Saturday, May 24, 2008

აშშ საქართველოსთან ორმხრივ ქარტიაზე მოლაპარაკებებს ადასტურებს



24 დეკემბერი 2008

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა საქართველოსთან ახალი, ორმხრივი ქარტიის ტექსტზე მოლაპარაკებების წარმოების ფაქტი, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობებს და გააღმავებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

23 დეკემბრის განცხადებაში სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ ქარტია მომავალი თანამშრომლობის საერთო კონტურებს განსაზღვრავს და დაეხმარება საქართველოს მისი უსაფრთხოების განმტკიცებაში, ასევე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების გაძლიერებაში დაეხმარება.

განცხადება ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კომენტარებს, რომელიც 22 დეკემბერს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე ხელშეკრულების შექმნას მიესალმა. "დღემდე, არცერთ განცხადებასა და არცერთ ხელშეკრულებაში, ამერიკას არასდროს დაუფიქსირებია, რომ საქართველო მისი სტრატეგიული პარტნიორია,” თქვა სააკაშვილმა. “თუკი ახლა სიტყვა “სტრატეგიული” ჩვენს ურთიერთობებში გაჩნდება, ეს იქნება ყველაზე მკაფიო პასუხი აგრესიაზე საქართველოს წინააღმდეგ, ეს იქნება ყველაზე მკაფიო პასუხი საქართველოს ნგრევის და მისი დანაწევრების პერმანენტულ მცდელობებზე.”

მოსკოვმა საკუთარი ჯარები საქართველოში აგვისტოში გაგზავნა, და როგორც თავად აცხადებდა - საქართველოს მცდელობის გამო სამხედრო ძალით დაებრუნებინა გამოყოფილი რეგიონი სამხრეთ ოსეთი. მოგვიანებით რუსული არმია დაბრუნდა პოზიციებზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, მეორე აჯანყებულ მხარეში. ორივე რეგიონი მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო.

ქართული სატელევიზიო არხის რუსთავი-2-ის ცნობით, აშშ-საქართველოს შეთანხმებას ხელი წლის ბოლომდე მოეწერება.

პარალელური ამბები

სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ქარტია იმ დოკუმენტის მსგავსი იქნება, რომელზეც აშშ-მ და უკრაინამ ხელი 19 დეკემბერს, ვაშინგტონში მოაწერეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვლადიმერ ოხრისკოსთან ერთად დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონიაზე ვაშინგტონში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა, რომ უკრაიანა იყო “შეერთებული შტატების ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, და კარგი მეგობარი.”

”ჩვენ დიდხანს გვჯეროდა რომ უკრაინის დამოუკიდებლობა და მისი დემოკრატია ევროპისთვის, მისი თავისუფლებისა და მშვიდობისთვის არსებითი გახლდათ”, თქვა რაისმა. “უკრაინელი ხალხი ძალიან ღირსეული და კარგი ხალხია, ჩვენ ვამაყობთ რომ შეგვიძლია თქვს თქვენს მეგობრებად ვთლიდეთ და თქვენთან ერთად ვმუშაობდეთ. დღეს ჩვენ ამ გრძნობების ქარტიაში ჩადებას ვაპირებთ.”

ქარტია აშშ-უკრაინის პარტნიორობაზე თანამშრომლობის ფართო სპექტრს გულისხმობს, მათ შორის ეკონომიკური განვითარების და თავდაცვის სფეროს. ის შეიცავს დაპირებებს ნატოს მიმართულებით ამერიკული სწავლებებისა და აღჭურვის პროგრამების გაზრდაზე.
შეთანხმება ასევე შეიცავს უკრაინის განცხადებას, რომელიც მიესალმება აშშ-ს სურვილს გახსნას ახალი “დიპლომატიური წარმომადგენლობა” ყირიმში, უკრაინის რეგიონში, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტია ბაზირებული.

1998 წელს აშშ-მ მსგავს პარტნიორულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ასევე ესტონეთთან, ლატვიასთან და ლიტვასთან. ამერიკულ-ბალტიისპირული ქარტია სწორედ იმ საკვანძო დოკუმენტად ითვლება, რომელმაც ამ სამი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესს ხელი შეუწყო. ისინი ალიანსის წევრები 2004 წელს გახდნენ.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში 23 დეკემბერს, დავით დარჩიაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს ქარტია იგივე როლს ითამაშებს. “ამ დოკუმენტით, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება და სტრატეგიულ პარტნიორობად გარდაიქმნება, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ჩვენ ნატოში ინტეგრაციას,” თქვა დარჩიაშვილმა.

ვაშინგტონმა კრემლის წინააღმდეგობის მიუხედავად კიევთანაც და თბილისთანაც ახლო კავშირები დაამყარა, და ორივე ქვეყანამ საკუთარი სურვილით გაგზავნა საკუთარი არმია ერაყში.

ნატომ განაცხადა, რომ ის გააღრმავებს თანამშრომლობას, როგორც უკრაინასთან, ასევე საქართველოსთან, მაგრამ ჯერ-ჯერობით მათ ვერ შესთავაზა წევრობის სამოქმედო გეგმა – მნიშვნელოვანი საფეხური ფორმალური წევრობისთვის.

ორიგინალი

No comments: