Friday, May 23, 2008

ომით შეშინებული კოდორისთვის ბრძოლა გრძელდება



ტომ ესლემონტი
23 დეკემბერი 2008

ეს BBC-ის კორესპონდენტის ტომ ესლემონტის რეპორტაჟია აფხაზეთის სტრატეგიული კოდორის ხეობიდან – ადგილი, როლისთვისაც აფხაზური, რუსული ძალები და ქართული არმია აგვისტოში იბრძოდნენ. ესლემონტი იმ რამდენიმე ჟურნალისტთაგანია, რომელსაც საქართველოსგან გამოყოფილი რეგიონის ტერიტორიაზე კონფლიქტის შემდეგ შესვლის საშუალება მიეცა.

კოდორის ხეობა, მისი დამრეცი, თოვლიანი მთებით ყველაზე აფხაზეთის ყველაზე იზოლირებული ადგილია. აფხაზეთის დედასქალაქიდან, სოხუმიდან, კოდორამდე 5 საათის სავალი გზა ვიწრო და კლდოვანია. ერთადერთი ტრანსპორტი, რომლითაც ჩვენ ამ გზის გავლა შეგვიძლია, აფხაზეთის ხელისუფლებას ეკუთვნის. წლების განმავლობაში ეს მთიანი ხეობა ქართველების სტრატეგიულ სამხედრო ციტადელს წარმოადგენდა – მათ ბოლო ფორპოსტს სადაო ტერიტორიაზე. როდესაც მეორე გამოყოფილ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ბრძოლა გაჩაღდა, აფხაზმა სეპარატისტებმა და რუსულმა არმიამ სიტუაციით ისარგებლეს და ქართულ არმიასთან სერიოზული შეტაკებების შემდეგ ხეობაზე კონტროლი დაამყარეს. ახლა ხეობაში ერთადერთი განმკარგველი რუსული სამხედრო ბაზაა. აფხაზები გაჩანაგებულ, მიტოვებულ სოფლებს პატრულირებენ.

”აფხაზი მოროდიორები”

ბევრმა ეთნიკურმა ქართველმა რეგიონი ინტენსიური ბრძოლების დროს დატოვა, მათ უკან სკოლები და მაღაზიები დარჩათ, ობიექტები, რომლებზეც შეტაკების მთელი სიმძიმე მოდიოდა. ბევრი შენობა ნანგრევებად იქცა.
ქართველების პატარა ჯგუფი ხეობაში მაინც რჩება, მათ შორისაა ცალედ დელივალია და მისი მეუღლე მალენა. მათ მოწყობილ ფერმაში საქონელი თავისუფლად გადაადგილდება. მათი ცხვარისა და საქონლის ეჟვანის ხმა ხეობაში მოშორებითაც ისმის.
ერთი შეხედვით სოფელში ცხოვრება მშვიდია, მაგრამ არეულობები აქ ხშირი ხდება. ბატონი და ქალბატონი დელივალიასთვის, ქურდობა – ნომერ პირველი პრობლემაა. `ჩვენ ისინი არ დაგვიჭერია. სიბნელეში არ ჩანდნენ. მაგრამ ვიცით ვინც იყვნენ. ქათმები და მარცვლეული მოგვპარეს,” ამბობს ბატონი დელივალია. მას კეთილი ღიმილი აქვს, მაგრამ სახეზე დაძაბულობას შეამჩნევთ.
ის ხელს "აფხაზი მოროდიორებისკენ” იშვერს, მაგრამ აფხაზეთის მთავრობა ამბობს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ ამ ტერიტორიაზე მზარდი კრიმინალური სიტუაციის შესაჩერებლად. სერგეი ძონუა აფხაზეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კოდორში ამბობს, რომ რეგიონში დაბრუნების უფლება ყველას აქვს, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. “ჩვენ აქ ცხოვრების პირობების გაუმჯობესება გვსურს”, ამბობს იგი. “მალე ჩვენ აქ სკოლებს და მაღაზიებს აღვადგენთ, რომ ხალხმა დაბრუნება და ნორმალური ცხოვრება შეძლოს”. მაგრამ დანგრეულ შენობებს როდესაც უყურებ, გეჩვენება რომ ცვლილებების ტემპი არც თუ ისე სწრაფია.

”დაჭერობანას” თამაში

გაეროს პერსონალი ხეობის მონიტორინგს აღარ აწარმოებს. ზაფხულის ბრძოლებმა მათ ტერიტორიის დატოვება აიძულათ. ”როდესაც ისინი აქ იყვნენ, ჩვენ ნაკლები პრობლემა გვქონდა, მაშინ ცხვარს არ გვიკლავდნენ. წავიდნენ თუ არა, უბედურება დაიწყო,” მითხრა ბატონმა დელივალიამ.ქალაქ გალში, რომელიც საქართველოს საზღვართან ყველაზე ახლოსაა, გაეროს ლტოლვილთა სააგენტო მუშაობას დღემდე ახერხებს. რაც დაახლოებით 45 000 ეთნიკურ ქართველს ეხმარება, რომლებიც აფხაზეთის სასაზღვრო ზოლში ცხოვრობენ. მდინარე ენგურის სიახლოვეს ცხოვრება შედარებით მშვიდია, მაგრამ იმ დროს როდესაც ქართველ მცხოვრებს რუსლან სტორვას ვესაუბრებოდი, უკან რუსული ტანკების ხმაური ისმოდა. ”როგორ ვიქნები უსაფრთხოდ?”, კითხულობს ის. “იქ სადაც არმია და ტანკებია კარგად როგორ უნდა ვიყო?”, რუსები ამბობენ, რომ ისინი აქ აფხაზეთის ტერიტორიის მცხოვრებთა უსაფრთხოების დასაცავად არიან და რეგიონში 3, 700 ჯარისკაცის განთავსებას აპირებენ. მაგრამ გაეროს წარმომადგენლობა რუსლანის შეშფოთებას იზიარებს. ისინი აცხადებენ, რომ უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობა არ უმჯობესდება. “სეზონურად ინციდენტების რიცხვი იზრდება და ეს მოსახლეობას ეხება”, ამბობს შრეკო ნიუმანი, გაეროს ადგილობრივი ოფისის კოორდინატორი, რომლის ოფისიც გალშია.”დიდი ხნის მანძილზე ეს ზონა პოლიციის მიერ არ კონტროლდებოდა და სხვადასხვა კრიმინალური ჯგუფები ამ ადგილს საკუთარი მოქმედებებისთვის ღია ტერიტორიად მიიჩნევდნენ.” ბატონი ნიუმანი ამბობს, რომ აგვისტოს ბრძოლამ მისი მუშაობის პირობები მოშალა, მან დასძინა, რომ იგი და მისი გუნდი “დაჭერობანას” თამაშობენ, რომ კონფლიქტის შემდეგ დაბრუნებულ ქართველებს დაეხმარონ.

ნაციონალური სიამაყე

აფხაზეთის დედაქალაქი, სოხუმი, საზღვრიდან დაახლოებით 80 კილომეტრშია, მაგრამ ისეთი განცდა გიჩნდება, რომ იმ ადგილებს, სადაც ძარცვა და მოროდიორობაა, მას მთელი სამყარო აშორებს. სუბტროპიკული კლიმატის გამო აქ ზამთარიც თბილია. ომის იარები აქ ახალი კონფლიქტის დროს არ გაჩენილა, ის 1992-93 წლებში აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის დაწყებული ბრძოლებიდან შემორჩა. ქალაქის შემოგარენში დამწვარი სახლების ნანგრევები დღესაც იმ მდგომარეობაშია, როგორშიც - 15 წლის წინ იყო. მაგრამ მე გაოცებული დავრჩი ნაციონალური ღირსების განცდით – წითელი და მწვანე აფხაზური დროშა ბევრ შენობაზე ფრიალებს _ და ცლილებებისადმი დამოკიდებულებით, რომელიც ამ რეგიონში იგრძნობა. აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაქსიმ გუნია აღიარებს, რომ აფხაზეთის უსაფრთხოება მთლიანად რუსული არმიის ხელთაა. ის არ მალავს, რომ აფხაზეთი – რომელიც სამხრეთ ოსეთთან ერთად რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო – უსაფრთხოების მხრივ იმედებს კრემლზე ამყარებს. “ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სიტუაციით ბედნიერები ვართ. ზაფხულის მოვლენები საქართველომ დაიწყო. ანუ საქართველომ შექმნა სიტუაცია, რის გამოც რუსული არმიის მოხმობა აუცილებელი გახდა,” ამბობს ბატონი გუნია.ყველა მხარე იმის განხილვაშია, თუ ვინ დაიწყო ომი, მაგრამ გუნია იმასაც ამბობს, რომ რუსეთის იქ ყოფნა წინასწარდაგეგმილი არ ყოფილა. ”ეს არ იყო მიზანი. უბრალოდ, ბოლოს შეიქმნა სიტუაცია, და ჩვენ როგორმე გამოსავალი უნდა მოგვეძებნა.”როდესაც შავ ზღვას ვუყურებ, ვფიქრობ, რომ რუსეთმა როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ ერთ დღეს, როდესაც მის ხელშეკრულებას უკრაინასთან ვადა გაუვიდოდა (სადაც დღეს აქვს ბაზა), აფხაზეთში შავი ზღვის ფლოტს განათავსებდა. ეს ვადა 2017 წელს იწურება. თუკი ასეთი რამ მოხდებოდა, როგორც ბატონი გუნია ამბობს, ეს შესაძლოა ძალიან შორეულ პერსპექტივაში განხორციელებულიყო.

ორიგინალი

No comments: