Wednesday, April 30, 2008

ენდეთ რუსეთის არგუმენტს ნატოს გაფართოების წინააღმდეგ

antiwar_logo1

ივან ელანდი
29 ნოემებერი 2008

ბარაკ ობმას არჩევნების შემდეგ რუსეთი აშშს მოკავშირეებს იმიტომ დაემუქრა, რომ მათ ამერიკული სარაკეტო სისტემების მიღებაზე თანხმობა თქვეს.

რუსეთმა ახლახანს, ”ცივი ომის” დასრულების შემდეგ პირველად, თავისი სამხედრო შეანაერთები ლათინურ ამერიკაში, ვენესუელას სანაპიროებთან საზღავო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად გააგზავნა. არის, თუ არა ეს საშინელი ტესტი ახალი, გამოუცდელი პრეზიდენტისთვის, ისეთი, როგორიც ნეოფიტი ჯონ კენედისთვის 1961 წელს ნიკიტა ხრუშჩოვი იყო.

უფრო სავარაუდოა, რომ რუსეთი ახალ პრეზიდენტს უბრალოდ ერთ რამეს ატყობინებს - ახლა ის უფრო ძლიერია და ისეთი ხელწამოსაკრავი, როგორც ეს კლინტონის ან ბუშის ადმინისტრაციის იყო, ვეღარ იქნება. ამასობაში კი ბუშის გაკოტრებული დაჯგუფება კლანჭებს ილესავს და ახალი დარტყმისთვის ემზადება.

მიუხედავად ადამიანის უფლებათა დამცველების კვლევებისა, რომელთა მიხედვითაც რუსულ-ქართული ომი საქართველომ დაიწყო, მიუხედავად საქართველოს ყოფილი ელჩის და სააკშვილის მეგობრის, ეროსი კიწმარიშვილის ჩვენებებისა, რომ კონფლიქტი საქართველოს მიერ იყო ინიცირებული, ბუშის ადმინისტრაციას თავხედობა ყოფნის და ნატოს საქართველოსა და უკრაინის მიღებას სთხოვს, თან ისე, რომ აუცილებელი მოთხოვნების (სამხედრო რეფორმა რეფორმები და შეიარაღებული ძალების პოტენციალის სრულყოფა) შესრულება მათთვის სავალდებულო აღარ იყოს. კიწმარიშვილის თქმით, ომის დაწყების მთავარ მიზეზად ის იქცა, რომ სააკშვილის აზრით, აშშ-ს მხარდაჭერა მას სწორედ ასეთი აგრესიული პოლიტიკის გამო ჰქონდა. თუ ბრძოლის მოყვარული სააკაშვილი ნატოს ფრთის ქვეშ აღმოჩნდება, მან შეიძლება კიდევ უფრო უპასუხისმგებლო ნაბიჯები გადადგას და შეერთებული შტატები ბირთვული შეიარაღების მქონე ქვეყანასთან კონფრონტაციაში ჩაითრიოს.

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინაც და საქართველოც უნდა დაეჭვებულიყვნენ, ღირს კი საკუთარი სახელმწიფოების უსაფრთხოების დაკავშირება შორეულ ქვეყანასთან . მათ უნდა გაესწორებინათ თვალი რეალობისთვის - რეგიონში სამხედრო უპირატესობა რუსეთს აქვს. ხომ ცხადია, რომ თუ ამ ორი პატარა, არასტრატეგიული ქვეყნის გადასარჩენად, რუსეთთან ბირთვულ ომში ამერიკული ქლაქების შეწირვა გახდებოდა საჭირო, შეერთებული შტატები ამაზე ვერ წავიდოდა. როგორც ჩანს, უკრაინელმა ხალხმა ამ რეალობას გაუსწორა თვალი, როდესაც ნატოსთან მიერთების პერსპექტივას სკეპტიკურად შეხვდა. შეერთებული შტატები ჯიუტ გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს, ესპანეთს და ნატოს სხვა წევრებს თანხმობის მისაღებად თავზე ხელკეტებითაც რომ დაადგეს, დასუსტებული უკრაინული ხელისუფლება ძნელად თუ შეძლებს თავის ქვეყნის ალიანსში შეყვანას.

1990-იანებში, როდესაც რუსეთი უფრო სუსტი იყო, აშშ-მ მისი პოტენციურად მტერი, ნატო რუსეთის საზღვრებამდე მიიყვანა, შუა აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რუსეთისა და ჩინეთის მოსათოკად, თავისი სამხედრო ბაზები დააფუძნა, კოსოვო რუსეთის მოკავშირე სერბეთს მოწყვიტა, ხოლო ენერგეტიკული მილსადენები რუსეთის ტერტორიების გვერდზე ავლით გაიყვანა. ეს რუსეთის გავლენის სფეროში აგრესიული შეჭრა იყო, მისი დამცირება, რასაც შედეგად ჩვენს ნახევარსფეროში რუსეთისა და ვენესუელას ერთობლივი წვრთნები და აშშ-ს იმ მოკავშირეების წინააღმდეგ მუქარა მოყვა, ვინც ამერიკული სარაკეტო ფარების მასპინძლობა ითავა.

ზოგიერთი ამერიკული მედია საშუალება რუსეთს იმაში სდებს ბრალს, რომ ისე იქცევა, როგორც მაშინ, როცა ცივი ომი აქტიურ ფაზაში იყო. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ თავად ამერიკულ პოლიტიკურ წრეებს არასდროს უთქვამთ უარი ცივი ომის მენტალიტეტზე. მას შემდეგ, რაც გორბაჩოვს დაპირდნენ, რომ თუ გაერთიანებული გერმანია ნატოში შევიდოდა, ალიანსის ექსპანსია გაჩერდებოდა, შეერთებულმა შტატებმა სიტყვა გატეხა და მთელი ევროპის ხელში ჩაგდება მანამდე სცადა, სანამ რუსული დათვი ისევ მომაგრდებოდა. ეს არ მოხდა, მაგრამ გაბრაზებული და დამცირებული რუსული საზოგადოება ახლა თავის ლიდერებს ამერიკასთან სიმტკიცეს სთხოვს.

მუქარა იმ მოკავშირეების წინააღმდეგ, ვინც სარაკეტო დანადგარების მიღებაზე თანხმობა განაცხადა და აშშ-ს გავლენის სფეროში ჩატრებული საზღვაო წვრთნები იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ნატოს შემდგომ გაფართოვებას, თავისი საკვანძო მეზობლების ალიანსში შეყვანას მტკიცე წინააღმდეგობას გაუწევს. აშშ-ს აქამდე გულმავიწყმა ხელისუფლებამ ამ გაფრთხილებებს ბოლოს და ბოლოს ყურადღება უნდა მიაქციოს. უფრო მნიშვნელოვანი კი ის იქნება, რომ ობამას მომავალმა ადმინისტრაციამ და საზოგადოებამ კარგად აწონ-დაწონონ, უღირთ კი ამ ორი შორეული, არასტრატეგიული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა იმად, რომ თავისი ქალაქები ბირთვული ჰოლოკოსტის მძევლად აქციონ. პასუხი უნდა ექსპრესიულად წარმოითქვას: ”არა”.

ორიგინალი

No comments: