Monday, May 5, 2008

საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები თანამდებობიდან გადააყენეს



5 დეკემბერი 2008

თბილისი - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გრიგოლ მგალობლიშვილმა რუსეთთან აგვისტოს დამანგრეველი დამარცხების კონტექსტში, პარასკევს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები თანამდებობიდან დაითხოვა. ”თავდაცვის სფეროში ცვლილებებია განსახორციელებელი" - განაცხადა მან პრესსკონფერენციაზე - ”ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკის განმტკიცება და ამ მიმართულებით უფრო მეტი გამოცდილებაა საჭირო”.

ცვლილებები რუსეთთან ხუთდღიან ომში დამარცხების გამო ოპოზიციის მიერ მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მკაცრი კრიტიკის ფონზე განხორციელდა. მარცხი სეპარატისტულ რეგიონზე, სამხრეთ ოსეთზე საქართველოს სამხედრო შეტევას მოყვა.

მგალობლიშვილმა, რომელიც თანამდებობაზე სააკაშვილმა ოქტომბრის ბოლოს დანიშნა, განაცხადა, რომ კეზერაშვილს მისი მოადგილე ბათუ ქუთელია შეცვლის.

მგალობლიშვილმა კულტურის მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარადგინა. ის 31 წლის ეკა ტყეშელაშვილს შეცვლის.

პოლიტიკურმა წყარომ, როიტერს აცნობა, რომ საქართველოს პოპულარული ელჩი გაეროში, ირაკლი ალასანია თანმდებობიდან გადადგა. ალასანიას სააკაშვილის პოტენციურ კონკურენტად განიხილავენ.

ორიგინალი

No comments: