საქართველოს ელჩმა გაეროში, ირაკლი ალასანიამ, ოთხშაბათს განაცხადა, რომ მან ამ თვეში თავისი პოსტი, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობასთან რუსეთთან აგვისტოს ომზე დაპირისპირების გამო დატოვა. მან თქვა, რომ ის როგორც ოპოზიციური კანდიდატი პოლიტიკაში გადასვლას გეგმავს. მანამდე, სამი წლის განმავლობაში ის ბატონი სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი გახლდათ აფხაზეთის მხარეში, ერთ-ერთ სეპარატისტულ ანკლავში, რომელიც ომის დროს აქტიურად განიხილებოდა. მან დაგმო ომზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება ”არა ინსტიტუციებზე დაყრდნობით, არამედ ერთპიროვნულად, ქაოტურად, გაუმჭვირვალედ”. საქართველო, განაცხადა მან, ”რუსული მხარის მიერ დაგებულ პროვოკაციულ მახეში გაება”.
საქართველო თავს დაესხა სამხრეთ ოსეთის დედაქალაქს. ბატონმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თავდასხმა თავდაცვითი იყო, რადგან რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე იჭრებოდა; რუსეთი ამბობს, რომ თავდასხმა პროვოცირებული არ ყოფილა.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment