5 დეკემბერი 2008
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, ეუთომ თავისი ორდღიანი შეხვედრა ფინეთში ერთობლივი დეკლარაციის მიღების გარეშე დაასრულა. კონფლიქტებთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება, განსაკუთრებით, რუსეთ-საქართველოს ომის კონტექსტში, შეხვედრის უმთავრესი მიზანი იყო. ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, მატი ვაჰანენმა, განაცხდა, რომ 56 წევრი ქვეყნის პოზიციებს შორის განსხვავებები ზედმეტად დიდია. მოსკოვი უარს ამბობს სეპარატისტულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვებაზე - სწორედ ეს იქცა შეხვედრის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხად. ეუთოს გადაწყვეტილება ერეთსულოვანი უნდა იყოს. ფინეთი იმედოვნებდა, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეუთოს პირველ დეკლარაციას მიიღებდნენ.

No comments:
Post a Comment