10 დეკემბერი 2008
ბრიუსელი (Reuters) - ევროპის კავშირმა სამშაბათს საქართველოს თავისი სამეთვალყურეო მისიის სრულფასოვან სამშვიდობო შენაერთებად ტრანსფორმირებაზე უარი უთხრა და განაცხადა, რომ მოცემული მომენტისთვის მას არ აქვს ასეთი გეგმები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბარამიძემ ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხდა, რომ მას მისიის გაძლიერების საკითხის განხილვა უნდოდა და ”საბოლოოდ მისი სამშვიდობო ან პოლიციურ შენაერთებად ტრანსფორმირება”.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ხავიერ სოლანამ იმავე პრეს-კონფერენციაზე საპასუხოდ განაცხადა: ”ჩვენ უკვე გვაქს სრულფასოვანი მისია ... ეს მეთვალყურეთა მისიია”
”არსებობს შეთანხმება 27 ( ევროკავშირის ქვეყანას)-ს შორის, არსებობს შეთანხმება რუსეთთან, და საქართველოსთან და მოცემული მომენტისთვის ამის მიღმა მოქმედებას არ ვაპირებთ”.
ევროპის კავშირმა საფრანგეთის შუამავლობით დადებული ხელშეკრულების პირობების თანახმად საქართველოში 225 შეუიარაღებელი მეთვალყურე და 75 დამხმარე გააგზავნა.
კონფლიქტი ქართველთა მიერ სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენის უშედეგო მცდელობამ გამოიწვია. სეპარატისტებს სამხრეთ ოსეთიდან რუსები უჭერდნენ მხარს.
რუსეთი აცხადებს, რომ მას ევროკავშირის მეთვალყურეთა რაოდენობის გაზრდა უნდა, მაგრამ არ უშვებს მათ სამხრეთ ოსეთში და მეორე სეპარატისტულ რეგიონში, აფხაზეთში, რომელთა დამოუკიდებლობაც აღიარა.
ომის დაწყებამდე საქართველო გამუდმებით ითხოვდა რუსული სამშვიდობო ჯარების შეცვლას საერთაშორისო ძალებით.
No comments:
Post a Comment