მარგარიტა ანთიძე
24 დეკემბერი 2008
თბილისი - საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზიციაში, ბოლო დრომდე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდის აქტიურმა წევრმა, ოთხშაბათს განაცხადა რომ ოპოზიციას უერთდება და მხარს უჭერს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.
ირაკლი ალასანია, რომელიც კავკასიურ ხალხებში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საჯარო ფიგურად ითვლება, სააკაშვილი გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებაში და იმაში დაადანაშაულა, რომ მან თავის უზარმაზარ მეზობელთან რუსეთთან აგვისტოში ომის თავიდან აცილება ვერ შეძლო.
”რუსეთთან ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. საქართველოს ამ პროვოკაციულ ომში ჩართვაზე პასუხისმგებლობა საქართველოს პრეზიდენტს ეკისრება” - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.
”ვფიქრობ, კრიზისი ჩვენს ქვეყანაში ავტორიტარულმა მართვამ, გადაწყვეტილებების მიღების ქაოტურმა სტილმა და ტრანსფარენტული მართვის სისტემის არ არსებობამ განსაზღვრა”.
მაგრამ მან ასევე დასძინა, რომ ომი ”რუსეთის უშიშროებისა და სამხედრო სამსახურების მიერ მომზადებულმა პროვოკაციამ” გამოიწვია.
წარსულში ალასანია მუშაობდა სააკაშვილის მრჩევლად დიპლომატიურ და უსაფრთხოების საკითხებში, ასევე საქართველოს წარმომადგენლის პოსტზე მოლაპარაკებებში აჯანყებულ აფხაზეთის რეგიონთან და ეროვნული უშიშროების საბჭოში.
რუსეთი ამბობს, რომ ის იძულებული იყო აგვისტოში რეაგირება მოეხდინა, როდესაც მისი მშვიდობისმყოფელებს და მშვიდობიან მოქალაქეებს თბილისი თავს დაესხა, შეეცადა რა ძალის გამოყენებით დაებრუნებინა მისი აჯანყებული პრომოსკოვური რეგიონი სამხრეთ ოსეთი.
დასავლეთის მთავრობებმა თავიდანვე გააკრიტიკეს რუსეთის პასუხი, როგორც ”არაპროპორციული”, მაგრამ ევროკავშირისა და ნატოს გაყინული ურთიერთობები ენერგო მბრძანებელ რუსეთთან თვეების შემდეგ განახლდა.
სააკაშვილის რამდენიმე ყოფილმა ახლო მოკავშირემ პოზიცია შეიცვალა. ნინო ბურჯანაძე 2003 წლის ”ვარდების რევოლუციის” თანაავტორმა გასულ თვეში საკუთარი ოპოზიცური პარტია ჩამოაყალიბა.
რეფორმები
საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ეროსი კიწმარიშვილი, გასულ თვეში ასევე აკრიტიკებდა სააკაშვილის მთავრობას და ამბობდა რომ თბილისი მისი აზრით აგვისტოს ომში აგრესორი იყო.
სააკაშვილმა ოპონენტებს, რომლებიც ამბობენ, რომ მან 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ პოლიტიკური, სასამართლო და მედის თავისუფლებასთან დაკავშირებული რეფორმების მხრივ მარცხი განიცადა, ახალი დემოკრატიული რეფორმების ჩატარების დაპირებით უპასუხა.
ანალიტიკოსებმა მას რეფორმების განხორციელებისკენ მოწოდეს, თუკი მის მთავრობას სურს რომ ეკონომიკურ კრიზისს გაუმკლავდეს, ურჩიეს მაქსიმალურად გამოიყენოს მილიარდობით დოლარის საერთაშორისო დახმარება, ზამთრის პერიოდში მზარდი სოციალური უკმაყოფლების პირისპირ.
35 წლის ალასანიამ, რომელიც სააკაშვილის პოტენციურ კონკურენტად ითვლება, განაცხადა, რომ მან ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დაიწყო.
სააკაშვილმა ამ წლის იანვარში ჩატარებულ ვადამდელ არჩევნებში შემდეგი 5 წლის ვადით გაიმარჯვა. მომავალი არჩევნები 2013 წელს უნდა ჩატარდეს.
”მჯერა, რომ არჩევნები რაც შეიძლება მალე უნდა ჩატარდეს. მაგრამ ამისთვის ჯერ შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას, ვგულისხმობ სამართლიან საარჩევნო კანონმდებლობას და თავისუფალ მედიას,” თქვა ალასანიამ, რომელმაც საკუთარ საპრეზიდენტო ამბიციებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
ალასანია, რომელიც გაეროში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა, განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ”მყარი და მრავალმხრივი უნდა იყოს,” მაგრამ ”პრაგმატული და ბრძნული ნაბიჯების გადადგმა” რუსეთთან კავშირების აღსადგენად ასევე აუცილებელია.
ორიგინალი
No comments:
Post a Comment