინლად სცდებოდნენ, როდესაც ბრიტანეთის მეფეს, გეორგ მესამეს 1776  წელს აუჯანყდნენ.  თქვენ ისიც უნდა ირწმუნოთ, რომ ამერიკული სამართალი 225 წლის განმვალობაში, 1776 - წლიდან 2001 - წლამდე ერთი გიგანტური შეცდომა იყო და სხვა არაფერი.

ეს დოკუმენტები იმდენად სულელურია, რომ იურისტთა საბჭოს ოფისი იძულებული გახდა ბოლოს მათზე უარი ეთქვა. 2008 წლის ოქტომბერში ოფისი თავის ადრინდელ  რჩევასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყნის შიგნით თვალთვალსა და ძალის გამოყენებას ეხებოდა, შენიშნავდა, რომ  ამ მითითებათა აღსრულებას სიფრთხილე სჭირდება. ობამას ინაუგურაციამდე ერთი კვირით ადრე, ოფისმა კიდევ ერთი უსარგებლო მემორანდუმი გამოსცა, სადაც აცხადებდა, რომ ”ომთან და ნაციონალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით... რამდენიმე მემორანდუმში გაკეთებული განცხადებები არ ასახავს ოფისის დღევანდელ შეხედულებებს”.

მგონი, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს

მაგრამ ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ჩნდება: როგორ შეიძლებოდა ამდენად სახიფათო და ცუდი დოკუმენტები ვინმეს სერიოზულად აღექვა?
ამ კითხვას პოლიტიკური პროპაგანდის ერთ-ერთმა თეორიამ, დიდი ტყუილის თეორიამ პასუხი უკვე გასცა და მისი არტიკულირება ყველაზე ურცხვად ადოლფ ჰიტლერმა მოახდინა. ”რიგითი ადამიანები უფრო ადვილად ემსხვერპლებიან დიდ ტყიულს, ვიდრე პატარას” - წერდა ჰიტლერი - ”ისინი თავის თავს უფრო ხშირად პატარა ტყუილს ეუბნებიან... მაგრამ მსხვილმასშტაბიანი ტყუილის გამოყენება სხვენიათ. მათ არასდროს მოუვათ თავში, რომ შესაძლებელია კოლოსალური სიცრუის თქმა და ამიტომ იმასაც ვერ დაიჯერებენ, რომ ვინმეს სიმართლის ასე სამარცხვინოდ დამახინჯების თავხედობა ეყოფა”.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ: რაც უფრო აღმაშფოთებელია განცხადება, მით უფრო გვგონია, რომ მასში გარკვეული სიმართლე იმალება.   ზოგიერთ ბანკთან და სადაზღვევო კომპანიასთან  დაკავშირებით ხომ გვიფიქრია - ”ისინი ზედმეტად დიდები არიან საიმისოდ, რომ მარცხი განიცადონ”, ზუსტად ასევეა პოლიტიკური ძალაუფლების წარმომადგენელთა განცხადებებიც - ”იმდენად გრანდიოზულია, რომ დაუჯერებელი არ შეიძლება იყოს”. ”ისინი იმდენად აღმაშფოთებელია, რომ ალბათ სწორია”- ვუმტკიცებთ  საკუთარ თავს - ”თუ ამას მაღალი თანამდებობის ადამიანები გვეუბნებიან, ე.ი. რაღაც ისეთი იციან, რაც მე არ ვიცი”.

ეს ერთადერთი ახსნაა, რაც აზრად მომდის - სხვანაირად გაუგებარია, როგორ გაძლო ბუშის ადმინისტრაციის 2001-2002 წლების დოქტრინამ იმდენი, რამდენიც გაძლო. (დიდი ტყუილის თეორიით აიხსნება ის, რომ  ბუშის ადმინისტრაციის   სხვა, მანიფესტაციურად ყალბმა განცხადებებემა ფაქტები იოლად დაამარცხა: გაიხსენეთ,  როგორ დავუჯერეთ იმას, რომ ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი აქვს და იმას, რომ ომს იოლად მოვიგებდით).

დიდი ტყუილი პრევალირებდა იმიტომ, რომ ჩვენ ვერ წარმოგვედგინა, რამდენად  უწესო, რამდენად მატყუარა ხელისუფლება გვყავდა და რაღა თქმა უნდა, დიდ ტყუილს საშინელი შედეგები შეიძლება მოყვეს. ბუშის ადმინისტრაციის ლეგალურმა სიცრუემ გზა გაუხსნა  ჩვენი იტორიის  ყველაზე სამარცხვინო ეპიზოდებს და ამაში წამების დაკანონებასაც ვგულისხმობ.

მადლობა ღმერთს, რომ ყველა დიდ ტყუილს თავისივე სიდიდე ღუპავს. ჩვენ ახალ ერაში შევაბიჯეთ: ოფისის მიერ ადრე შედგენილი დოკუმენტები უარყოფილია, ხოლო ბუშის ადმინისტრაცია ბარგი-ბარხანას ისე იკრებს, რომ უდაბლესი რეიტინგი აქვს.

მაგრამ არ იფიქროთ, რომ სამშვიდობოს უკვე გავედით, როგორც ჰიტლერმა დაადასტურა, ყველაზე ”თავხედური სიცრუის” ფრაგმენტები ყოველთვის სადღაც რჩება და არსებობას განაგრძობს. დიდი სიცრუე პატარა ტყუილებს ტოვებს, ხოლო პოლიტიკური დისკურსი ისე იცვლება, რომ უფრო ძნელად ამოსაცნობი და შესაბამისად უფრო გამძლეც ხდება.

ჩვენ ახლა სწორედ ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ: ლეგალური ინსტიტუტების, კონსტიტუციური სისტემის, საგარეო პოლიტიკის მეშვეობით ჩვენ უნდა მივაკვლიოთ ბუშის ადმინისტრაციის უკვე უარყოფილი დიდი სიცრუის ნარჩენებს  და მათ მიერ მიყენებული ზარალი გავანადგუროთ.

ამას კი მთელი თაობა დასჭირდება.

ორიგინალი

No comments: