ელენა ბედველი
24 დეკემბერი 2008
ირაკლი ალასანიამ, საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ იგი აგვისტოში რუსეთთან ომის შემდეგ დანარჩენი ”პოლიტიკური ძალების” მოთხოვნას უერთდება და მხარს უჭერს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.
”მე დავიწყე კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან, რადგან ცვლილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,” უთხრა ალასანიამ რეპორტიორებს თბილისში. ”ცვლილებები ხალხის პოლიტიკური სურვილია და კონსტიტუციის გზით უნდა განხორციელდეს.”
პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მთავრობამ რუსეთის პროვოკაციის ”თავიდან აცილება ვერ შეძლეს” და ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანეს, განაცხადა ალასანიამ. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ პოლიტიკურ ძალებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
რუსეთმა აგვისტოში საქართველოს არმია სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის გამო გაჩაღებულ ომში დაამარცხა. მოგვიანებით რუსეთმა ამ და მეორე სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, რაც აშშ-მ და ბევრმა ევროპულმა სახელმწიფომ დაგმო. რუსეთმა თითოეულ ამ რეგიონში 3 700-მდე ჯარისკაცი განათავსა, განაცხადა 23 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
”მე მჯერა, რომ ჩვენ აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენა შეგვიძლია, თუკი მათ პირადად დაველაპარაკებით; ეს ერთადერთი გზაა,” თქვა 35 წლის ალასანიამ.
მან განაცხადა რომ გაეროში ელჩის თანამდებობიდან, სადაც 2006 წლიდან მუშაობდა, 4 დეკემბერს გადადგა, რადგან ის აღარ ეთანხმებოდა მთავრობის პოლიტიკას, რომელმაც ქვეყანა რუსეთთან კონფლიქტამდე მიიყვანა.
საქართველოს ოპოზიცია ომის შემდეგ გამუდმებით ითხოვს ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამორიცხა და განაცხადა, რომ კონფლიქტის შემდეგ ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება.
ორიგინალი
Saturday, May 24, 2008
საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში რუსეთთან ომის შემდეგ ვადამდელი არჩევნების იდეას იწონებს
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment