მარი ჟერო
24 დეკემბერი 2008
ექვს დღეში, 7- დან 12 აგვისტომდე რუსეთ-საქართველოს ომმა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის გამო, კავკასიის გეოპოლიტიკური რუკა შეცვალა და რუსეთის და დასავლეთის ურთიერთობები გაართულა.
12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტიდან ოთხი თვე გავიდა. ბრძოლები შეწყდა. ფრონტთან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქი გორია. თავდაპირველად ის მოსახლეობამ დატოვა, მას რუსული არმია დაეპატრონა. დღეს გორში მოსახლეობა დაბრუნდა, რუსულმა ტანკებმა აქაურობა დატოვეს, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და ქართული ხელისუფლება იმაზე ფიქრობს, რომ სტალინის მუზეუმი - იგი გორში დაიბადა - ომის მუზეუმად გარდაქმნას.
აქედან რამდენიმე კილომეტრში, ქალაქი ახალგორია, სადაც ომი წარსულის მოგონებად ჯერ არ ქცეულა, პირიქით, ომი აქ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ დაწყო. ამ ხეობას ქართველები აკონტროლებდნენ და ოდესღაც ის ოსების და ქართველების მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითს წარმოდგენდა. მას შემდეგ რაც აქ რუსული ძალები შევიდნენ და ხეობას დაეპატრონენ, ყველაფერი შეიცვალა. სამხრეთ-ოსეთის მილიციამ, უკონტროლო შეიარაღებულმა ჯგუფებმა აქ საკუთარი კანონები დაამყარეს. ხანძრებმა, ძარცვამ, მანქანების და საქონლის გატაცებებმა ასეულობით ქართველს ამ ადგილის დატოვებისკენ უბიძგა. აქ დარჩენილებს კი ტანჯავენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის, Human Rights Watch (HRW)-ის ინფორმაციის თანახმად, ახლახანს თბილისის ჰოსპიტალში მოხუცი კაცი გარდაიცვალა, რომელსაც სამხრეთ-ოსეთის მილიცია ლინჩის წესით გაუსწორდა, საქონელი წაართვა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მის დაკრძალვაზე ნათესავებს მუჯლუგუნებითაც უმასპინძლდებოდნენ. ”რუსეთმა, როგორც ოკუპანტმა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რადგან სამხრეთ ოსეთის მილიციას ის აკონტროლებს ”, ამბობს ტენია ლოკჩინა, HRW-ის მოსკოვის ბიუროდან.
შემდგარი ფაქტის პოლიტიკა
რუსეთმა მეტი უნდა გააკეთოს. ახალგორში, რუსი ჯარისკაცები იმით არიან დაკავებულები, რომ საზღვარს ამაგრებენ საქართველოს და სამხრეთ ოსეთს შორის, რომელიც რუსეთის (და ნიკარაგუას) აზრით 28 აგვისტოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იქცა. ამიერიდან სანგრები, ქვიშით სავსე ტომრები, საკონტროლო პუნქტები ხეობას დანარჩენი საქართველოსგან აშორებს. ამ ზონაში ჟურნალისტები, ეუთოს და ევროკავშირის დამკვირვებლები სასურველი სტუმრები არ არიან.
ახალგორში დარჩენით მოსკოვი თბილისს გაფაციცებით აკვირდება. საქართველოს დედაქალაქი აქედან 50 კილომეტრში მდებარეობს, აქვე ახლოსაა ნავთობსადენებიც (გაზსადენი ბაქო-ბილისი ერზრუმი და ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი). რუსეთის პრემიერ- მინისტრ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც აგვისტოში ”სააკაშვილის დაკიდება” ერთი ადგილით გადაწყვიტა, შესაძლოა თავის პროექტზე უარი არც უთქვამს.
აფხაზეთის ანუ მეორე ”სახელმწიფოს” საზღვარზე, რომელიც მოსკოვმა მსოფლიოს რუკას დაუმატა, სიტუაცია ისევ დაძაბულია. ნოემბერში, სარკინიგზო ხაზი, რომელიც აფხაზეთს საქართველოსთან აკავშირებდა, ააფეთქეს. ამ ხიდით აფხაზეთის ქართველი დევნილები სარგებლობდნენ, რომლებიც ზუგდიდიდან (საქართველო) გალს (აფხაზეთი) უკავშირდებოდნენ. ბუფერულ ზონაში განლაგებულ დასავლელ დამკვირვებლებს აქ მხოლოდ რუსეთის მიერ აღიარებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდებით. როგორც კი ამ ტერიტორიებზე ევროპელების შეშვების საკითხი დგება, მოსკოვი ხელს აფხაზი და ოსი მთავრობებისკენ იშვერს - ფორმა, რომლითაც ის სხვებს ამ ახალი სახელმწიფოების აღიარებას აიძულებს.
ევროპელებისთვის ვერც აფხაზეთი და ვერც სამხრეთ ოსეთი, სადაც რუსული სამხედრო ბაზების განლაგება იგეგმება, ვერასდროს სუვერენული სახელმწიფოები ვერ გახდება. რუსეთს ეს არ ანაღვლებს. ევროკავშირმა საკუთარ პრეტენზიებზე ძალიან მალე უარი თქვა. სექტემბერში საქართველოს მოვლენების გამო შეწყვეტილი მოლაპარაკებები სტრატეგიულ პარტნიორობაზე ნოემბერში განახლდა. ნიკოლა სარკოზი, რომელიც ევროკავშირის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, ნიცაში გამართულ სამიტზე აღნიშნავდა, რომ რუსეთმა ”სრულად შეასრულა” აღებული ვალდებულებები, და რა მნიშვნელობა აქვს, რომ მან, შეთანხმების პირობა დაარღვია და საკუთარი არმია კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე არ დააბრუნა. პირიქით, რუსებმა ცეცხლის შეწყვეტით ისარგებლეს და კიდევ უფრო წინ წავიდნენ - დაიკავეს ტერიტორიები, რომლებსაც წარსულში ქართველები აკონტროლებდნენ: სამხრეთ ოსეთის ახალგორი და აფხაზეთის კოდორის ხეობა.
არავის არ სურს რუსეთის გაღიზიანება
ურთიერთობები ნატოსთანაც გაუმჯობესდა. საქართველოს და უკრაინის ალიანსში ინტეგრირების საკითხს და ყოფილი რუსული კოლონიებისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას, 2-3 დეკემბერს ბრიუსელში ალიანსის წევრები ფრთხილად მოეკიდნენ. რუსეთის გაღიზიანება არავის არ სურს, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც სულ უფრო ხმამაღლა ისმის ბრალდებები საქართველოს პრეიზდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომ სწორედ ის იყო პროვოკაციის მიზეზი. ოთხი თვის შემდეგ, კითხვამ ”ვინ დაიწყო?” რუსული ანექსიის თემა დაჩრდილა.
იმ შეტევაზე საუბრით, რომელიც ქართულმა არმიამ ცხინვალზე, სამხრეთ ოსეთის ”დედაქალაქზე” განახორციელა და რასაც ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა (184), რუსეთი ტყუილად ცდილობს მისი მეზობლის იმაში მხილებას, რასაც თავად 10 წლის განმავლობაში ჩეჩნეთში ჩადიოდა, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის დაცვის სახელით მოსახლეობას მთლიანად ანადგურებდა (დაღუპულია 80 000-დან 150 000-მდე ადამიანი).
რუსული წინადადებები ევროპის ”უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე” გამაოგენებელია. უსაფრთხოების რა ინიციატივები შეიძლება წარმოადგინოს რუსეთმა, რომელიც დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტს ლახავს? საქართველოდან დანახული ახალი მსოფლიო წესრიგის რუსული ვერსია, შეამაშფოთებელი უფროა. რუსების არმიამ გაანადგურა ფოთის პორტის ინფრასტრუქტურა და საქართველოს მთელი ტერიტორია დანაღმული დატოვა, აფეთქებდა ქარხნებს და სარკინოგზო ხაზებს და ოს მებრძოლებს არაფერს უშლიდა და ახალგორში მოროდიორობის ნებას რთავდა.
ორიგინალი
Saturday, May 24, 2008
საქართველო ზეწოლის ქვეშაა
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment