ფილიპა რუნერი
28 ნოემბერი 2008
ბრიუსელი - ინციდენტი, რომლის დროსაც საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების კორტეჟს ესროლეს, შესაძლოა ქართველების მიერაა ინსცენირებული, ნათქვამია პოლონეთის სპეცსამსახურების ანგარიშში. ინფორმაციამ ამ ანგარიშის შესახებ გამოჟონა.
გასულ კვირას სადავო ქალაქთან, ახალგორთან სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა არაფორმალურმა დაჯგუფებებმა ცეცხლი გაუხსნეს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის საავტომობილო კოლონას.
ინციდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ პრორუსული სამხედრო შენაერთები ჯერ კიდევ რჩებიან საქართველოს ტერიტორიაზე და ამით სამშვიდობო შეთანხმების პირობებს არღვევენ. მაგრამ მოსალოდნელი ეფექტი იმ ეჭვებმა დაჩრდილა, რომელთა თანახმადაც შესაძლოს ინციდენტი თბილისის მიერ იყო ინსცენირებული.
”მოცემულ დროს ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ყველაზე შესაძლო სცენარი იმაზე მიუთითებს, რომ სიტუაცია ქართული მხარის მიერ იყო დადგმული. ” ნათქვამია პოლონეთის უშიშროების სამსახურის, ABW-ს რაპორტში. ინფორმაციამ ამის შესახებ გამოჟონა და პოლონურ ყოველდღიურ გამოცემა Dziennik-ში გამოქვეყნდა (27 ნოემბერი).
რაპორტში ნათქვამია, რომ ვიზიტი ახალგორში არ იყო შეთანხმებული პოლონეთის უშიშროების სამსახურებთან. სააკაშვილმა გააჩერა ესკორტი და საგუშაგოსთან კაჩინსკის მანქანიდან გადმოსვლა სთხოვა. საქართველოს პრეზიდენტსა და მის თანმხლებ პირებს არ გამოუხატავთ არავითარი შეშფოთება, როდესაც სროლა გაისმა.
” ოპზიციური განწყობების გაძლიერების ფონზე საქართველოს პრეზიდენტისთვის შექმნილი პრობლემატური სიტუაცია” ABW-ს აზრით, პოტენციურ მოტივად შეიძლება დასახელდეს.
ABW-ს ანგარიშმა შესაძლოა კიდევ უფრო შელახოს თბილისის რეპუტაცია ევროკავშირის იმ პირთა თვალში, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, მით უფრო, რომ ევროკავშირში სულ უფრო მყარდება შეხედულება, რომლის თანახმადაც აგვისტოს ომში პასუხისმგებლობა ნაწლობრივ სააკაშვილის ხელისუფლებასაც ეკისრება.
ამ დროს კი პოლონეთის პრეზიდენტმა, ლეხ კაჩინსკიმ ევროპის კომისიისადმი მიწერილ ღია წერილში რუსეთისადმი მკაცრი პოზიციის დაკავება მოითხოვა.
”ახლა უკვე არსებობს იმის მტკიცებულება, რომ რუსეთმა არ შეასრულა თავისი ვალდებულება, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენის მხრიდან არაადეკვატური რეაქცია მოყვა”-წერდა კაჩინსკი ევროპის კომისიის ხელმძღვანელს მანუელ ბაროზოს ხუთშაბათს (27 ნოემბერს).
”ეს გამოცდაა ჩვენთვის - შევძლებთ თუ არა აღორძინებული იმპერიალიზმის მოთოკვას... ეს გამოცდაა დასავლური სამყაროსთვის-შეძლებს თუ არა ის, მტკიცე პოზიციის დაკავებას მაშინ, როდესაც მშვიდობას, დემოკრატიულ ღირებულებებს და პატივისცემას თვითგამორკვევის უფლებისადმი საფრთხე ემუქრება”.
კაჩინსკიმ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კომისიამ ,მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ხელშეკრულების პირობები დაარღვია და არ გაიყვანა ჯარები ევროკავშირის პატარა მეზობლის ტერიტორიებიდან, რუსეთთან პარტნიორობის ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებების განახლებას დაუჭირა მხარი. ევროკავშირისა და რუსეთის მოლაპრაკებები, რომლებიც ვაჭრობასა და ენერგეტიკის საკითხზე წარიმართება, ოფიციალურად სამშათს განახლდება, მაგრამ მოსამზადებელი შეხვედრები უკვე მიმდინარეობს.
No comments:
Post a Comment