Saturday, May 10, 2008

ეუთოს მეთვალყურეებს საქართველოში ცეცხლი გაუხსნეს

ap_logo

მეტ სიგელი
10 დეკემბერი 2008

თბილისი, საქართველო - შეირაღებულმა კაცებმა კამუფლაჟში ოთხშაბათს ეუთოს ჯავშნიან მანქანას, სეპარატისტულ რეგიონის, სამხრეთ ოსეთის საზღვართან მცირე დისტანციიდან ესროლეს.

ინციდენტის დროს, რომელიც გორთან მოხდა, არავინ დაშავებულა, განაცხადა მარტა ფრიმენმა, ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის სპიკერმა.

მაგრამ ინციდენტმა სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რეგიონში უასაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია. ამას გარდა, კიდევ ერთხელ გაჩნდა კითხვები, ხომ არ ცდილობენ ოსთა შეიარაღებული ფორმირებები ან სხვა ძალები საერთაშორისო დამკვირვებელთა დაშინებას. სადამკვირვებლო მისია ფრანგების შუამავლობით დადებული სამშვიდობი შეთანხმების შესრულებას აკვირდება. ამ შეთანხმებამ ოფიციალურად შეწყვიტა აგვისტოს ომი რუსეთსა და საქართველოს შორის.

”სამხრეთ ოსეთს ”არაფერი ესქმება ამ ინციდენტთან” - განაცხადეს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა რეგიონიდან.

ეუთომ განაცხადა, რომ პატრული შუადღეს ჯავშანმანქანით, რომელსაც საიდენტიფიკაციო წარწერა ”ეუთო” ჰქონდა, სოფელ ხვითის მახლობლად მიდიოდა. მანქანას ბუჩქებიდან გამოსულმა ორმა მამაკაცმა, უნიფორმაში მათ კალაშნიკოვიდან ცეცხლი გაუხსნა.

ეოთოს წარმომადგენელბს არ უთქვამთ, რამდენად შორს იყვნენ მამაკაცები მანქანიდან, ჰქონდათ, თუ არა მათ ნიღბები და არც სხვა დეტალები დაუზუსტებიათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამნისტროს სპიკერმა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ მანქანას ტყვია 10-ჯერ მოხვდა, მაგრამ სხვა დეტალები არ დაუსახელებია.

აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის ომი სამხრეთ ოსეთის გამო მოხდა. სიტუაცია საზღვარზე დაძაბულია. ბოლო კვირებში საზღვრთან ორმხრივ სროლას ჰქონდა ადგილი.

იბრაჰიმ გასაევმა, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხვითი საზღვრიდან 1.5 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.

”ძალიან კარგი იარაღიდანაც კი, ამპლიტუდა 800 მეტრზე მეტი არაა” - განაცხადა მან.

ორიგინალი

No comments: