მორენ პიკარდი
24 დეკემბერი 2008
რუსეთი ხელს უშლის ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მუშაობას საქართველოში. ორგანიზაცია ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილების შესრულებას უნდა დაკვირვებოდა.
რუსეთმა ორშაბათს საქართველოში, კავკასიის ამ ქვეყანაში, 31 დეკემბრის შემდეგ ევროპის უშიშროებისა და თნამშრომლობის მისიის მუშაობის განახლებას შეუშალა ხელი. ამ ორგანიზაციის 200 დამკვირვებელი, რომელსაც, სხვათა შორის, ერთი მხრივ – რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის და მეორე მხრივ – საქართველოს შორის, ცეცხლის შეწყვეტაზე კონტროლი ევალებოდა, იძულებულია ბარგი ჩაალაგოს და 1 იანვრის ჩათვლით საქართველო დატოვოს, სადაც ის 1992 წლიდან მუშაობდა.
”მე, ამ სიტუაციის გამო, უსასრულო სინანულს გამოვთქვამ,” - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ამ ორგანიზაციის დროებითმა ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტუბმა, გაიხსენა რა ამ გადაწყვეტილების მისაღებად, უკანასკნელ წუთამდე, ფინეთის მიერ გამოჩენილი ძალისხმევა. ყველაფერი ამაოდ. ორშაბათს, სხდომამ ჩიხიდან გამოსვლის მიზნით, მისიის სამი თვით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
”ჩვენ ერთმანეთის პირისპირ ორი დაპირისპირებული ბანაკი გვყავს, ერთი რომელიც თავის ტერიტორიულ მთლიანობას იცავს და მეორე – სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. მათი პოზიციები ერთმანეთისგან იმდენად განსხვავდება, რომ 31 დეკემბრამდე მათი დაახლოების არავითარი იმედი არ არსებობს” – დაამატა ამ ორგანიზაციაში ფინეთის ელჩმა ანტი ტურუნენმა, რომელიც შერიგების უკანასკნელი მცდელობის სხდომას თავჯდომარეობდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სხვათაშორის გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთს დამკვირვებლების მოღვაწეობისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაეჭირა მხარი, თუ დამკვირვებელთა განახლებულ მანდატში სამხრეთ-ოსეთის ახლადგანთავისუფლებული რეგიონის მიმართ ისეთივე ჩანაწერი გაკეთდებოდა, რაც 1992 წელს საქართველოს მეორე პროვინციის აფხაზეთის მიმართ გაკეთდა.
”საშიში წინააღმდეგობა”
დასავლეთისა და აღმოსავლეთის ურთიერთობების ისტორიული რეზონანსის შემდეგ და რუსეთსა და დასავლეთს შორის ახალი წინააღმდეგობის გამო, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანზაციის მოღვაწეობა პარალიზებულია, რადგან რუსეთი ამით ცდილობს ელცინის მმართველობის ათწლეულში გადატანილი სამარცხვინო დამცირებების შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე ეფექტურ დაბრუნებას.
ევროპის უშიშროების ორგანიზაციასა და რუსეთს შორის დავის საგანი მართლაც მძიმეა. რუსეთი ბრალს დებს პირველს, რომ მისი მიდგომები აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, მთიანი ყარაბახის (აზერბაიჯანი) და დნესტრისპირეთის (მოლდოვა) ”გაყინული კონფლიქტების მიმართ დასავლეთის გავლენითაა გამოწვეული და ხელს უშლის მას ”მშვიდობის დაცვის მიზნით” ამ ტერიტორიებზე აღდგენილი რუსეთის ჯარების თავისუფალ მოქმედებას.
სახმელეთო ოპერაციების განხორციელებას ევროორგანიზაცია კონსენსუსით უყრის კენჭს და ის მისი ორმოცდათექვსმეტივე წევრის თანხმობას მოითხოვს. სწორედ ეს აწყობს რუსეთს. საქართველოში თავისი მისიის გახანგრძლივების სანაცვლოდ ის საერთაშორისო თანამეგობრობისგან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის ცნობას ითხოვს.
”ეს ყველაფერი, – ამბობს ამ ორგანიზაციაში ბრიტანეთის ელჩი იან კლიფი, – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა, შეამცირებს რუსეთის წინააღმდეგობას ორგანიზაციის მომავალი სტრუქტურის ჩამოყალიბების დროს.” - ”ორშაბათის მოვლენები ”უაღრესად სერიოზულია” ამ რეგიონისა და თავად ორგანიზაციისთვის, ამბობს მისი ამერიკელი კოლეგა ჯული ფინლეი. რუსეთის ”წინააღმდეგობა” ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის აქციის მიმართ მართლაც ”საშიშია.” ”ამ საქმეზე, – ამატებს ის, ”რაც მოხდა და რაც ევროპული ორგანიზაციის სიმტკიცეს ეხება, ერთადერთი პასხისმგებელი - ”რუსეთის ფედერაციაა.”
მთელი ამ კითხვების პასუხად, გუშინ მოსკოვმა გაკვრით აღნიშნა, რომ რუსეთის არმიის წინააღმდეგ ქართული ჯარების გვერდით შეიძლება ”დაქირავებულებიც” იბრძოდნენო. რუსეთის მხრიდან საქართველოში ომის მოვლენების საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა, რომ საკმარის მასალას ფლობს – მათ შორის, ფოტოსურათებს, სამხედრო ფორმებს, პირადობის ბარათებს და ცოცხალი მოწმეების ჩვენებებს, რომ სამხრეთ ოსეთის მოვლენებში უკრაინელების, თურქების, ამერიკელების და ჩეხების მონაწილეობა დაამტკიცოს. მან, სამხრეთ ოსეთში ქართული ჯარების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გასამართლებისთვის, საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნაც მოითხოვა.
მოსკოვის მონაცემებით, ომში 162 სამხრეთ ოსეთელი და 48 რუსი ჯარისკაცი იქნა მოკლული, მაშინ როდესაც თბილისი 69 სამოქალაქო პირისა და 169 სამხედრო პოლიციელის დაღუპვის მონაცემებს აქვეყნებს. რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კატეგორიულად უარყო სამხრეთ ოსეთის ბრძოლებში ამერიკელთა მონაწილეობის ფაქტი.
ორიგინალი
Saturday, May 24, 2008
ეუთოს საქართველოდან დამკვირვებლები გაყავს
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment