13 დეკემბერი 2008
რუსული ჯარები სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც დატოვეს სოფელი სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის მახლობლად, ისევ დაბრუნდნენ, განაცხდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ქართული მილიცია უკვე დაიძრა სოფელ პერევისკენ რუსული საკონტროლო პუნქტების დასაშლელად, როდესაც რუსული ჯარები და ვერტმფრენები დაბრუნდნენ, თქვა შოთა უტიაშვილმა, სამინისტროს სპიკერმა.
”ისინი წავიდნენ და ჩვენი ხალხი, დაახლოებით 40 ადამიანი საკონტროლო პუნქტის დასაშლელად შევიდა” -განაცხადა მან - ”სანამ ისინი მუშაობდნენ, როდესაც რუსებმა სპეციალური შენაერთების ბატალიონი, ჯავშანმანქანები და ვერტმფრენები შემოიყვანეს”-თქვა უტიაშვილმა.
სოფელ პერევს რუსები აგვისტოს ომის მომენტიდან აკონტროლებდნენ, მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ღრმად შემოიჭრნენ.
ევროკავშირის მეთვალყურეები მიესალმნენ რუსული ჯარის პერევიდან გასვლას და განაცხადეს, რომ ის ნამდვილად სამხრეთ ოსეთის მიღმა მდებარეობს.
რუსეთმა და საქართველომ გაწყვიტეს დიპლომატიური ურთიერთობები ომის შემდეგ და საელჩოების შემადგენლობები გაიწვიეს. შვეიცარიის საელჩომ საქართველოში გახსნა სპეციალური განყოფილება, რომელმაც რუსეთის წარმომადგენლობა ითავა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს მოსკოვში, შაბათს ლოჯისტიკური საკითხების მოსაგვარებლად თავის შვეიცარელ კოლეგასთან, მიშელინ ქალმი-რეისთან მოლაპარაკებები ჰქონდა.
შემოდგომის დასაწყისში, საფრანგეთის შუამავლობით დადებული ხელშეკრულების თანახმად რუსეთმა სამხრეთ ოსეთის საზღვრებს მიღმა რამდენიმე პოსტი და საკონტროლო პუნქტი გააუქმა. ეს ადგილები ქართულმა პოლიციამ და ევროკავშირის მეთვალყურეებმა დაიკავეს.
აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და მეორე სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის დამოუკიდებლობა და იქ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი დატოვა. ამ ტერიტორიებს შორისაა სამხრეთ ოსეთის ნაწილიც, რომელსაც ომამდე საქართველო აკნტროლებდა.
საქართველოს ხელისუფლება და დასავლელი სახელმწიფოები ამბობენ, რომ რუსული ჯარების ყოფნა ამ სივრცეებში არღვევს სამშვიდობო შეთანხმებას და ჯარების პრეკონფლიქტურ პოზიციებზე დაბრუნებას მოითხოვს.
No comments:
Post a Comment