Wednesday, April 30, 2008

სააკაშვილი გერმანიას "ღალატზე" აფრთხილებს

der_tagesspiel
30 ნოემბერი 2008

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირი-რუსეთის მოლაპარაკებების განახლების წინ გერმანიას უშუალოდ აფრთხილებს რუსეთის მიმართ ზედმეტი ლოიალურობა არ გამოიჩინოს. მან ყოფილი კანცლერი შრიოდერი რუსულ ენერგეტიკაში პირადი ინტერესების არსებობისთვის გააკრიტიკა.
 
ბერლინი - "რუსეთის მეზობელი პატარა ქვეყნებისგან ევროპის მხრიდან მოსკოვის აგრესიასთან შერიგება აღქმული იქნება, როგორც ღალატი", განუცხადა სააკაშვილმა Tagesspigel-ს. სააკაშვილი მოლაპარაკებების დროს რუსეთისთვის "საერთაშორისო წესების დაცვის მოთხოვნის წაყენებას ითხოვს".

გარდა ამისა, ირიბად მან გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსულ ენერგეტიკაში ინტერესების არსებობისთვის გააკრიტიკა. "ხელშეკრულებები და შეთანხმებები იმის მიხედვით უნდა სრულდებოდეს, რაც ამ დოკუმენტებში წერია, და არა პოლიტიკოსებს შორის პირადი ურთიერთობების ხარჯზე", თქვა საქართველოს პრეზიდენტმა. გერმანიამ რუსეთს ხელი უნდა ააღებინოს "ნაციონალიზმსა და მილიტარიზმზე", რომლითაც ის საკუთარ მეზობლებს, ევროპას და თავად რუსეთის მოსახლეობას ემუქრება.

მან უარყო ის ფაქტი, თითქოს ზაფხულში კავკასიაში ომის ესკალაციაზე  პასუხისმგებლობას იზიარებდეს. "ის, რომ თითქოს ეს ომი ქართველებს სურდათ, აბსურდია. ჩვენ არანაირი სხვა არჩევანი არ გაგვაჩნდა, გარდა იმისა, რომ სამხრეთ ოსეთში თავდაცვითი ხაზი შეგვეიარაღებინა", განაცხადა სააკაშვილმა. მან მკაფიოდ უარყო ისიც, თითქოს მის ვადამდელ გადადგომაზე ან ხელახალ არჩევნებზე არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას აპირებდეს.

ორიგინალი

No comments: