Monday, May 12, 2008

რუსეთი საქართველოში პოსტს აუქმებს

ap_logo

12 დეკემბერი 2008

თბილისი, საქართველო (AP) - რუსულმა სამხედრო შენაერთებმა სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის მახლობლად პოსტის დემონტაჟი განახორციელეს და ეთნიკური ქართვლებით დასახლებული სოფელი დატოვეს, განაცხადა საქართველოს პოლიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ევროპის კავშირის მეთვალყურეები მიესალმნენ რუსული ჯარების გასვლას ტერიტორიიდან, რომელიც ერთმნიშვნელოვნად სამხრეთ ოსეთის საზღვრებს მიღმა მდებარეობს და შესაბამისად რუსეთის ჯარის აქ ყოფნას კრძალავს.

არასტაბილური, პრორუსული რეგიონის, რუსეთსა და საქართველოს შორის აგვისტოს ხუთდღიანი ომის მიზეზის, სამხრეთ ოსეთის მახლობლად განთავსებული ეს პოსტი სოფელ პერევში განსაკუთრებული დაძაბულობის წყარო იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა პარასკევს, დაშალეს საკონტროლო პოსტი და დატოვეს სოფელი. ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელმა ჰასიორგ ჰაბერმა განაცხადა, რომ საკონტროლო პოსტი დაახლოებით ორი მილით (3 კმ) უკან დასწიეს.

”ჩვენ მთელი გულით მივესალმებით ამ ნაბიჯს” - ამბობს ის და ამატებს, რომ ევროკავშირი რუსეთს ამ პოსტის დაშლისკენ მოუწოდებდა.

კომენტარისთვის რუსეთის სახმხერდო ძალების წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

საფრანგეთის შუამოვლობით დადებული სამშვიდობო შეთანხმების პირობების თანახმად რუსეთმა შემოდგომის დასაწყისში საქართველოს ტერიტორიიდან, სამხრეთ ოსეთის საზღვრებს მიღმა რამდენიმე საკონტროლო პუნქტი და პოსტი გააუქმა. გათავისუფლებული ტერიტორია ევროკავშირის მეთვალყურეებმა და ქართულმა პოლიციამ დაიკავეს.

რუსეთმა აგვისტოს ომის შემდეგ სამხრეთ ოსეთი და მეორე სეპარატისტული რეგიონი, აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა და აქ ათასობით თავისი სამხედრო მოსამსახურე დატოვა, მათ შორის სამხრეთ ოსეთის იმ რაიონებში, რომელსაც კონფლიქტამდე საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა.

საქართველოს ხელისუფლება და დასავლელი სახელმწიფოები აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედრო შენაერთების შენარჩუნება ამ რაიონებში არღვევს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ორივე მხარე კონფლიქტის დაწყების წინ არსებული დისლოკაციის ადგილებში უნდა დაბრუნდნენ.

ორიგინალი

No comments: