13 დეკემბერი 2008
შაბათს ბერნსა და მოსკოვს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, რუსეთის ინტერესებს საქართველოში ოფიციალურად შვეიცარია წარმოადგენს.
გადაწყვეტილებამ ”დაადასტურა რუსეთის ხელისუფლების ნდობა შვეიცარიისადმი”, განაცხადა შაბათს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიშლინ ქალმი-რეიმ თავის კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების შემდეგ.
ლავროვმა თქვა, რომ ის მადლობელია შვეიცარიის მიერ გაწეული სამსახურისთვის და შეთანხმება რეგიონში სიტუაციის ნორმალიზებას ხელს შეუწყობს.
რუსული ჯარი აგვისტოში ქართული შეიარაღებული ძალების მიერ პრომოსკოვურ სეპარატისტულ რეგიონზე, სამხრეთ ოსეთზე კონტროლის აღდგენის მცდელობის მოსაგერიებლად შევიდა.
ორივე მხარემ ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.
ქალმი-რეიმ შვეიცარიას და რუსეთს შეთანხმების იმპლიმენტაცია, რაც შეიძლება სწრაფად სურთ, რათა ხელი შეუწყონ ბრძოლის გამო დაშორებული ოჯახების გამთლიანებას.
”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შობის დღესასწაულებს ეს ოჯახები ერთად შეხვდნენ”- განაცხადა მან.
შეთანხმება წააგავს ურთიერთობათა იმ მოდელს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ჰავანაში გამოიყენა - მაშინ აშშ-ს საკონსულო ჰავანაში შვეიცარიის საელჩოში მუშაობდა.
ხუთშაბათს საქართველომ შვეიცარიას მოსკოვში მისი ინტერესების წარმოდგენა სთხოვა. ქალმი-რეიმ განაცხადა, რომ შვეიცარიის ხელისუფლება მზადაა ასეთი სამსახურისთვის იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი ამ იდეას დაეთანხმება .
No comments:
Post a Comment