Sunday, May 25, 2008

საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრს სახეში ”გაარტყა”

telegraph_1 
მარიამ ელდერი მოსკოვიდან
25 დეკემბერი 2008

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ამტკიცებენ, პრემიერ- მინისტრს სახეში გაარტყა მანამ, ვიდრე მას ტელეფონს ესროდა.

რუსულმა მედიამ ფართოდ აიტაცა ქართული ბულვარული გაზეთის ”ალია”-ს სტატია, რომელიც ანონმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბატონმა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრ გრიგოლ მგალობლიშვილს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეუტია.

ბატონი სააკაშვილი ცნობილია როგორც თავისი ტემპერამენტით, ასევე უცნაური გამოხტომებით. BBC-ის გადაღებული მასალა, თუ როგორ ღეჭავს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ ჰალსტუხს ტელეფონზე საუბრის დროს, მაშინ როდესაც მისი ქვეყანა აგვისტოში რუსეთს ეომებოდა, ფართოდ გაშუქდა.

ბატონმა მგალობლიშვილმა, რომელიც თანამდებობაზე ომის შემდეგ, ნოემბერში კაბინეტში რყევების შემდეგ დაინიშნა, ინციდენტის გამო გადადგომა ითხოვა, მაგრამ სააკაშვილმა მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა, დაიწერა ალიაში.

ორიგინალი

No comments: