27 ნოემბერი 2008
ოპოზიციური პარტიის ლიდერს, იაროსლავ კაჩინსკის სჯერა, რომ უშიშროების სააგენტოს მიერ მომზადებული ანგარიში, რომლის მიხედვითაც, კვირის ინციდენტი ”საქართველოს პროვოკაცია” იყო, პოლიტიკური მოსაზრებებით მომზადდა.
”ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პოლონეთის ხელისუფლებაში ძალიან თავისებური ხალხია მოსული”-განაცხადა კაჩინსკიმ.
იაროსლავ კაჩინსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლონეთის უშიშროების სამსახურებს არ ჰქონდათ არავითარი საფუძველი საქართველოს ინციდენტთან დაკავშირებული ანგარიშის მხოლოდ ერთ დღეში მოსამზადებლად. ”ის, რაც დღეს პოლონეთში ხდება, სამარცხვინოა”-დაამატა ოპოზიციის ლიდერმა - ”(ეს თეზა), რომ რუსეთი კარგია, ხოლო საქართველო და პოლონეთი ცუდი, და რომ კონკრეტულად პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტები იმ ბოროტ ძალას წარმოადგნენ, რომელიც პატიოსანი სუპერსახელმწიფოს ინტერესებს საფრთხეს უქმნიან, სამარცხვინოა, სამწუხაროა და იმაზე მიანიშნებს, თუ ვინაა დღეს პოლონეთის ხელისუფლებაში”-ამბობს კაჩინსკი.
კანონიერებისა და სამართლიანობის პარტიის ლიდერის თქმით, სამხრეთ ოსეთის საზღვართან, პრეზიდენტების კოლონისათვის გახსნილი ცეცხლი ”საერთაშორისო სკანდალია. და ის ზუსტად ასე უნდა აღქმულიყო. სამწუხაროდ, რუსეთს პოლონეთში ძლიერი ლობი ყავს”-განაცხადა კაჩინსკიმ.
გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრმა გჟეგოშ შჩეტინამ განაცხადა, რომ უშიშროების სააგანტომ მოამზადა სპეციალური ანგარიში კვირას საქართველოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. ეს ანგარიში კონფიდენციალურია, მაგრამ არსებული ინფორმაცია იმაზე მიანიშნებს, რომ გამოძიებამ შემთხვევა ”ქართულ პროვოკაციად” მიიჩნია.
No comments:
Post a Comment